ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კანადამ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok აკრძალა

27 თებერვალს კანადამ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აკრძალვა დააანონსა. შეზღუდვა 28 თებერვლიდან ამოქმედდება. ქვეყანა ევროკომისიისა და აშშ-ის ზოგიერთი შტატის მთავრობის გადაწყვეტილებას შეუერთდა, რომლებმაც პლატფორმა სამთავრობო მოწყობილობებიდან პირველებმა წაშალეს.

კომენტარის დატოვება

ევროკომისიამ TikTok-ის სამთავრობო მოწყობილობებიდან ამოღების შესახებ დირექტივა გასული კვირის ბოლოს გამოსცა. იმავე დღეს, კანადის კონფიდენციალურობის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ TikTok-ის მუშაობის გამოძიებას აპირებდა. კანადის მთავარმა საინფორმაციო ოფიცერმა დაადგინა, რომ TikTok კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისთვის მიუღებელ რისკებს შეიცავდა.

კანადის ოფიციალურმა პირებმა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამთავრობო მონაცემები გაშიფრული ან მოპარული იყო, ვერ იპოვეს, ამიტომ ნაბიჯი პრევენციულ ღონისძიებად გატარდა.  

«გადაწყვეტილება, TikTok სამთავრობო მოწყობილობებიდან ამოიღონ და დაბლოკონ, სიფრთხილის მიზნით მიიღება. განსაკუთრებით იმ სამართლებრივი რეჟიმის გამო, რომელიც მობილური მოწყობილობებიდან შეგროვებულ ინფორმაციას მართავს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიდგომას შეესაბამება. TikTok-ის დახმარებით, ტელეფონის შიგთავსში შეღწევაც შესაძლებელია». — განაცხადა კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტმა, მონა ფორტიემ.

 TikTok ირწმუნება, რომ კანადის მთავრობის რეაქცია და ნაბიჯები გადამეტებულია და რეალობას არ შეესაბამება.

«საინტერესოა, რომ კანადის მთავრობამ TikTok სამთავრობო მოწყობილობებზე, უსაფრთხოების რაიმე კონკრეტული შეშფოთების ან ჩვენთან დაკავშირების გარეშე აკრძალა. ყველაფერი ინსტინქტურად მოხდა მას შემდეგ, რაც მსგავსი აკრძალვები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში შემოიღეს. მათი რეაქცია გადამეტებულია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერს შევხვდეთ და ავუხსნათ, როგორ ვიცავთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას». — თქვა TikTok-ის წარმომადგენელმა.

2022 წლის დეკემბერში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ TikTok-ის გამოყენება ნებისმიერ სამთავრობო მოწყობილობაზე აკრძალა. მსგავსი შეზღუდვა დააწესა ტექსასის, ჯორჯიის, მერილენდის, სამხრეთ კაროლინისა და კიდევ რამდენიმე შტატის მთავრობამ. საინტერესოა, რომ კონგრესის ზოგიერთ წევრს TikTok ანგარიშები ჯერ კიდევ აქვს. 

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს აკრძალვები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებზეც ვრცელდება, სადაც სკოლებმა TikTok-ის გამოყენება აკრძალეს კამპუსის Wi-Fi-სა და სკოლის საკუთრებაში არსებულ მოწყობილობებზე.

სამთავრობო ორგანოები შიშობენ, რომ TikTok, რომელსაც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ByteDance-ს ფლობს, შეიძლება ჩინეთის მთავრობამ ოფიციალური პირების შესახებ სახიფათო და სენსიტიური ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ TikTok ამერიკელ მომხმარებლებს არწმუნებდა, რომ მათი მონაცემები შეერთებულ შტატებში ინახებოდა, შარშანდელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჩინეთში ინჟინრებს ამერიკულ TikTok მონაცემებზე წვდომა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში ჰქონდათ. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს Oracle-ის სერვერებზე გადაიტანდა.

TikTok-ის სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია კანადელი მომხმარებლის მონაცემებს ინახავს, თუმცა მონაცემები ჩინეთის მთავრობისთვის არასდროს მიუწოდებია და არც აპირებს.

კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
თემის მიხედვით
კანადაში TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას იძიებენ
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
თემის მიხედვით
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
თემის მიხედვით
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა
თემის მიხედვით
აშშ-ის სენატმა სამთავრობო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.