ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს

მონაცემთა გატეხვა, კიბერდანაშაული, კრაკერები ჩვენი ონლაინ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუ ის დაკავშირებულია სერვერთან, რომელიც მილიონობით მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ინახავს, კრაკერები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაცვითი მექანიზმი მოარყიონ და მონაცემები სრულად აითვისონ. უკვე უამრავი შემთხვევა ვნახეთ, როცა კომპანიის, ერთი შეხედვით, სუსტი დაცვითი მექანიზმის გამო უდანაშაულო მომხმარებლები დაზარალდნენ. მსგავსი რამ სატელეკომუნიკაციო, მედია და ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებელ AT&T-საც შეემთხვა.

კომენტარის დატოვება

AT&T-მ თავის 9 მილიონ მომხმარებელს ელექტრონული წერილი გაუგზავნა და ისინი კრაკერების მასობრივი შემოტევის შესახებ გააფრთხილა. მიღებული ელფოსტა მომხმარებლებმა AT&T-ის ფორუმებზე განიხილეს, უმრავლესობა თვლიდა, რომ ეს ფიშინგის სქემის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ამიტომ წერილების გახსნას მოერიდნენ. თუმცა, მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმა რეალურად განხორციელდა და ელფოსტაც მათი გაგზავნილი იყო. 

ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მომხმარებლებს სენსიტიური CPNI (მომხმარებლის საკუთრების ქსელის ინფორმაცია) გაუვრცელეს, მათ შორის ტელეფონის ნომრები, სრული სახელები და ელფოსტის მისამართები. უფრო მგრძნობიარე ინფორმაცია, როგორიცაა გადახდის მეთოდები და სოციალური უსაფრთხოების ნომრები, კრაკერებმა არ გაავრცელეს. 

ყველა მომხმარებელმა, რომელიც კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა, კომპანიისგან ელფოსტა მიიღო. AT&T-მ ყველა გააფრთხილა, რომ ამიერიდან CPNI-ის გამოყენებასა და მესამე მხარეებთან გაზიარებაზე უარის თქმა შეუძლიათ. დარღვევის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებსაც შეატყობინეს, თუმცა მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია მათთვის არ გაუზიარებიათ.

იანვარში Verizon-ის ერთ-ერთ მესამე მხარის გამყიდველს კრაკერები დაესხნენ თავს. შედეგად მიღებული მონაცემების უმრავლესობა ღია ფორუმზე გამოქვეყნდა, თუმცა ფაილი მომხმარებლების პირად ინფორმაციას არ შეიცავდა. Verizon-მა ამის შემდეგ გამყიდველთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ესპანეთი Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ეჭვმიტანილ ბრიტანელ კრაკერს აშშ-ს გადასცემს

ასევე წაიკითხეთ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში

უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს

რუსეთის შეჭრამ უკრაინა ციფრული ომის ეპიცენტრადაც აქცია. თუმცა, ანალიტიკოსების გასაკვირად, გასული წლის განმავლობაში, კიბერშეტევებს განვითარებულ მოვლენებზე დიდი გავლენა არ ჰქონიათ.
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ

ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.