ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 ნოემბერი 2023, 12:46
2023-11-16
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
ექსპერტები ტექნოლოგიური მეწარმის მიერ Bitcoin-ის დავიწყებულმა პაროლმა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოჩენამდე მიიყვანა, რომელიც მილიონობით კრიპტო საფულეზე ახდენს გავლენას. ეს აღმოჩენა, რომელზე ინფორმაციაც პირველად The Washington Post-მა გაავრცელა, მზარდი ციფრული ვალუტის სექტორში ფარულ რისკებს უსვამს ხაზს.
მეწარმის მცდელობამ, ბიტკოინში 600 000 აშშ დოლარი დაებრუნებინა, ჩაკეტილი ელექტრონული სახსრების აღდგენის ექსპერტებთან მიიყვანა (Unciphered). მიუხედავად იმისა, რომ მათ მის საფულეზე შესვლა ვერ მოახერხეს, გამოძიებამ BitcoinJS-ში ხარვეზი აღმოაჩინა. BitcoinJS საფულის კრიპტოგრაფიული გასაღებების შესაქმნელად გამოიყენება.
ფართო გავლენა კრიპტო საფულის უსაფრთხოებაზე
ეს ხარვეზი საფრთხეს საფულეების დიდ რაოდენობას უქმნის. განსაკუთრებით დაუცველია 2012 წლის მარტამდე შექმნილი საფულეები, რომლებიც BTC-ში დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეიცავს. კომპიუტერის საშუალო მომხმარებლებს, პოტენციურად, ამ მოწყობილობების გატეხვა შეუძლიათ. გარდა ამისა, 2015 წლის ბოლომდე შექმნილი საფულეებიც, რომლებიც BTC-ში დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარს შეიცავს, ასევე რისკის ქვეშ არიან.
Unciphered-ის თანადამფუძნებელმა, ერიკ მიშომ სიტუაციის სიმძიმეს გაუსვა ხაზი და თქვა: «BitcoinJS 2014 წლის მარტამდე საშინლად დაიშალა. ნებისმიერი, ვინც მას უშუალოდ იყენებს, შეტევის ძალიან მაღალი რისკის ქვეშაა».
ძალისხმევა რისკის შესამცირებლად
აღმოჩენის შემდეგ, Unciphered საზოგადოებას აფრთხილებს და საფულის მფლობელებს მოუწოდებს, თავიანთი სახსრები უსაფრთხო საცავში გადაიტანონ. ისინი Blockchain.com-თან თანამშრომლობენ, რათა 1.1 მილიონზე მეტ მომხმარებელს რისკის შესახებ აცნობონ.
მომხდარი ციფრულ ვალუტაში არსებულ რისკებსა და ძლიერი უსაფრთხოების საჭიროებას. უსვამს ხაზს. კრიპტო ბაზარი იზრდება, ამიტომ ინვესტორების დასაცავად ფრთხილი და პროაქტიული ზომები აუცილებელია.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.