ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ

BBC-ის ცნობით, აშშ-ს მარეგულირებლებმა ბანკებს პირველი ერთობლივი გაფრთხილება გაუგზავნეს კრიპტოვალუტის ბაზართან დაკავშირებული რისკების შესახებ.

კომენტარის დატოვება

მარეგულირებლებმა ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდეს, სიფრთხილით მოეკიდონ პოტენციურ თაღლითობას, იურიდიულ გაურკვევლობას და ციფრული აქტივების ფირმების მიერ გავრცელებულ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

ბანკები ასევე გააფრთხილეს კრიპტო სექტორის «გადამდები რისკების» შესახებ.

ეს ყველაფერი კრიპტო ბირჟის, FTX-ის ჩამოშლიდან 2 თვის თავზე ხდება — მომხდარმა ინდუსტრიაში შეშფოთება გამოიწვია. 

ერთობლივ განცხადებაში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია და ვალუტის კონტროლის ოფისი აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან საბანკო ორგანიზაციების კრიპტო საქმიანობას.

«გასული წლის მოვლენები მოინიშნა მნიშვნელოვანი ცვალებადობით და კრიპტოაქტივების სექტორში მოწყვლადობის გამოვლენით». — ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებლებმა ასევე განაცხადეს, რომ კრიპტო ტოკენების გამოშვება ან შენარჩუნება, რომლებიც ინახება საჯარო, დეცენტრალიზებულ ქსელებში, «დიდი ალბათობით, შეუსაბამოა უსაფრთხო და ჯანსაღ საბანკო პრაქტიკასთან». 

ბანკებს ასევე მოუწოდეს, გადადგან ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილონ ციფრული აქტივების ბაზარზე არსებული პრობლემების ფართო ფინანსურ სისტემაზე გავრცელება.

«მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოაქტივების სექტორთან დაკავშირებული რისკები, რომელთა შერბილება ან კონტროლი შესაძლებელია, არ გადავიდეს საბანკო სისტემაში». — ნათქვამია განცხადებაში.

FTX-ის შოკი

კრიპტოვალუტის ინდუსტრია ნოემბერში FTX-ის ჩამოშლამ შეძრა.

ის იყო მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟა და მილიონობით ადამიანის შესვლის წერტილი ციფრული აქტივების ბაზარზე.

სამშაბათს, FTX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ოფიციალურად უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის ატყუებდა მომხმარებლებსა და ინვესტორებს.

მან თავი უდანაშაულოდ მიიჩნია აშშ-ს სასამართლოში იმის გამო, რომ მან აიღო კლიენტების დეპოზიტები FTX-ში მისი სხვა ფირმის, Alameda Research-ის  დასაფინანსებლად, ქონების შესაძენად და პოლიტიკური შემოწირულობების გასაკეთებლად.

ბანკმენ-ფრიდის ორმა უახლოესმა კოლეგამ უკვე აღიარა დანაშაული და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ბანკმენ-ფრიდი იყო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომელიც ცნობილია თავისი პოლიტიკური კავშირებით, ცნობილი ადამიანებისგან მოწონებითა და სხვა გასაჭირში მყოფი ფირმების გადარჩენით.

ის აშშ-მ შემდეგი ბრალდებით დაადანაშაულა — «ააშენა ბანქოს სახლი ტყუილის საძირკველზე, ხოლო ინვესტორებს უთხრა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო შენობა კრიპტო ინდუსტრიაში».

FTX–ის დამფუძნებელს სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
თემის მიხედვით
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
კრიპტო ბირჟა FTX კინაღამ ჩამოიშალა და სამაშველო კონტრქტი კონკურენტ Binance-თან გააფორმა
კრიპტო ბირჟა FTX კინაღამ ჩამოიშალა და «სამაშველო კონტრქტი» კონკურენტ Binance-თან გააფორმა
თემის მიხედვით
კრიპტო ბირჟა FTX კინაღამ ჩამოიშალა და «სამაშველო კონტრქტი» კონკურენტ Binance-თან გააფორმა

ასევე წაიკითხეთ
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.