ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტარგეტირებული რეკლამის გამოყენებისთვის ირლანდიამ Meta 390 მლნ ევროთი დააჯარიმა

ტარგეტირებული რეკლამის გამოყენებისთვის ირლანდიამ Meta €390 მლნ-ით დააჯარიმა. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია აცხადებს, რომ ის, რისთვისაც მეტა ხალხის მონაცემებს ითხოვდა შემდგომში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამის განთავსების მიზნით, უკანონო იყო. 

კომენტარის დატოვება

Meta-ს, რომელიც ორივე პლატფორმის მფლობელია, 3 თვე აქვს, რათა შეცვალოს თავისი მიდგომა მონაცემთა გამოყენებისა და რეკლამებისთის ტარგეტირების კუთხით. 

Meta აცხადებს, რომ ირლანდიის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. 

ირლანდიის მარეგულირებელი ამბობს, რომ Facebook და Instagram არ უნდა აიძულებდნენ მომხმარებლებს, დათანხმდნენ მათი მონაცემების გამოყენებას — მომხმარებლებს ამაზე უარის თქმის შემთხვევაში პლატფორმის დატოვება უწევთ. 

იმის გამო, რომ Facebook-ისა და Instagram-ის ევროპული სათაო ოფისი ირლანდიაში მდებარეობს, სავარაუდოდ, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია «გაიმარჯვებს», ვინაიდან კომპანიის კანონები ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. 

​პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის მომხრეები აცხადებენ, რომ ირლანდიის რეგულატორის ეს განცხადება გამარჯვებაა და ნიშნავს, რომ Meta-ს, დიდი ალბათობით, მოუწევს შეცვალოს ის, რაზეც მისი ბიზნესი დგას. 

კომპანიის შემოსავლებმა 2021 წელს $118 მილიარდი შეადგინა, მისი ძირითადი ნაწილი სწორედ რეკლამიდან შემოსული თანხაა. 

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta-ს ჯარიმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკისრა. ნოემბერში კომპანიას €265 მილიონის გადახდა დაევალა, ვინაიდან გავრცელდა Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია. 

Irish Times-ის ინფორმაციით, 2023 წლისთვის, ჯარიმების გადასახდელად Meta-მ €2 მილიარდი გამოყო. 

Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება Meta $725 მილიონს გადაიხდის
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება, Meta $725 მილიონს გადაიხდის
თემის მიხედვით
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება, Meta $725 მილიონს გადაიხდის

ასევე წაიკითხეთ
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს

X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია

Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს

Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.