ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება

11-15 დეკემბერს საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia) ტარდება. ღონისძიებამ წელს სტარტი მესამედ აიღო — 11 დეკემბერს GITA-ს ინიციატივით, თბილისში, ProductTank Tbilisi-ის ღონისძებით გაიხსნა.

კომენტარის დატოვება

Techstars-ის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიება aPeople-ის ოფისში გაიმართა — 3-მა სპიკერმა, ნინი მოსულიშვილმა (Adjarabet), ნანა ონიანმა (Adjarabet) და გიგი ჯანელიძემ (TBC) პროდუქტზე ორიენტირებულ კულტურაზე, პროდუქტის აზროვნებასა და გუნდურ მენეჯმენტზე ისაუბრეს. 

იმავე დღეს ბათუმში ჩატარდა «Startup Investment Forum — Batumi». ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის, «მერები ეკონომიკური ზრდისთვის/M4EG», ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში ბათუმის მერიის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმის მიზანი აჭარის რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობაა.

შეხვედრა ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა, სადაც აქსელის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა  და სტარტაპებმა დამსწრე აუდიოტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: Socar Georgia, Medialab, GEC Consulting, KUDOS Georgia, Kettari Foundation, KLAB.

13 დეკემბერს «500 ქალი ტექში» მონაწილეებისთვის ერთდღიანი სტარტაპ პანაკი გაიმართება. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განავითარონ და შემდეგ საფეხურზე აიყვანონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

ბანაკის მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ:

  • ანუკი რობაქიძე, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო ფეიქრიშვილი, Self.HR-ის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი
  • ქეთი ვაჩიბერიძე, B2C-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • ანანო დოლაბერიძე, Phubber-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • თათია ხაინდრავა, wowchy-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი;
  • მარიშა გოგოლაური, Upway-ს თანადამფუძნებელი;
  • იაკო ჯიქია, Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • დაჯი ლიპარტელიანი, Ehotelspace-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • სალომე ღუდუშაური, ტერა ლიზინგის თანადამფუძნებელი

15 დეკემბერს სასტუმრო სტამბაში აგროტექნოლოგიებისა და აგრო ინოვაციების ფორუმი გაიმართება. 

ღონისძებაზე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება ახალი კავშირების დასამყარებლად და ასევე, მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპიკერებისაგან და მოუსმინოთ პანელურ დისკუსიებს.

ღონისძიებაზე, ასევე, შეგეძლებათ, დაათვალიეროთ უახლესი ქართული აგრო ტექნოლოგიებისა და აგრო ინოვაციების გამოფენა და გაეცნოთ ადგილობრივ სტარტაპებს.

ფორუმი გააერთიანებს 200-მდე მონაწილეს, მათ შორის: ფერმერებს, მწარმოებლებს, ტექნოლოგიურ მეწარმეებს, სტარტაპებს, ინვესტორებს, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ჩვენი პარტნიორები არიან: ტერაბანკი, ტერა ლიზინგი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Future Agro Challenge Georgia.

15 დეკემბერსვე გაიმართება შეხვედრა — «მესამე ინდუსტრიული რევოლუცია და პროგრამისტების დეფიციტი». 

ღონისძება 19:00 საათზე დაიწყება. 

— დეტალურად გაეცანით აქ 👈

Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ორგანიზატორია Startup Büro და მხარდამჭერები არიან საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA) და Optio.

11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
თემის მიხედვით
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება
თემის მიხედვით
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.