Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
21 სექტემბერს ჰონგ-კონგში გამართულ სამიტზე Bitcoin-ის ახალი მაინერების პრეზენტაცია შედგა, რომლის საშუალებითაც კრიპტოვალუტის მოპოვება უფრო იაფი და ენერგო ეფექტური ხდება.
21 სექტემბერს ჰონგ-კონგში გამართულ სამიტზე Bitcoin-ის ახალი მაინერების პრეზენტაცია შედგა, რომლის საშუალებითაც კრიპტოვალუტის მოპოვება უფრო იაფი და ენერგო ეფექტური ხდება.
სამიტზე, კომპანიამ ახალი S21 მაინერის ორი მოდელი წარადგინა: S21 200Th/s, 17.5 J/T — 3.5 კვ/სთ და S21 Hydro 335 Th/s, 16J/T — 5.3 კვ/სთ.
2016 წელს Bitcoin-ის მაინერი, S9 გამოვიდა, რომელიც იმ დროისთვის რევოლუციური იყო. წინა მოდელთან (S7) შედარებით, ის უფრო ენერგო ეფექტური და 3-ჯერ სწრაფი გამოდგა. S9 მაინერმა იმედები სრულად გაამართლა, რადგან მან რესურსის გამოყენება 2021 წლამდე შეძლო.
მას ახლაც იყენებენ ისეთ რეგიონებში სადაც ელ.ტარიფი დაბალია. სიჩქარეა 13.5 Th/s (ტერაჰეშ წამი), ხოლო ენერგო მოხმარება 98 J/Th (ჯოული) 13.5*98=1.323 კვ/სთ.
იმდროინდელი მონაცემებით მისი საშუალო ფასი ბაზარზე $2500 იყო და მომხარებელს 1Th/s_ის შესყიდვა $185 უჯდებოდა.
ახალი Antminer S21 ინოვაციური მაინინგ მოწყობილობაა, რომელიც Bitmain-ის მიერ არის შემუშავებული. ნახევარგამტარების წამყვან მწარმოებელ TSMC-თან თანამშრომლობით, Bitmain S21 სერიის გამოშვებას მოწინავე 5 ნმ ჩიპებით გეგმავს, რაც ეფექტურობას წინა S19 მოდელებთან შედარებით 40%-მდე გაზრდის.
მაინერი, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს გამოვა. სახელწოდება «S21» Bitmain-ის უცნაური რიცხვების დასახელების კონვენციას მიჰყვება, რაც პროგრესისადმი მათ ერთგულებას უსვამს ხაზს. განახლებული ეფექტურობა არა მხოლოდ ზრდის მაინერების მომგებიანობას, არამედ გარემოსთვისაც უფრო «ჯანსაღია».
ფასი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1Th/s-ის ფასი $15-35 იქნება, რაც დაახლოებით 9-ჯერ იაფია ვიდრე S9.
სამიტის მსველობისას ყურადღება Bitcoin-ის მოპოვებასა და განახლებადი ენერგიის მიღებაზე გამახვილდა.
ამასთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: სოციალურიი და ეკონომიკური სარგებელი, მმართველობა და გამჭვირვალობა, გამოწვევები და ბიტკოინის როლის აღიარება ESG-ში.