ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძემსოფლიო
11 აგვისტო 2023, 16:34
2023-08-11
მარკ ზაკერბერგის და პრისცილა ჩანის ურთიერთობა, თანამშრომლობა და ქველმოქმედება
პრისცილა ჩანი მუდმივად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია — ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებლის ცოლი და «მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია». პროფესიით პედიატრი პრისცილა საქველმოქმედო ფონდს Chan Zuckerberg Initiative-ს უძღვება, რომელიც 2015 წელს ქმართან, მარკ ზაკერბერგთან ერთად დააარსა.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი 2003 წელს, ჰარვარდში, წვეულებაზე გაიცნეს. 9 წლის შემდეგ — 2012-ში — იქორწინეს. ახლა 3 შვილი ჰყავთ: მაქსიმა, ავგუსტი და აურელია ჩან ზაკერბერები და აქვთ 2 უზარმაზარი სახლი კალიფორნიასა და ჰავაიზე.
ყველაფერი წვეულებაზე, საპირფარეშოს რიგში დიწყო.
«ის ნერდი ბიჭი იყო». — უთხრა ჩანმა The New Yorker-ს.
2017 წელს ჰარვარდში სიტყვით გამოსვლისას ზაკერბერგმა თქვა, რომ პრისცილას პირველად ეს სიტყვები უთხრა: «3 დღეში ჰარვარდიდან გამაგდებენ, ამიტომ პაემანზე სწრაფად უნდა წავიდეთ».
ზაკერბერგს ჰარვარდში პრობლემა ვებსაიტმა Facesmash შეუქმნა, რომელიც კამპუსში სტუდენტების ფიზიკურ მიმზიდველობას აფასებდა.
«Facemash-ის გარეშე პრისცილას ვერ შევხვდებოდი». — თქვა ზაკერბერგმა. — «ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ ყოფნის დროს ავაშენე».
ზაკერბერგმა ჰარვარდი ოფიციალურად 2005 წლის შემოდგომაზე, მეორე კურსის შემდეგ დატოვა, რათა მთლიანად Facebook-ზე კონცენტრირებულიყო. ის საცხოვრებლად კალიფორნიაში, პალო ალტოში გადავიდა, სადაც Facebook-მა პირველი ოფისი გახსნა.
პრისცილამ კი 2007 წელს ჰარვარდი დაამთავრა. დიპლომების გადაცემის ღონისძიებას მარკ ზაკერბერგი ესწრებოდა. შემდეგ ისინი ერთად წავიდნენ კალიფორნიაში. 2008 წელს ქალმა სწავლა სამედიცინო სკოლაში განაგრძო.
ურთიერთობის დასაწყისში პრისცილამ მარკთან მკაცრი წესები შემოიღო: კვირაში ერთი პაემანი და მინიმუმ 100 წუთი ფეისბუქის გარეშე.
პრისცილა ჩანი იყო მარკ ზაკერბერგის გვერდით, როცა ამ უკანასკნელმა კომპანიის გაყიდვის არაერთი წინადადება უარყო, მათ შორის, 1 მილიარდი აშშ დოლარი Yahoo-სგან 2006 წელს. ქალის თქმით, ამ პერიოდში მარკი ყველაზე დასტრესილი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე უნახავს.
2011 წლის მარტში პრისცილა ჩანმა და მარკ ცუკერბერგმა აიყვანეს ძაღლი, რომელსაც «მხეცი» დაარქვეს. იმავე თვეში წყვილმა ურთიერთობა საბოლოოდ ოფიციალური გახადა Facebook-ზე.
2012 წლის მაისში ზაკერბერგმა და ჩანმა იქორწინეს. ცერემონიალი მათი პალო ალტოს სახლის ეზოში გაიმართა.
ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე იტალიაში, რომში გაატარეს. თუმცა, მათი ეს მოგზაურობა საკმაოდ ჩვეულებრივი იყო — ამ პერიოდში ისინი მაკდონალდსშიც კი შენიშნეს.
თაფლობის თვიდან დაბრუნების შემდეგ მათ 10 მილიონ აშშ დოლარად იყიდეს თაუნჰაუსი სან-ფრანცისკოს დოლორეს ჰეითსის უბანში. სახლის განახლებაში კიდევ 1,6 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. 2022 წელს ეს სახლი 31 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
პრისცილა ჩანმა სამედიცინო სკოლაში რეზიდენტურა პედიატრიის მიმართულებით 2015 წლის ივნისში დაასრულა და სან ფრანცისკოს გენერალურ საავადმყოფოში მუშაობაც დაიწყო.
იმავე წლის დეკემბერში დაიბადა პრისცილას და მარკის შვილი მაქსიმა. ფონდი Chan Zuckerberg Initiative წყვილმა სწორედ ქალიშვილის დაბადების აღსანიშნავად შექმნა. პრისცილა საავადმყოფოდან წამოვიდა და მთლიანად ფონდის საქმეებზე გადაერთო.
2016 წელს წყვილმა გამოაცხადა, რომ «ჩან-ცუკერბერგის ინიციატივის» სახსრებიდან 3 მილიარდ დოლარს მსოფლიო დაავადებების განკურნების კვლევისთვის გამოყოფს. მათი მიზანია, განკურნონ ყველა დაავადება მათი უფროსი ქალიშვილის, მაქსის სიცოცხლეში.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერ კიდევ 2010 წელს 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ნიუარკში, ნიუ-ჯერსის რთულ სასკოლო სისტემაში, მაგრამ წარუმატებლად. 2015 წელს ჩანმა და ზაკერბერგმა საკუთარი სკოლა, სახელწოდებით The Primary School დააარსეს, დაბალშემოსავლიანი რეგიონების სტუდენტებისთვის.
წყვილმა 2015 წელს 75 მილიონი დოლარი შესწირა სან-ფრანცისკოს საჯარო საავადმყოფოს, რომელსაც შემდეგ ზაკერბერგის სახელი დაარქვეს. 2020 წელს საავადმყოფოს სახელწოდება, რომელსაც მაშინ ზაკერბერგის სან-ფრანცისკოს გენერალურ საავადმყოფოს ეძახდნენ, ოფიციალურად დაგმეს ქალაქის გავლენიანმა პირებმა, რომლებმაც წყვილი გადასახადების თავის არიდებაში დაადანაშაულეს.
2017 წლის აგვისტოში მარკსა და პრისცილას მეორე ქალიშვილი, ავგუსტ ჩან ზაკერბერგი შეეძინათ.
ზაკერბერგი და ჩანი პაპ ფრანცისკესაც შეხვდნენ. მათ პაპს ფეისბუქის მზის ენერგიაზე მომუშავე დრონის მინიატიურული მოდელი გადასცა.
კორონავირუსის გავრცელების ფონზე კი «ჩან ცუკერბერგის ინიციატივამ» შექმნა COVID-19 სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეხმარა ლაბორატორიების ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას Bay Area-ში.
წყვილმა 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ ისინი მესამე შვილს ელოდნენ. «მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ მაქსს და ავგუსტს მომავალ წელს და შეეძინებათ» ქალიშვილი აურელია ჩან ზაკერბერგი 2023 წლის მარტში დაიბადა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.