ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
22 აგვისტო 2023, 14:42
2023-08-22
ჯერი ლი: აი, ზუსტად რამდენი გამოვიმუშავე Google-ში და რატომ ვამჯობინე წასვლა
Google-ის სტრატეგიისა და ოპერაციების ყოფილი მენეჯერი, ჯერი ლი კომპანიაში მუშაობის თავის გამოცდილებასა და ანაზღაურებაზე ყვება. Insider-მა მისი შემოსავალი დოკუმენტაციით დაადასტურა.
ჯერი ლიმ გუგლი მაშინ დატოვა, როცა მისი წლიური ანაზღაურება $198 000 იყო, რათა თავისი საკონსულტაციო სტარტაპი, Wonsulting დაეფუძნებინა.
ახლაც მახსოვს დრო, როცა სამხრეთ კორეაში საბავშვო ბაღში დავდიოდი. მე იმ დროს პოპულარული კომპიუტერული თამაშით, Starcraft-ით ვერთობოდი. თავდაპირველად კომპიუტერებითა და ტექნოლოგიებით სწორედ მაშინ დავინტერესედი.
Მოზარდობის პერიოდში ახალი ამბების კითხვა მიყვარდა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ცხოვრებაზე. ასე რომ, კოლეჯში ჩემი საბოლოო მიზანი დავისახე: მემუშავა ტექნოლოგიურ კომპანიაში სტრატეგიის მიმართულებით.
Google-ში მუშაობის შემდეგ ვიგრძენი, რომ მინი MBA ავიღე. მადლობელი ვარ ყველა იმ გაკვეთილისთვის, რაც ჩემმა მენეჯერებმა და გუნდმა მასწავლეს — ამ ცოდნას ჩემი სტარტაპისთვის დღესაც ვიყენებ.
რა თქმა უნდა, Google-ში ჩემი სამუშაო სტრესული იყო: ჩვენ გლობალურ გუნდში ვმუშაობდით, შესაბამისად თანამშრომლები, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდანაც გვყავდა. ასე რომ, შეხვედრები სამშაბათს დილის 5 ან 6 საათზე და ყოველ ოთხშაბათს საღამოს 11 საათზე გვქონდა. ვგრძნობდი, რომ ყოველთვის 110%-ით უნდა დავხარჯულიყავი, რადგან ჩემი კოლეგები ძალიან ჭკვიანები და შრომისმოყვარეები იყვნენ.
აი, რამდენი გამოვიმუშავე Google-ში თითოეულ პოზიციაზე
მე Google-ის ნდობისა და უსაფრთხოების გუნდს შევუერთდი. ჩვენ ინჟინრებთან და გაყიდვების გუნდებთან ერთად პლატფორმის ბოროტად გამოყენების შემცირებაზე ვმუშაობდით. ბოროტად გამოყენებაში ვგულისხმობ, მაგალითად, ჰაკერებს, რომლებსაც თქვენს Google-ის სარეკლამო ანგარიშში შეღწევა, ნივთების თქვენი სახელით გამოქვეყნება და ანგარიშზე ფულის დახარჯვა შეუძლიათ.
ბევრი ანალიტიკური უნარი გამოვიმუშავე. ერთი პროექტი იყო, რომელზეც ვმუშაობდი, სადაც Google Ads-ზე საეჭვო აქტივობა აღმოვაჩინეთ, რომელიც ინჟინრებთან და პროდუქტის მენეჯერებთან ერთად აღვკვეთეთ.
სტრატეგი, ნდობისა და უსაფრთხოების გუნდი
საბაზო ხელფასი: $74,506 ($35,82 საათში), წლიური ბონუსი: $11,175
კაპიტალი: 60 შეზღუდული საფონდო ერთეული
მთლიანი ანაზღაურება: $85,681
რვა თვის განმავლობაში სტრატეგის პოზიციაზე ვმუშაობდი, სადაც სტრატეგიაზე, ანალიტიკასა და ოპერაციებზე ვიყავი პასუხისმგებელი.
იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ ბევრ რამეს ვსწავლობდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი. Google-ში ახალი პოზიციის ძებნა დავიწყე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, შემოსავლების, სტრატეგიისა და ოპერაციების გუნდში წარმატებით გადავედი.
სტრატეგიისა და ოპერაციების მენეჯერი, შემოსავლების, სტრატეგიისა და ოპერაციების გუნდი
საბაზო ხელფასი: $100,000,
წლიური ბონუსი: $18,500
კაპიტალი: $30,000
მთლიანი ანაზღაურება: $148,500
ეს გუნდი ფიქრობს, როგორ გაზარდოს Google-ის შემოვასავალი. ჩვენ Google-ის გაყიდვების გუნდთან ერთად ვმუშაობდით, რაც დღესაც ძალიან მეხმარება.
სტრატეგიისა და ოპერაციების უფროსი მენეჯერი, შემოსავლების, სტრატეგიისა და ოპერაციების გუნდი
საბაზო ხელფასი: $129,000
წლიური ბონუსი: $22,500
კაპიტალი: $46,500
მთლიანი ანაზღაურება: $198,000
ერთი წლის შემდეგ სტრატეგიისა და ოპერაციების უფროს მენეჯერად დამაწინაურეს.
ხშირად მაწინაურებდნენ და მინდოდა, იმპულსი შემენარჩუნებინა, მაგრამ რაღაც მომენტში მითხრეს, რომ ჩემს რიგს დავლოდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოზიციაზე გამორჩეული ვიყავი. ეს არ მომეწონა, ამიტომ Google-ის დატოვება გადავწყვიტე.
არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ დიდ კომპანიებს გუნდების მართვის საერთო კულტურა აქვთ. ხალხი ხშირად წარმოიდგენს, რომ Google მხოლოდ კამპუსში ველოსიპედით სეირნობა და უფასო კვებაა, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი იმ გუნდზეა დამოკიდებული, რომელშიც ხართ.
ჩემი მეორე გუნდი ყოფილი კონსულტანტებით იყო სავსე — ყველანი ყოველდღე მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავდნენ და ვგრძნობდი, რომ საკონსულტაციო ფირმაში მოვხვდი. ამ კულტურულმა ცვლილებამ Google-ში მუშაობა უფრო რთული გახადა.
მოკლედ, ვისურვებდი უფრო მეტი სტარტაპისთვის მიმემართა.
ერთი რამ, რასაც ჩემს კარიერაში განსხვავებულად გავაკეთებდი, მეტ სტარტაპთან დაკავშირებაა. მე მხოლოდ ორ კომპანიას მივმართე და ეს, ალბათ. შეცდომა იყო.
იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვიცი, ვიტყოდი, რომ ხელფასი კარგია — ის გაგხდის მდიდარს (rich), მაგრამ არ გაგამდიდრებს (wealthy). Google-ში მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში ძალიან კომფორტულად ვიცხოვრებდი, მაგრამ სტარტაპს რომ შევერთებოდი და მას პოპულარობა მოეპოვებინა, ჩემი ცხოვრება სხვა დონეზე გადავიდოდა.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.