ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ისწავლეთ უფასოდ — 4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ

IT-სპეციალობასთან დაკავშირებით უამრავი უფასო კურსი არსებობს, სადაც მოძველებულ ფაქტებზე ყვებიან. ასეთი კურსების გავლა დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ არსებობს გამონააკლისებიც, მათ შორის — MOOC-ის უფასო პროგრამები, რომლებიც ნამდვილად ღირს თქვენს ყურადღებად. მოგიყვებით, როგორაა მოწყობილი წამყვანი უნივერსიტეტების ღია კურსები, რომელთაც მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.  

კომენტარის დატოვება
ისწავლეთ უფასოდ —  4 მიზეზი, რის გამოც IT-სპეციალისტები MOOC-ს ირჩევენ

IT-სპეციალობასთან დაკავშირებით უამრავი უფასო კურსი არსებობს, სადაც მოძველებულ ფაქტებზე ყვებიან. ასეთი კურსების გავლა დროის ფუჭი კარგვაა. მაგრამ არსებობს გამონააკლისებიც, მათ შორის — MOOC-ის უფასო პროგრამები, რომლებიც ნამდვილად ღირს თქვენს ყურადღებად. მოგიყვებით, როგორაა მოწყობილი წამყვანი უნივერსიტეტების ღია კურსები, რომელთაც მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.  

MOOC-ის (Massive Open Online Courses) — edX-ის საგანმანათლებლო პლატფორმის განყოფილებაა, რომელიც MIT-ისა და ჰარვარდის მეცნიერებებმა 2012 წელს შექმნეს. თავდაპირველად edX-ის ყველა კურსი უფასო იყო — დამფუძნებლები ცდილობდნენ, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ.

როგორც ადრე, edX კვლავ გთავაზობთ უფასო კურსების დიდ არჩევანს, თუმცა, იმისთვის, რომ მეტად მოსახერხებელი იყოს, ისინი სხვა საიტზე განთავსდა. აქ სხვადასხვა სფეროს 3000 სასწავლო პროგრამაა თავმოყრილი: ათობით შესანიშნავი კურსი დამწყებებისთვისა და ედვენსდ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი და ერთი ცენტიც არ ღირს.

გიყვებით, რით შეიძლება იყოს edX-ის კურსები სასარგებლო, რომელთა ნახვასაც MOOC-ზე შეძლებთ.

შენიშვნა

სტატია მოიცავს პარტნიორების ბმულებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენი დახმარებით რამე კურსს იყიდით — თქვენ ასევე მხარს უჭერთ dev.ge-ს.  

ამავე დროს, რედაქცია და ავტორი თავისუფალნი არიან თემის, მასალის კონცეფციის, აღწერის ფოკუსის, საქონლის ან მომსახურების მიდგომის არჩევაში. სანამ რაიმეს გირჩევდეთ, ბევრს ვკითხულობთ, ვმსჯელობთ თემის გარშემო, ვესაუბრებით ექსპერტებს. რედაქციამ შეიძლება გამოთქვას საკუთარი აზრი და საკუთარ თავზე გამოსცადოს ყველაფერი.

თუ სარეკომენდაციო მასალა განახლდება, მივუთითებთ, რა და როდის შეიცვალა.

1. პროგრამა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კომპანიებიდან

უფასო კურსები edX-ზე — ეს არაა ვიდეოები უცნობი ბლოგერებისგან, რომელთა ნახვაც YouTube-ზე შეიძლება. MOOC-ზე განთავსებული თითოეული კურსი რომელიმე მსხვილი უნივერსიტეტის ან საერთაშორისო კომპანიის მიერ არის შემუშავებული — ამით ის არ განსხვავდება ფასიანი პროგრამებისგან.

ხელმისაწვდომია — MIT-ის, ციურიხის უნივერსიტეტის, ალიასკის უნივერსიტეტის, Microsoft, AWS, IBM სასწავლო ცენტრების ლექციები. შეგიძლიათ შეისწავლოთ Computer Science-ის საფუძვლები უნივერსიტეტების საუკეთესო პედაგოგებისგან, ხოლო მიმდინარე პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს bigtech სპეციალისტებისგან გაეცნოთ — ყველაფერი ერთ ადგილას და უფასოდ.

ავტორებისთვის მნიშვნელოვანია რეპუტაცია, ამიტომაც სტუდენტები მხოლოდ ყურადღებით შერჩეულ ინფორმაციას იღებენ. თითოეული კურსის გვერდზე განთავსებულია ბარათები პედაგოგების სახელებით და მათ შესახებ მოკლე ინფორმაციით — შეგიძლიათ წაიკითხოთ, დაგუგლოთ და აირჩიოთ მართლაც საინტერესო სპიკერები.

2. წვდომა მოსახერხებელ დროს

MOOC-ის კურსები გაახარებს არა მხოლოდ მათ, ვინც შეზღუდულია რესურსში, ასევე ძალიან დაკავებულ ადამიანებსაც მოეწონებათ. თუ ერთმანეთს სამსახურს, სწავლასა და სახლის საქმეებს უთავსებთ, სწორედ MOOC-ის ფორმატი იძლევა მაქსიმალური მოქნილობის საშუალებას. არავითარი ფიქსირებული გრაფიკი და დედლაინები — სწავლა შეიძლება როცა გინდა, ნებისმიერ თავისუფალ დროს.

თითოეული კურსის გვერდზე მითითებულია სწავლის რეკომენდებული დრო: კვირებისა და საათების რაოდენობა. მაგრამ არაფერი შეგიშლით ხელს, რომ პროგრამა უფრო ნელა გაიაროთ, გადახედოთ თითოეულ ლექციას, თუ მასალა რთულია. თუ ბევრი დრო გაქვთ, პირიქითაც შეგიძლიათ, აჩქარდეთ და სასარგებლო უნარი უფრო მალე აითვისოთ.

მოქნილ გრაფიკს თავისი მინუსებიც ავს: ბევრს უჭირს სწავლისთვის მოტივირება. სტატისტიკურად, უფასო კურსებს ხშირად თავს ანებებენ — არა იმიტომ, რომ იმედგაცრუებულნი არიან ხარისხით, არამედ იმიტომ, რომ ნებისყოფა არ აქვთ. თუ ასეთი რამე თქვენზეც შეგიმჩნევიათ, სჯობს ფასიანი პროგრამები განიხილოთ. კონკრეტული უნარების შეძენისთვის რამდენიმეკვირიანი კურსების ნახვა შეგიძლიათ Executive Education-ზე. ეს პროგრამები მოიცავს ექსპერტებთან და ჯგუფელებთან მჭიდრო კომუნიკაციას — სწავლის გაჭიანურება არ გამოვა.

3. კურსის საინტერესო ფორმა და ფოკუსი პრაქტიკაზე

MOOC-ის კურსებზე ინფორმაციას გაწვდიან ხელმისაწვდომი მარტივი ენით, კონკრეტული მაგალითებითა და საინტერესო ფაქტებით — თქვენთვის ხომ უდიდესი გამოცდილების მქონე ლექტორები მუშაობენ.

პროგრამები ნამდვილად მოგხიბლავთ. მაგალითად, ციურიხის უნივერსიტეტი გთავაზობთ საკუთარი რობოტი-მანქანის აწყობას რეზინის კვატის გადასაყვანად. Computer Science-ის კურსის საფუძვლებზე განმარტავენ, როგორ არის დაკავშირებული პროგრამირება ხელოვნებასა და მაგიასთან. Georgia Tech-ის პროგრამაზე ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედებაზე რთულ ეთიკურ საკითხებს ეხებიან.

მაქსიმალურად ინტერაქტიულად სწავლის მსურველებისთვის edX-ზე ფასიანი ბუტკემპები არსებობს — პროგრამირების, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების, პროჯექტ მენეჯმენტისა და UX/UI დიზაინის შესახებ. ესაა რეალური ამოცანების გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლა, სადაც მუდმივად არის ექსპერტებისთვის კითხვის დასმისა და კოლეგებთან საუბრის საშუალება.

უფასო კურსებზე პრაქტიკული დავალებების შესრულება დამოუკიდებლად მოგიწევთ, უკუკავშირის გარეშე. ხანდახან ამან შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს — თუ ლექციიდან რამეს ვერ გაიგებთ და დავალებებს ვერ შეასრულებთ, კითხვების დასმას ვერავისთვის შეძლებთ. იდეალურია ვარიანტი: მენტორის ან უბრალოდ პროფესიონალი მეგობრის ყოლა, რომელიც პრობლემის შემთხვევაში 10 წუთს დაგითმობთ.

4. კარგი რამ თქვენს რეზიუმეში

MOOC-ის კურსები სერიოზული სასწავლო პროგრამებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღიარებენ. თუ მხოლოდ ახლა იწყებთ კარიერულ გზას, პროფილური კურსის გავლის შესახებ ინფორმაციამ შეიძლება სხვა კანდიდატებს შორის გამოგარჩიოთ.

უფასო კურსებზე სერტიფიკატებს არ გასცემენ და არც ტესტებით ამოწმებენ მიღებულ ცოდნას — ეს აუდიტორული კურსებია, ანუ მხოლოდ მოსმენაზე გათვლილი. მაგრამ მაინც არ მოგერიდოთ მათი მითითება რეზიუმეში, მათი დახმარებით ხომ ახალი პროფესიული ცოდნა მიიღეთ, ხოლო თქვენს შემოწმებას ინტერვიუერი გასაუბრებაზე შეძლებს.

თუ სერტიფიკატის მიღებაა მნიშვნელოვანი, edX-ის ფასიან კურსებზე უნდა დაფიქრდეთ — ისინი ტესტირებას ითვალისწინებს. ეს კურსები დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ რეზიუმე სრულყოფილი დოკუმენტით გაამყაროთ, არამედ თვითონაც შეაფასოთ საკუთარი ძალები, რათა თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ.

ამასთან, ეს პროგრამები ცოდნის უკეთ სისტემატიზაციის საშუალებას მოგცემთ — პროფესიონალური სერთიფიკატები ხელმისაწვდომია რამდენიმე კურსის მზა თანმიმდევრობით. ეს კარგი ვარიანტია დამწყებებისთვის, რომლებისთვისაც რთულია ახალ სფეროში ორიენტირება. მათთვის edX უზრუნველყოფს მზა სასწავლო გეგმას, ნასწავლი მასალის ტესტს და ოფიციალურ სერთიფიკატს, რომელიც შეიძლება წარედგინოს დამსაქმებელს.

ფასიანი თუ უფასო კურსები?

რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა. EdX-ს აქვს უამრავი შესაძლებლობა MOOC პროგრამების საშუალებით თვით სწავლისთვის — ეს არის მაღალი ხარისხის, კარგად გააზრებული კურსები, რომლებიც დაგეხმარებათ IT-ში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ან კარიერულ ზრდაში. მაგრამ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მოგიწევთ Roadmap-ისა და სასწავლო დროის დაგეგმვა, და ასევე უნდა იცოდეთ, ვის მიმართოთ კითხვით გაურკვეველ სიტუაციაში.

ფასიანი კურსები ყველა ამ პრობლემას ხსნის, მაგრამ მათ ყიდვას აქვს აზრი იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ არჩეულ სპეციალიზაციაში. საბედნიეროდ, MOOC საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი ბევრ სფეროში გამოსცადოთ — რისკებისა და დანახარჯების გარეშე.

კურსები Java-ს Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
თემის მიხედვით
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის


ასევე წაიკითხეთ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის  მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენ მონაცემთა მეცნიერებას სწავლობთ, მათემატიკაში კარგი საფუძვლის შექმნა თქვენს სასწავლო მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის. 
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მონაცემების ანალიტიკა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. თანამედროვე ორგანიზაციებს ინდივიდუალური მიდგომები და პრიორიტეტები აქვთ, რაც მონაცემთა ანალიტიკას ღირებულ უნარად აქცევს.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.