ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ისრაელის დაზვერვის პროგრამამ ღაზაში მოქალაქეები არასწორად დაასახელა „ჰამასის" წევრებად

The New York Times წერს, რომ ისრაელის სამხედრო დაზვერვა ღაზაში სახის ამოცნობის ექსპერიმენტულ პროგრამას იყენებდა, რომელიც პალესტინელი სამოქალაქო პირები არასწორად დაასახელა ჰამასის წევრებად. Google Photos, სავარაუდოდ, ამ ამბავთან კავშირშია, თუმცა, ჯერჯერობით, კომპანიასთან რაიმე პირდაპირი თანამშრომლობა არ ფიქსირდება.

კომენტარის დატოვება

გავრცელებული ინფორმაციით, თვალთვალი ღაზაში ისრაელელი მძევლების მოძებნის მიზნით დაიწყო. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ომის დროს ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, ის მალევე გააფართოვეს„ჰამასთან ან სხვა დაჯგუფებებთან დაკავშირებული პირების აღმოჩენისთვის».

Amnesty International-ის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ისრაელი მანამდეც იყენებდა სახის ამომცნობ ტექნოლოგიას დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. თუმცა, ღაზაში ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ. 

3 ებრაელი დაზვერვის ოფიცერი NYT-ს ესაუბრა, ვინაიდან, მათი თქმით, საქმე ეხება ისრაელის მიერ რესურსების ბოროტად გამოყენებას. 

ისრაელის სათვალთვალო ტექნოლოგიას ხარვეზები აქვს, მაგრამ მისი ჯარისკაცები ამას უგულებელყოფდნენ, როცა მას პალესტინელი მოქალაქეების «ამოსაცნობად» იყენებდნენ და სისტემის მიერ მონიშნულ ადამიანებს აკავებდნენ. 

დაზვერვის ოფიცრებმა NYT-ს უთხრეს, რომ სადაზვერვო პროგრამა ისრაელის კერძო კომპანიის, Corsight-ის ტექნოლოგიას იყენებს. კომპანიის სათავო ოფისი თელ-ავივში მდებარეობს. Corsight-ის მტკიცებით, მათ სათვალთვალო სისტემებს ზუსტად შეუძლიან ადამიანების ამოცნობა, რომლებსაც ნახევარ სახეზე ნაკლები უჩანთ. 

3 ოფიცრის თქმით, Corsight-ის ტექნოლოგიის გასაძლიერებლად ისრაელმა გამოიყენა Google Photos, Google-ის ფოტოების გაზიარებისა და შენახვის უფასო სერვისი. კონკრეტული პირების მონაცემთა ბაზის Google Photos-ში ატვირთვით, ისრაელის ოფიცრებს შეუძლიათ გამოიყენონ სერვისის ფოტოების ძიების ფუნქცია ადამიანების იდენტიფიცირებისთვის.

ოფიცრები ამბობენ, რომ ისრაელის მტკიცებით, ტექნოლოგიების შერწყმა ისრაელს საშუალებას აძლევს, გაარჩიოს სახეები ხალხმრავლობასა და დრონის კადრებში.

მაგრამ ისრაელის ერთ-ერთმა ოფიცერმა ისრაელის კიბერ დაზვერვის დივიზია 8200-ში გამოარკვია, რომ სინამდვილეში, სათვალთვალო პროგრამა ვერ ცნობს ან არასწორად აღიქვამს დაბურულ ან დაშავებულ სახეებს.

შესაბამისად, მისი თქმით, ისრაელის დაზვერვის ტექნოლოგიამ რამდენჯერმე მშიდობიან პალესტინელ მოქალაქეებზე არასწორად მიუთითა, რომ ჰამასის წევრია. 

Google-ის სპიკერმა გამოცემა გამოცემას უთხრა, რომ Google Photos მხოლოდ იმათ სახეებს აჯგუფებს, რომლებიც ამა თუ იმ ადამიანის მიერ უკვე არის ატვირთული ბიბლიოთეკაში. 

«Google Photos უფასო პროდუქტია, რომელიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ის ფოტოების ორგანიზებაში  მსგავსი სახეების დაჯგუფებით გეხმარებათ — ის აჯგუფებს სახეებს, რათა შემდეგ ძველ ფოტოებში მათ ადგილად მიაგნოთ. თუმცა, ჩვენი ტექნოლოგია ფოტოებზე გამოსახული უცნობი ადამიანების ვინაობას არ ასახელებს». — განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

ისრაელის არმიის სპიკერმა NYT-ს უთხრა, რომ სამხედროები «ახორციელებენ უსაფრთხოებისა და დაზვერვის აუცილებელ ოპერაციებს, ამასთან, სწევენ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი.

«ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია, მივმართოთ ოპერატიულ და სადაზვერვო შესაძლებლობებს ამ კონტექსტში» — თქვა მან. 

ერთ-ერთი ადამიანი იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის, რომელიც სათვალთვალო პროგრამაზე დაყრდნობით შეცდომით დააკავეს, პოეტი მოსაბ აბუ ტოჰაა. მან NYT-ს განუცხადა, რომ ის სამხედრო საგუშაგოზე ჩრდილოეთ ღაზაში დაიჭირეს, როდესაც მისი ოჯახი ბლოკადაში მყოფი ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლას ცდილობდა.

მოსაბ აბუ ტოჰას ხელბორკილები დაადეს და თვალები აუხვიეს, შემდეგ კი სცემეს და ორი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ, სანამ საბოლოოდ უკან არ დააბრუნეს.

მისი თქმით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა გათავისუფლებამდე უთხრეს, რომ მისი დაკავება «შეცდომა» იყო.

პოეტმა ასევე თქვა, რომ ის არ არის დაკავშირებული ჰამასთან და ამასთან, არაფერი იცოდა ისრაელის მიერ სახის ამომცნობ ტექნოლოგიაზე. თუმცა, გაიგო, რომ ისრაელის არმიაში ვიღაცამ გამოიყენა ფრაზა «ახალი ტექნოლოგია» იმაზე საუბრისას, ვინც ახლა დაპატიმრებულია. 

Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა
Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა
თემის მიხედვით
Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
თემის მიხედვით
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
თემის მიხედვით
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.