ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

23 იანვარს ProductTank-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სპიკერი უჩა ვეკუაა

სთორითელინგი და ქოფირაითინგი პროდუქტის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, Startup Büro-მ გადაწყვიტა, ProductTank-ის მორიგი შეხვედრა სწორედ ამ საკითხს დაუთმოს. 

კომენტარის დატოვება

23 იანვრის ღონისძიების მთავარი სტუმარი და სპიკერი უჩა ვეკუა იქნება — Startup Adventures-ის კრეატიული დირექტორი. 

ის ესტონეთში, ტალინში ცხოვრობს და მუშაობს და საერთაშორისო გამოცდილებებსა და სტარტაპ თავგადასავლებზე ლაპარაკი უყვარს. 

უჩა ვეკუა არაერთ ტექ კომპანიას დაეხმარა აუდიტორიისთვის საუკეთესო კონტენტის შექმნაში. 

უჩა ვეკუა

ProductTank-ზე უჩა თავის გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს გააზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეაყვაროთ მომხმარებელს თქვენი პროდუქტი თხრობის გზით.

ღონისძიება 23 იანვარს, 19:00 საათზე, სამუშაო სივრცე «ტერმინალის» აბაშიძის ქუჩის ფილიალში გაიმართება. 

შეხვედრის სამუშაო ენა ქართულია. 

ასევე წაიკითხეთ
ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის გამოყენებას შეეხება
ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის გამოყენებას შეეხება
ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის გამოყენებას შეეხება
ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე თითქმის ყველგან გვხვდება. ბევრი ჩვენგანი AI-ზე დაფუძნებულ ხელსაწყოებს ყოველდღიურ საქმიანობაშიც იყენებს. ამიტომაც, ProductTank Tbilisi-მა გადაწყვიტა, მორიგ შეხვედრას  საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) ერთად უმასპინძლოს. 
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
როცა თქვენს პროდუქტზე მომუშავე გუნდები იზრდება და მრავალფეროვნდება, მნიშვნელოვანია, შეისწავლოთ მულტიკულტურული გუნდების მართვისა და ლიდერობის საუკეთესო გამოცდილებები. მეორე მხრივ, თქვენს პროდუქტებს იყენებს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პროდუქტების შექმნის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საჭიროებას.
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11-15 დეკემბერს საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia) ტარდება. ღონისძიებამ წელს სტარტი მესამედ აიღო — 11 დეკემბერს GITA-ს ინიციატივით, თბილისში, ProductTank Tbilisi-ის ღონისძებით გაიხსნა.
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება
11-15 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება
11-15 დეკემბერს საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia) ტარდება. ღონისძიება წელს სტარტს მესამედ აიღებს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.