ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ხელოვნურ ინტელექტს ისტორიულ ფოტოებში ასახული ადამიანების ამოცნობა შეუძლია

Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის, დანიელ პეტის მიერ შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოს დახმარებით ისტორიულ ფოტოებში ასახული ადამიანის ვინაობის ამოცნობაა შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

ბლანშ ფლიქსერს ახსოვს, როგორ იმალებოდა საწოლის ქვეშ მაშინ, როცა ნაცისტები მას ეძებდნენ. «მესმოდა, როგორ აკაკუნებდნენ საწოლზე». — იხსენებს ის — «ჩემს თავს ვეუბნებოდი, ჯობია არ ისუნთქო, არ დააცემინო ან რამე მსგავსი, თორემ აუცილებლად მოკვდები-მეთქი».

ბლანში გადარჩა, მას გაუმართლა, მაგრამ ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ექვსი მილიონი ებრაელი დახოცეს, აქედან მილიონზე მეტი ადამიანის ვინაობა უცნობია.

სწორედ დანიელ პეტმა იპოვა ფლიქსერ ბლანში ომის დროს გადაღებულ ფოტოზე, რომლის არსებობაზეც ქალს აქამდე წარმოდგენაც კი  არ ჰქონდა.

დანიელის პლატფორმა Numbers of names იყენებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ადამიანის სახის გასაანალიზებლად, შემდეგ კი ეძებს საარქივო ფოტოებს პოტენციური შესაბამისობების მოსაძებნად.

პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელია იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ერთ კონკრეტულ ფოტოზე, მაგრამ არა სხვებში.

ეს ტექნოლოგია შეიძლება დაგვეხმაროს იმ ადამიანების ამოცნობაში, რომელთა ვინაობაც უცნობია. 

ფლიქსერ ბლანშის სახე ამ დრომდე ამოუცნობად ითვლებოდა. 

ბლანშს, რომელიც ახლა 86 წლისაა და ნიუ-იორკში ცხოვრობს, არასდროს უნახავს ჯგუფური ფოტო, რომელიც ომის დროს საფრანგეთშია გადაღებული, თუმცა, ოჯახური ფოტოს შესახებ იცოდა. 

ამ ორ ფოტოს შორის კავშირი დანიელი პატის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა. 

დანიელ პატი ნიუ იორკში გაემგზავდა და ფლიქსერ ბლანშს პირადად შეხვდა, რათა ფოტოები ეჩვენებინა. 

ბლანშმა ფოტოს ნახვისთანავე იცნო საკუთარი თავი. მან ასევე ამოიცნო დეიდა და ერთ-ერთი ბიჭი. ამით მან დანიელ პეტს და შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმს სამუშაოდ ახალი ინფორმაცია მისცა.

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.