ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
6 ოქტომბერი 2023, 09:00
2023-10-06
კლიმატის დატათონი ForSet-ისგან — რეგისტრაციის ბოლო ვადა 11 ოქტომბერია
2023 წლის 19-21 ოქტომბერს, ორგანიზაცია «ფორსეტი», გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), AskGov-თან, ქლაიმით ბეიზიქსთან (Climate Basics) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით, კლიმატის დატათონს — კლიმატის ცვლილების საკითხის გარშემო მონაცემების ვიზუალიზაციის კონკურსს — უკვე მეორედ გამართავს.
ღონისძიება სტატისტიკოსებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, მკვლევრებს, მონაცემებითა და კლიმატის ცვლილებით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლებს და მათი უნარებისა და შესაძლებლობების კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხებისკენ მიმართავს.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-3 ადამიანისგან შექმნილი გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები მენტორებთან ერთად იმუშავებენ მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნაზე, გამარჯვებული გუნდ(ებ)ი კი, ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარს მიიღებენ.
დატათონის კვირა დატვირთული იქნება სხვადასხვა ტრენინგითა და ვორკშოპით საქართველოში კლიმატის ცვლილების თემატიკაზე.
დატათონზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 11 ოქტომბერი, 23:59
ღონისძიებას წვლილი შეაქვს პროექტებში: «კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ფაზა მესამე» (CDCPIII), და «საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა — ECO.Georgia», რომლებიც ფინანსდება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMUV) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და ხორციელდებაგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ერთბლივი ძალისხმევით.
ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში
ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული ძალადობაა, რომელიც ქალებისა და კაცების მიმართ სხვადასხვანაირად ვლინდება. Საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქალების მიმართ ამგვარი ძალადობა უფრო ხშირია.
მონაცემების დღე: პროფესიები — DataFest Tbilisi და ფორსეტი ქუთაისში ღონისძიებაზე გიწვევთ
DataFest Tbilisi და ფორსეტი, საქართველოს ბანკთან და Lineate-თან პარტნიორობით, გიწვევთ ერთდღიან ღონისძიებაზე ქუთაისში მონაცემებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
2023 წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. DataFest Tbilisi 9-11 ნოემბერს გაიმართება.
ფორსეტის პროექტების კოორდინატორი, დათაფესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ვერო მელუა dev.ge-ს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელაპარაკა.