ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტო ფირმა Voyager თავის აქტივებს Binance US-ს 1 მილიარდ დოლარად მიჰყიდის

კრიპტო ბირჟა Binance.US Voyager Digital-ის აქტივებს 1 მილიარდ დოლარად შეისყიდის მას შემდეგ, რაც მისი FTX-სთან გარიგება წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება

Voyager-მა Binance US, ვარიანტების განხილვის შემდეგ, საუკეთესო პრეტენდენტად დაასახელა. კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტენდერი მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტის დაბრუნებას ემსახურება.

თავდაპირველად აუქციონზე FTX-მა გაიმარჯვა და კრიპტო ფირმის აქტივების ყიდვას 1.4 მილიარდ დოლარად აპირებდა, თუმცა შეთანხმება ნოემბერში FTX-ის გაკოტრების გამო ჩაიშალა.

Voyager-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5 იანვარს დანიშნულ სასამართლო მოსმენაზე გაკოტრების ოფიციალურად დამტკიცებას მოითხოვენ.

Binance US, რომელიც Voyager-ს ყიდულობს, მოქმედებს, როგორც ცალკე იურიდიული პირი, რომელსაც სალიცენზიო ხელშეკრულება Binance.com-თან აქვს დადებული. მას  აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან შროდერი ხელმძღვანელობს. 

Voyager-ს დიდი ფინანსური კავშირი, Alameda Research-თან, სემ ბანკმან-ფრაიდის კრიპტო ბირჟასთანა ჰქონდა. ის Voyager-ის გამსესხებელი, მსესხებელი და მხარდამჭერი იყო.

FTX-ის კოლაფსმა Binance.com-ის ბაზარზე დომინირება გააძლიერა. Binance-ის ბაზრის წილი  52,9%-მდე გაიზარდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგ. 

Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს ფულის გათეთრების  ბრალდება ემუქრება

თემის მიხედვით

Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება
ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება
თემის მიხედვით
ჩანგპენგ ჟაო: საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება

ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება

რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?

კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.