ბლოგის ავტორი: ანასტასია კოზაკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
შორეული 2016 წელი. მე, ინლგისურის ყოფილი მასწავლებელი, ვდაგავარ IT-კომპანიის სამზარეულოში, სადაც ტექსტების რედაქტორად ვმუშაობ და კოლეგების საუბრებს ვუსმენ. ისინი ენთუზიაზმით განიხილავენ სტარტაპ იდეებს, უზიარებენ ერთმანეთს სიახლეებს და საუბრობენ ახალ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მალე განახორციელებენ. იმ მომენტში შემიყვარდა მათი ენთუზიაზმი, დრაივი და გადავწყვიტე, პროდუქტის მენეჯერი გავმხდარვიყავი. თითქმის ერთი წელი პროფესიის ყველა ნიუნსს ვსწავლობდი. მაქსიმალურ ძალისხმევასა და რესურსს ვდებდი, რათა სასურველი სამსახური მიმეღო.
დღეს ІТ კომპანია Boosta-ში სწორედ პროდუქტის პოზიციაზე ვმუშაობ, საერთო გამოცდილება ამ პროფესიაში ხუთ წლამდე აღწევს. მაგრამ ჯერ კიდევ მახსოვს პრობლემები და შიშები, რომლებიც დასაწყისში მქონდა. ამიტომაც, ამ სტატიაში მინდა დამწყებებისთვის რჩევები გავაზიარო.
სწორედ ასე დაიწყო ჩემი კარიერი პროდუქტის მენეჯმენტში. კოლეგა ჩემი კომპანიიდან სიამოვნებით დათანხმდა, ჩემი მენტორი გამხდარიყო. 6 თვეში შევძელი, საკუთარი ძალები დამოუკიდებლად გამომეცადა.
გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც დროულად მიგითითებთ შეცდომებზე და განვითარების თითოეულ ეტაპზე სწორი მიმართულებით წარმართავს თქვენს აზროვნებას, აუცილებლად დაგიზოგავთ რამდენიმე წელს.
შეიძლება საკუთარ შეცდომებზე სწავლა, მაგრამ ბევრად კარგია მათი თავიდან არიდება სხვების შეცდომების სწავლით. სწორედ მენტორი გახდება ასეთი ადამიანი, რომელიც მაშინვე გეტყვით: «იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო, სჯობს ასე და არა ასე». ის თქვენთვის დიდი მხარდაჭერა და საყრდენი გახდება, გადაწყვეტილების მიღებაში თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჯერ კიდევ დიდი ნდობა არ გაქვთ საკუთარი თავის მიმართ.
ამიტომაც გირჩევდით, სწრაფად გაიქცეთ LinkedIn-ზე ან Projector Mentorship-ზე ერთ-ერთ გამოცდილ პროფესიონალთან და სთხოვოთ მენტორობა.
რჩევა 2. ყოველთვის გააკეთეთ ის, რისიც გეშინიათ
ბევრი კურსის გავლა კარგია, ონლაინ-სერტიფიკატების აღება — შესანიშნავი. მაგრამ, რეალური ზრდა — ესაა მუდამ საკუთარი თავის გამოწვევა ახალი პროექტებითა და დავალებებით, რომლებშიც 0-დან უნდა გაერკვეთ და ამბიციურ შედეგებს მიაღწიოთ. ჩემი გულწრფელი რჩევაა — როგორც კი გაიგონებთ, რომ რაღაც რთულის, გაურკვევლისა და ახლის გაკეთების საშუალებაა, თამამად შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა.
პროექტებისა და ამოცანების ცვლილება დაგეხმარებათ, სწრაფად გაერკვეთ პროდუქტთან მუშაობის მრავალ ასპექტში და პრაქტიკაში სცადოთ ბევრი რამ, რაც წაგიკითხავთ.
რჩევა 3. სწორად აირჩიეთ პროდუქტის «ოჯახი»
დამწყებისთვის მნიშვნელოვანია ექპსერტებისა და თავისი საქმის პროფესიონალების გარემოში ყოფნა. ეს ეხება არა მხოლოდ პროდაქტ მენეჯერებს, არამედ დეველოპერებს, დიზაინერებს და ყველას, ვისთანაც გიწევთ მუშაობა.
რაც უფრო ძლიერი ექსპერტები იქნებიან გარშემო, მით უფრო გამოცდილი სპეციალისტი გახდებით. გახსოვდეთ, გზის დასაწყისში თქვენ პატარა ბავშვივით ხართ, რომელიც ქვეცნობიერად იწოვს იმას, რასაც მშობლები აკეთებენ. მაგრამ, თქვენს შემთხვევაში ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც მუშაობთ. სწორედ მათი გადაწყვეტილებები, ცოდნა, აზროვნება საბოლოოდ თქვენი საფუძველი ხდება და დიდ გავლენას ახდენენ იმაზე, როგორი სპეციალისტი იქნებით მომავალში.
რჩევა 4. განავითარეთ რბილი უნარები
ამის აღნიშვნა ცალკე მსურს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ბევრი დამწყები არ აფასებს ამ ასპექტს და ფიქრობს, რომ მთავარია პროდუქტის, ანალიტიკის, კოდის, UX-ის კანონების ცოდნა და ა.შ.
მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ძლიერი რბილი უნარების გარეშე უბრალოდ «ვერ გაცურავთ». პროდაქტის სამუშაო — ესაა ყოველდღიური კომუნიკაცია სადღაც ათ ადამიანთან, რომელთა მოტივაცია და შედეგები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ მიაწვდით ამოცანას.
ლიდერობა, ემპათია, კრიტიკული აზროვნება — ესაა საბაზისო თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ ასობით პრობლემის გადაჭრაში, ძლიერი ტექნიკური ცოდნის გარეშე.
რჩევა 5. მოითხოვეთ უკუკავშირი
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კოლეგებისგან მოკლე უკუკავშირის მიღება საკუთარ ტრადიციად აქციეთ. ხშირად შეიძლება ვერ ამჩნევდეთ აშკარა უზუსტობებს, ხოლო ხედვა გვერდიდან — ესაა დამატებითი საშუალება წარმატებისთვის საკუთარი შანსები აამაღლოთ.
შექმენით ჩათი ადამინებთან, რომლებიც მზად არიან თქვენი იდეები «გამობრძმედონ», გაუგზავნეთ თქვენი მოკაპები, მზა დიზაინ-გადაწყვეტილებები და რელიზური ფიჩებიც. ეს თქვენთვის ცოდნის დამატებითი წყარო გახდება, ასევე, დაგეხმარებათ, სხვადასხვა სპეციალისტის აზროვნებას დააკვირდეთ.
მთავარია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ, რომელი პრობლემის გადაჭრა გსურთ და როგორ უკუკავშირს ელოდებით.
რჩევა 6. მოუსმინეთ საკუთარ მომხმარებლებს
პროდაქტ-მენეჯმენტში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა იმის გაგება, როგორ განავითაროთ პროდუქტი ეფექტურად. ხშირად ახალბედები უბრალოდ იგონებენ «ფიჩებს», რომლებსაც მომხმარებლებისთვის ღირებულება არ მოაქვს. მაგრამ მნიშვნელოვანია პრობლემით დაწყება, რომელსაც მომხმარებლები აწყდებიან და უკვე შემდგომ მისთვის გადაწყვეტილების ძიება.
როგორ გამოკვეთოთ პრობლემები? ჩემი საყვარელი მეთოდია — ინტერვიუ. და, არა, თქვენ არ მოგიწევთ ათობით მომხმარებელთან საუბარი, ხანდახან უბრალოდ საკმარისია 4-5 კლიენტთან გასაუბრება, რათა გაიგოთ, რომ პრობლემა ყველას ერთნაირი აქვს. ასევე კარგი იდეაა, რეგულარულად ჩაატაროთ გამოკითხვები, ეს არის ძალიან სწრაფი გზა თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მისაღებად.
ასე რომ, ნუ დაიწყებთ ველოსიპედის გამოგონებას, უბრალოდ ჰკითხეთ მათ, ვისთვისაც ამ ყველაფერს აკეთებთ.
რჩევა 7. დამეგობრდით კოდთან
ეს არ ნიშნავს, რომ კოდის წერა დამოუკიდებლად უნდა შეგეძლოთ, მაგრამ საბაზისო ცოდნა იმისა, როგორ არის კოდი მოწყობილი, საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ სამუშაოს.
პირველ რიგში, შეგეძლებათ გუნდს შედარებით მზა გადაწყვეტილებები შესთავაზოთ.
მეორე, უკეთესად შეძლებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებების რეალიზების დროის შეფასებას და ეფექტურად დაგეგმავთ და მართავთ თქვენს რისკებსა და გუნდს.
მესამე, უბრალოდ დროს დაზოგავთ, რადგანაც პროგრამისტებს არ მოუწევთ თქვენთვის იმის ახსნა, რა არის რეპა.
რჩევა 8. შეიყვარეთ ციფრები
მეტრიკები, ციფრები, ეკონომიკა — ყველაფერია. მონაცემების დასაბუთების გარეშე არც კი ეცადოთ რომელიმე პროექტის ან გადაწყვეტილების წარდგენა. სულ მცირე, არც თუ ისე კომპეტენტურად გამოჩნდებით, მაქსიმუმ — თქვენს პრობლემას არავინ დაიჯერებს. მონაცემებით გამყარებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად, თქვენი დაზღვევა და წარმატების ალბათობის ზრდაა. როგორც Tinder-ის დამფუძნებელი ამბობდა: «მონაცემები ყოველთვის იმარჯვებს ემოციებზე».
მონაცემებთან კამათი რთულია, ასე რომ, თუ აჩვენებთ და ახსნით, რა სარგებლის მიღება შეიძლება ამა თუ ამ გადაწყვეტილებით, ცოტა ვინმე შეეცდება თქვენთან შეკამათებას. ამიტომ გირჩევთ, სერიოზულად დაკავდეთ ამ კომპეტენციით და ხშირად ესაუბროთ დატა-ანალიტიკოსებს, რადგან მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. და კიდევ უკეთესი — დაეუფლეთ SQL-ს და მონაცემებზე თქვენთვის სწრაფი წვდომა ურუნველყავით.
დასკვნის ნაცვლად
ჩვენს პროფესიაში არის რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი. და ესაა სტრესთან გამკლავება.
ყველაზე საჭირ უნარი, რომლის განვითარებაც შეგიძლიათ, განსაკუთრებით ახლა გარე სტრესის პირობებში, ესაა — ძალიან არ ინერვიულოთ, მაგრამ ამავდროულად, არასდროს დანებდეთ.
გირჩევთ, junior-სპეციალისტის მანტრა დაიმახსოვროთ: «ყველაფერი მოგვარებადია. შეცდომები ნორმალურია. ყველაზე ცნობილი სტარტაპები დაცემულან და ათი მცდელობის შემდეგ გაფრენილან. ყველაფერი გამოგივათ. გამოცდილებით და დროთა განმავლობაში ყველაფერი უფრო მარტივი იქნება».