ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე

ბოლო დროს ტექნოლოგიურ სივრცეში არსებული კრიზისული გარემოდან გამომდინარე, აქცენტი, ძირითადად, თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რეორგანიზაციასა და ნეგატიურ ინფორმაციაზე კეთდება. თუმცა, ამ ბნელ პერიოდშიც კი შიგადაშიგ ნათელი და პოზიტიური მომენტებიც გამოერევა ხოლმე. სწორედ ასეთია 23 წლის სანდრო ჯიქურიძის ამბავი, რომელიც 16 იანვარს Microsoft-ის გუნდს შეუერთდა.

კომენტარის დატოვება
სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე

ბოლო დროს ტექნოლოგიურ სივრცეში არსებული კრიზისული გარემოდან გამომდინარე, აქცენტი, ძირითადად, თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რეორგანიზაციასა და ნეგატიურ ინფორმაციაზე კეთდება. თუმცა, ამ ბნელ პერიოდშიც კი შიგადაშიგ ნათელი და პოზიტიური მომენტებიც გამოერევა ხოლმე. სწორედ ასეთია 23 წლის სანდრო ჯიქურიძის ამბავი, რომელიც 16 იანვარს Microsoft-ის გუნდს შეუერთდა.

სანდრო თავისუფალ უნივერსიტეტში, კომიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლაში (MACS) სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, ფაკულტეტის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია და ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. აბიტურიენტობამდე კოდის წერის პროცესზე თეორიული წარმოდგენაც კი არ ჰქონია, თუმცა ჩაბარებამდე 1 წლით ადრე მომავალ სფეროში ბოლომდე გადაეშვა და მიზანსაც მიაღწია.

სანდრო ჯიქურიძე
«თავი ყოველთვის ტექნიკური მიმართულებით წარმომედგინა. საჯარო სკოლა დავამთავრე და პროგრამირებასთან დაკავშირებულ წრეებზეც არასდროს მივლია. აბიტურიენტობისას უფრო დავიწყე ასეთ დეტალიებზე ფიქრი და  ბუნებრივად მოხდა ისე, რომ სადაც ჩემი ორი ინტერესი — კომპიუტერი და მათემატიკა გაერთიანდა, ის დავწერე პირველ ადგილზეც»

მეორე კურსიდან, სწავლის პარალელურად, მუშაობაც დაიწყო და იმ ყველა სპეციფიკასა და სირთულეს, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის დასაქმებას თან სდევს, მალევე შეეჩვია. სანდრო ჯიქურიძე დამწყებებს ურჩევს, მაქსიმალურად ეცადონ,  თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკულზეც იზრუნონ.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ნანატრი მომენტიც დადგა. სანდრომ რეზიუმე რამდენიმე დიდ კომპანიაში გააგზავნა, ხოლო საბოლოო შეთავაზება ამერიკისა და ევროპის მასშტაბით Microsoft-ის რამდენიმე გუნდისგან, ასევე, Amazon-ის პოლონეთის ოფისიდან მიიღო. არჩევანი Microsoft-ის დუბლინის ოფისზე შეაჩერა.

გასაუბრება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი, ძირითადად, პრობლემის გადაჭრის უნარების შემოწმებას დაეთმო, ხოლო მეორე — 4-5 საათიანი ტექნიკური და ქცევითი გასაუბრება იყო, რომლითაც ადგენენ, რამდენად შეეფერები ზოგადად კომპანიას და კონკრეტულ გუნდს, რომელშიც ვაკანსიაა გამოცხადებული.

სანდრო ჯიქურიძის თქმით, გასაუბრება მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა, არც სტრესული ყოფილა. ის გასაუბრების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზეც დეტალურად გვესაუბრა და თქვა, რომ პროცესის ლაივ რეჟიმში მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა ინერვიულო კიდეც.

სანდრო ჯიქურიძე
«პირველი ტური შესაძლოა გასაუბრება არც იყოს, არამედ რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე გამოგიგზავნონ რამდენიმე ტექნიკური ამოცანა, რომლებიც შეზღუდულ დროის ლიმიტში უნდა ამოხსნა. თუმცა, შესაძლოა ერთ საათიანი გასაუბრებაც დაგინიშნონ, სადაც ასევე ტექნიკური ამოცანების ამოხსნა გიწევს,  რაკი პროცესი ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს და გიწევს, სხვას ფიქრის მომენტიც კი გაუზიარო და როცა იცი, რომ გაფასებენ, ოდნავი ნერვიულობა ახლავს თან.  მეორე ეტაპი, როგორც წესი, 4-5 ერთსაათიანი სესიაა ხოლმე — ტექნიკური და ქცევითი ტიპის გასაუბრებები.  ოდნავ დამღლელია გადაბმულად 5 საათის მანძილზე ინტერვიუ, თუმცა, ეს, ალბათ, ერთგვარი გამძლეობის ტესტიცაა.» 

სანდროს აზრით, გასაუბრების მეორე ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, დამსაქმებელს დაანახო, რომ შენც გქონია პრობლემები, რომლებიც ერთი ხელის მოსმით ვერ გადაჭერი, მაგრამ კონსისტენტურობა, მოთმინება გამოიჩინე და ამ პრობლემაზე მუშაობისას რაღაც მაინც შეიძინე.

სანდრო ჯიქურიძე Microsoft-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობს.  Software Engineer II-ის (Level 62) პოზიციაზე დასაქმება 23 წლის ახალგაზრდისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. 

«მათთან გასაუბრების დროს უნივერსიტეტი 1 წლის დამთავრებული მქონდა და ჩემთვის პირდაპირ L62 ოფერის მიღება მოულოდნელი იყო. კომპანიაში პოზიციები დაყოფილია დონეების მიხედვით და სტაჟირებიდან (Level 57) იწყება.  დონეებს შორის მთავარი სხვაობა არის გამოცდილების, ანაზღაურებისა და  ბენეფიტების პაკეტების თვალსაზრისით». — ამბობს სანდრო ჯიქურიძე.

სანდროს Senior Software Engineer-ის (Level 63) პოზიციაზე დაწინაურება სურს, რისთვისაც კონცენტრირებული მუშაობა და მონდომებაა საჭირო. 

«დონეების ცვლილება საშუალოდ 1 წელში ერთხელ ხდება. თუმცა, ცხადია დამოკიდებულია როგორ იმუშავებ, შეიძლება მოხდეს უფრო ადრე ან გვიანაც.» — განაცხადა სანდრო ჯიქურიძემ.

კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, უშუალოდ დავალებებსა და ვალდებულებებზე ვერ გვესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ მისი გუნდი Windows 11-ში სხვადასხვა ახალი ფუნქციის დამატებაზე მუშაობს.

სანდრო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებებს რამდენიმე რჩევას უზიარებს. მისი აზრით, წარმატებისთვის კოდის წერისა და სხვა პროფესიული უნარჩვევების განვითარების გარდა, კომუნიკაციის მაღალი შესაძლებლობაც უმნიშვნელოვანესია. 

სანდრო ჯიქურიძე
«მგონია, რომ საკუთარ თავზე მუშაობას, არასტანდარტულ ექსპერიმენტებსა და ბევრ მცდელობას საბოლოო შედეგი მოაქვს. თუ ნერვები გყოფნის, დაიწყო თავიდან, თუნდაც კოდის წერა და გასაუბრებები, შეუძლებელი მგონია სასარგებლო შედეგის ვერ დადება»

მისი აზრით, უმნიშვნელოვანესი საკუთარი ძალების რეალური შეფასება და კონკრეტულ ამოცანებზე თავდაუზოგავი შრომაა.

«ყურადღება, ალბათ, კონკრეტულ ამოცანებზე ვარჯიშს უნდა დაუთმონ, გადახედონ სხვების გამოცდილებებს, ინტერნეტში არსებულ წყაროებს და საბოლოო გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ, მათ რაზე უნდათ მუშაობა და უახლოეს მომავალში შეძლებენ თუ არა ამის თიმისთვის დანახვებას» — განაცხადა სანდრო ჯიქურიძემ.

ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური, პროგრამირებისა და IT კურსები მომრავლდა, რამაც სწავლის მსურველები დააფიქრა, სჭირდებათ თუ არა უნივერსიტეტში 4 წელი სწავლა, რათა მაღალ დონეზე განვითარდნენ. სანდროს ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნია. 

მისი აზრით,  მნიშვნელოვანია სივრცე, რომელიც დისციპლინას მიგაჩვევს, კომუნიკაციას გასწავლის, მიგახვედრებს როგორ ხდება რამე ახლის სწავლა, რეალურ კონკურენციას გაგრძნობინებს და  მეგობრებს შეგძენს.

სანდრო ჯიქურიძე
«თუ უნივერსიტეტში ეს პირობები სრულდება, რატომაც არა. თუმცა, თუ ვინმე ტრადიციული განათლების გარეშე ახერხებს ამ უნარების და შესაძლებლობების მიღებას, ტექნოლოგიურ საუკუნეში არც ეს მგონია პრობლემა. ვისაც როგორ ეკომფორტულება ის მგონია სწორი გზაც, მე პირადად უნივერსიტეტში ჩაბარებას ნამდვილად არ ვნანობ.»


ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GitHub Copilot Workspace —  GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.