ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ქართველი იუთუბერები, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს გაგაცნობენ

YouTube-ის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცოდნის მისაღებად. შესაძლოა, ქართულ ენაზე ბევრი არხი ვერ იპოვოთ, თუმცა არის რამდენიმე, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება

ტექ თოქი 

ტექ თოქი არის პოდკასტების სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, სადაც შეხვდებით საუბრებს ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან. არხი YouTube-ზე 2021 წლიდან არსებობს და ჯერ ცოტა გამომწერი ჰყავს, მაგრამ მათი პოდკასტები საკმაოდ პოპულარულია. პოდკასტები იწერება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე, YouTube-ზე კი ხმასთან ერთად ვიზუალურ მასალასაც ტვირთავენ.

აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ თემებს ტექ განათლებაზე საქართველოში, ქართველ სტარტაპერებსა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებზე.

George Datukishvili

როგორც თავად გიორგი ამბობს, მისი მიზანია, დაგეხმაროთ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში და ხელი შეგიწყოთ სხვადასხვა პროგრამის მაღალ დონეზე შესწავლაში. გიორგი დათუკიშვილმა YouTube არხი 2012 წელს შექმნა და 800-ზე მეტი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც მაყურებლებს Excel-ის, Word-ის, PowerPoint-ის, Gmail-ის და ა.შ. სიღრმისეულ გამოყენებას ასწავლის. დღეს მის არხს 16 ათასზე მეტი გამომწერი და ოთხ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. გიორგის არხზე შეხვდებით პოდკასტებსაც, სადაც ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანები სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ.

Jortsoft

Jortsoft YouTube-ს 2016 წელს შეუერთდა. არხი ეკუთვნის ვებ დეველოპერ თორნიკე ჯორთმენაძეს და აქ შეხვდებით ბევრი ტიპის ვიდეოს: ზოგიერთი გასართობია, ზოგი კი ისეთ თემებს განიხილავს, როგორებიცაა: საიდან დავიწყოთ პროგრამირება? როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია კოდირების დროს? და ა.შ. Jortsoft-ზე შეგიძლიათ ნახოთ JavaScript-ის, CSS-ის, HTML-ის, SASS-ის, Vue.js-ის, Figma UX/UI-ის, მობაილ და ვებ დიზაინის სრული კურსები დამწყებთათვის.

Brain Storm

Brain Storm შემეცნებითი ხასიათის YouTube არხია, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. ვიდეოები სამიდან ხუთ წუთამდე ხანგრძლივობისაა. მიუხედავად იმისა, რომ არხზე ბოლოს ვიდეო ერთი წლის წინ აიტვირთა, ტექნოლოგიების განყოფილებაში მაინც შეგიძლიათ საინტერესო მასალებს გადააწყდეთ, მაგალითად, პროგრამირების 5 კურსი დამწყებთათვის, მომავლის ტექნოლოგიები და სხვა.

Nikoloz Gogochuri

ნიკოლოზ გოგოჭურმა YouTube არხი 2007 წელს შექმნა. მისი მთავარი გადაცემაა ლიმონ10. როგორც თავად ამბობს, ლიმონ10 არის ინტერვიუების სერია ადამიანებთან, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მთავარი თვისება: ყოველთვის ცდილობენ რაღაცისგან (ან არაფრისგან) რამე ახალი და საინტერესო შექმნან. გადაცემაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანს გაიცნობთ, იქნება ეს ბლოკჩეინის მკვლევარი თუ ონლაინ მედიის რედაქტორი. ნიკოლოზ გოგოჭურს არხზე ატვირთული აქვს თავისი საჯარო გამოსვლებიც ტექნოლოგიების სფეროზე.

ნანა ჯანაშია —  IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით
ნანა ჯანაშია — IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით
თემის მიხედვით
ნანა ჯანაშია — IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით

ასევე წაიკითხეთ
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
CDC Business/კომლი/-ის სამეწარმეო განათლების კონსულტანტი, თეონა დალაქიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მეორედ დაინიციირებას IT სექტორზე ცალსახად უარყოფითი გავლენა ექნება.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.