ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Kodezi - AI, რომელიც კოდს ასუფთავებს

Kodezi ხელოვნური ინტელექტის სტარტაპია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამირების ინსტრუმენტებს. სტარტაპის საწყისი პროდუქტი შედგება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი განვითარების ხელსაწყოსგან, რომელიც ავტომატურად ასწორებს კოდს, რაც მას პროგრამირების Grammarly-დ (ქართული საზოგადოებისთვის, მაგალითად, მცდარბეჭდილმძებნად) აქცევს. სტარტაპის მიზანია, გაზარდოს ყველა პროგრამისტის შესაძლებლობები და ძალისხმევა.

კომენტარის დატოვება

Kodezi-ის ML მოდელი აქვს, რომლის სიზუსტის მაჩვენებელი 80%-მდეა. მას აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა კოდის შემოწმება და ხარვეზებისგან დაცლა. ამასთან, კონვერტაციის ფუნქციით პროგრამისტს შეუძლია, მარტივად შეცვალოს თავისი კოდი და მოარგოს ის სხვადასხვა ენას.

კოდის სამომავლო შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომენტარებისა და განმარტებების მითითება.

Kodezi ავტომატურად აკეთებს კომენტარს კოდის თითოეული ხაზისთვის და ზოგავს პროგრამისტების დროსა და ძალისხმევას.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისება კოდების რესტრუქტურიზაციაა — AI სისტემები რესტრუქტურიზირებს კოდს, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს.

ასევე, Kodezi აძლიერებს კოდირების მიდგომას კოდისა და სინტაქსის დამატებითი ხაზების გაფორმებით და ამოღებით, რაც უფრო სუფთა პროდუქტს ქმნის. Kodezi-ის ხელოვნური ინტელექტის ძრავა აგებულია GPT-3-ის მოწინავე მონაცემთა ნაკრებით და მილიონობით საცავით.

Kodezi მხარს უჭერს პროგრამირების 30-ზე მეტ ენას, რაც მას გამოარჩევს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ სარგებელს სთავაზობს კოდირების ეფექტურობას.

Kodezi მომხმარებელს სთავაზობს როგორც უფასო, ასევე ფასიან პაკეტებს. უფასო პაკეტით მომხმარებელი მიიღებს 10 პროგრამირების ენის უზრუნველყოფას, 5 კრედიტიან კოდის გენერაციას, 2 კრედიტიან დეტალური ხარვეზების ახსნას და 2 კრედიტიან კოდის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს.

Pro პაკეტში, რომლის ღირებულება $4.99-ია შედის განვითარებული ML მოდელები, 15 პროგრამირების ენის უზრუნველყოფა, 1 კრედიტიანი კოდის გენერირება, 1 კრედიტიანი ხარვეზების ახსნა, 1 კრედიტიანი კოდის ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია, ბეტა ფუნქციებთან წვდომა და პირდაპირ რეჟიმში დახმარება.

აღსანიშნავია, რომ Kodezi-ში შეყვანილი კოდი კონფიდენციალურად რჩება. მისი ხელოვნური ინტელექტის ძრავა მუშაობს პროგრამისტის ბრაუზერზე და კოდი და მონაცემები აქტიურადაა დაცული.

Kodezi-ის დამფუძნებელი 19 წლის იშრაქ ხანია. ის ციფრული მეწარმეა, რომელმაც კოდირების აღქმის რევოლუცია მოახდინა. ხანი, რომელიც ბანგლადეშში დაიბადა და მოგვიანებით შეერთებულ შტატებში წავიდა, 8 წლის ასაკში შეუდგა კოდირების ოფიციალურად შესწავლას. ახალგაზრდა ბიზნესმენი ეძებდა ინვესტორებს, რომლებიც მას დაეხმარებოდნენ 800 000 აშშ დოლარის მოზიდვაში, რასაც კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, რვა კადრით და 150 000-ზე მეტი მომხმარებლით, ხანმა Kodezi აყვავებულ ბრენდად აქცია თავისი სიმტკიცის, ერთგულების და ურყევი სამუშაო ეთიკის წყალობით.

იშრაქ ხანი

კომპანიამ ბევრ პროფესიულ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, დასახელება ASU GSV Elite 200-ში, ASU GSV Summit-ის ფარგლებში.

Kodezi ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ბაზრის დამწყებ ლიდერად განიხილება. ეხმარება სტუდენტებს, პროგრამისტებს და თანამშრომლებს ამოცანების უფრო სწრაფად შესრულებაში. ხანმა მოიპოვა მრავალი ინდუსტრიის ჯილდო და აღიარება, მათ შორის, იყო Google Hakaton-ის გამარჯვებული.

ხანის თქმით, სამი ძირითადი გამოწვევა, რომელიც მას ჰქონდა იყო სარისკო კაპიტალის გაზრდა, სწორი თანამშრომლების პოვნა და მანქანური სწავლების ალგორითმის შექმნა, რომელიც ავტომატურად ასწორებს კოდს. მან გადალახა ეს გამოწვევები თავისი გუნდის მონდომების, ინოვაციებისა და რეალური პრობლემის გადაჭრისადმი ერთგულების წყალობით.

«მე არ ვაშენებდი პროდუქტს უბრალოდ გასართობად. მე ვაშენებდი მას რეალური პრობლემის გადასაჭრელად. ამას ვაკეთებდი, რადგან კოდის გამართვის პრობლემა ნამდვილად იდგა და ვიცოდი რამდენად შრომატევადი პროცესი იყო ეს». — ამბობს იშრაქ ხანი Men’s Journal-თან საუბრისას. 

უახლოეს წლებში, ხანს სურს Kodezi ტექნოლოგიურად გააფართოოს, რათა გახდეს მთავარი მოთამაშე ბაზარზე. მისი მიზანია დაეხმაროს მილიონზე მეტ დეველოპერს და პროგრამისტს მათი კოდის ოპტიმიზაციასა და გამართვაში. ხანს სურს Kodezi-მ დაიქირაოს 50-ზე მეტი ადამიანი ინჟინერიის, პროექტის მენეჯმენტისა და ბიზნესის სფეროებიდან.

DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
Slack თავის AI მოდელების გასაწვრთნელად მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ იყენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.