ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი ინოვაციების გრანტი რეგიონებისთვის სამცხე-ჯავახეთში

გამოვლინდნენ GITA-ს 25 000-ლარამდე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

კომენტარის დატოვება
ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი ინოვაციების გრანტი რეგიონებისთვის სამცხე-ჯავახეთში

გამოვლინდნენ GITA-ს 25 000-ლარამდე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

გამარჯვებული პროექტებია:

  • ზღაპრების ყუთი «ანათე» — პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეიქმნას ჭკვიანი სანათი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის ზღაპრების მოყოლა. ზღაპრების ყუთი დადებით გავლენას მოახდენს ბავშვების განვითარებაზე, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და შეამცირებს გაჯეტებზე დამოკიდებულებას;
  • Smart Flow - ფერმერებს სთავაზობს ავტომატურ და დისტანციურად კონტროლირებად სარწყავ მართვის მოდულს და აპლიკაციას;
  • MOUSE FOR TOUNGE - პროდუქტი შექმნილია შშმ პირებისთვის და შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება — ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 4 სექტემბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა:  

ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. «ფიჩინგს». საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

  • დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 
თემის მიხედვით
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში 


ასევე წაიკითხეთ
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.