ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტო: ამერიკული ბანკის, Silvergate-ის მომხმარებლებმა $8 მილიარდამდე დეპოზიტები გაიტანეს

ამერიკული ბანკის, Silvergate-ის მომხმარებლებმა 8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტები გაიტანეს. Silvergate-მა $5.2-ის ღირებულების აქტივები გაყიდა, რათა ლიკვიდურობა შეენარჩუნებინა. 

კომენტარის დატოვება

2022 წლის ბოლო 3 თვეში დეპოზიტი ბანკის კლიენტების 2/3-მა გაიტანა. 

ეს ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის რეგულატორებმა ბანკები კრიპტოვალუტის გამოშვებასა და შენახვასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილეს და განაცხადეს, რომ «კრიპტო, დიდი ალბათობით, შეუსაბამოა უსაფრთხო და ჯანსაღი საბანკო პრაქტიკასთან». 

აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ
აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ
თემის მიხედვით
აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ

Silvergate არის ბანკი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და შესაბამისად რეგულირდება. ეს ბანკი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომელიც კრიპტო მომსახურებას უზრუნველყოფს. 

დეპოზიტების გატანა კრიპტო ბირჟის, FTX-ის ჩამოშლას უკავშირდება — ბირჟა კოლაფსამდე — 2022 წლის ნოემბრამდე — $32 მილიარდად იყო შეფასებული. 

FTX-ის დამფუძნებელი დაკავებულია, ახლა მას შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალმდებლები აცხადებენ, რომ თანხა 1 მილიონამდე კრედიტორმა დაკარგა. ზარალი რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. 

FTX-ის ჩამოშლას ჯაჭვური რეაქციები მოჰყვა — გაკოტრდა ბევრი კრიპტო კომპანია, ამასთან, დაეცა კრიპტოვალუტის ფასი. 

Silvergate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალან ლეინმა განაცხადა, რომ ბანკმა გაყიდა აქტივები, რათა დაფაროს კლიენტების მიერ გატანილი თანხები «ციფრული აქტივების ინდუსტრიაში სწრაფი ცვლილებების საპასუხოდ».

Silvergate აშშ-ის ბაზარზე პატარა ბანკი იყო, მანამ, სანამ 2019 წელს კრიპტოვალუტის სფეროში არ შევიდა. 2021 წლისთვის ის 1500%-ზე მეტით გაიზარდა. 

ამ დროის განმავლობაში ბანკი ცდილობდა გამოეშვა საკუთარი სტაბილკოინი — კრიპტოვალუტა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ აქტივებთან, როგორიცაა ოქრო, აშშ დოლარი ან სხვა კრიპტოვალუტა.

2022 წლის იანვარში კი სილვერგეიტმა დახარჯა 182 მილიონი აშშ დოლარი, რათა მიეღო ტექნოლოგია, რომელიც იქნებოდა Meta-ს მიერ შემოთავაზებული Diem (ყოფილი Libra) სტაბკოინის მიღმა, რომელსაც უნახავს დღის სინათლე. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი მიმართვაში ბანკმა განაცხადა, რომ მან გაყიდა სესხები გატანილი დეპოზიტების დასაფარად და ჩამოწერა Diem-ის შესყიდვა, რაც ნიშნავს, რომ ის აღარ ითვლება აქტივად.

ასევე, ბანკმა 40%-ით, დაახლოებით 200 ადამიანით შეამცირა პერსონალი.

ჯამში, დეპოზიტების გატანის შედეგად ბანკმა $718 მილიონი დაკარგა, რაც 2013 წლიდან მის მოგებას აღემატება. 

FTX–ის დამფუძნებელს სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
თემის მიხედვით
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს

ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.