ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ირანთან დაკავშირებული კიბერშეტევები აშშ-ის წყლის სისტემებსა და ქარხნებს საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ისრაელში წარმოებული კომპიუტერული სისტემის გამოყენების გამო აშშ-ში არსებული მრავალი ობიექტი მიზანში ამოიღო.

კომენტარის დატოვება

კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ჰაკერებმა, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც «CyberAv3ngers», ვიდეო ეკრანებზე მკაფიო და კონკრეტული მესიჯით შეაღწიეს: «თქვენ დაგჰაკეს, ძირს ისრაელი. ყველა მოწყობილობა, რომელიც ისრაელშია დამზადებული CyberAv3ngers-ის სამიზნეა».

CISA-მ განაცხადა, რომ კიბერშეტევები რამდენიმე შტატს მოიცავდა. აღჭურვილობა, რომლებსაც ჰაკერები თავს დაესხნენ, ძირითადად წყლისა და ჩამდინარე წყლების სისტემებში, ენერგეტიკის, საკვებისა და სასმლის მწარმოებელ კომპანიებში და ჯანდაცვაშიც აქტიურად გამოიყენება. 

«ეს კომპრომეტირებული მოწყობილობები ინტერნეტში, ნაგულისხმევი პაროლებით საჯაროდ იყო გამოქვეყნებული». — თქვა CISA-მ.

სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ორგანიზაცია გატეხეს, მაგრამ 1 დეკემბერს CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  აშშ-ის გარშემო წყლის «10-ზე ნაკლები ობიექტი» დაზარალდა.

CyberAv3ngers-მა 25 ნოემბერს პიტსბურგის გარეთ მდებარე წყლის სისტემა გატეხა. Aliquippa-ს წყლის ორგანო იძულებული გახდა, დაჰაკული მანქანა დროებით გამოერთო. თუმცა, მოქალაქეები დაარწმუნა, რომ სასმელი წყალი უსაფრთხო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია, ინციდენტმა გამოავლინა, რამდენად დაუცველია ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმების წინაშე. 

«თუ მსგავსი რამ აქ, დასავლეთ პენსილვანიაში მოხდა, მაშინ შეიძლება ამერიკის ნებისმიერ შტატში მოხდეს». — წერენ გენერალურ პროკურორს წერილში სენატორები, ჯონ ფეტერმანი და ბობ კეისი და პარლამენტარი კრის დელუზიო. დეპუტატებმა იუსტიციის დეპარტამენტს გამოძიების ჩატარებისკენ და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდეს.

მომხდარმა ისრაელისა და ჰამასის კიბერ ომის მასშტაბებიც აჩვენა. ადგილზე ბრძოლის პარალელურად, კონფლიქტის ორივე მხარე ათობით ჰაკერული ჯგუფითაა შეიარაღებული, რომლებიც კომპანიის ოპერაციების ჩაშლაზე, სენსიტიური ინფორმაციის მოპოვებასა და მომხმარებლების მონაცემების შეგროვებაზე არიან ორიენტირებულნი.

კიბერ შეშფოთების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლებამ ახლახან საკუთარ თავს ახალი გადაუდებელი უფლებამოსილება მიანიჭა, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, კომპანიის საქმეში ჩაერიოს, თუ კომპანია, რომელიც ღრუბლოვანი შენახვითა და ციფრული სერვისებით მუშაობს, ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლია.

ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
თემის მიხედვით
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა
Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა
თემის მიხედვით
Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.