iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება შედგა — კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა.
Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება შედგა — კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა.
ღონისძიება ვიდეოთი დაიწყო, რომელიც იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომელთა სიცოცხლეც სწორედ Apple-ის სერვისებმა გაადარჩინა. მაგალითად, iPhone-ის SOS სიგნალმა ან ჭკვიანი საათის მიერ ნაკარნახევმა ინფორმაციამ მაღალი გულისცემის შესახებ.
ტიმ კუკის თქმით, Apple Vision Pro მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2024 წლის დასაწყისში გახდება.
გამოვა ახალი Apple Watch.
და რა თქმა უნდა, ახალი iPhone.
iPhone 15 რამდენიმე ფერში იქნება წარმოდგენილი: ვარდისფერი, ასევე, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, შავი.
გაიზრდება Dynamic Island-ის ფუნქციები.
iPhone 15-ის ეკრანის ზომა 6.1 ინჩი იქნება, iPhone 15 plus — 6.7 ინჩი.
ახალი აიფონის მთავარი კამერას ექნება 48MP, ოთხპიქსელიანი სენსორი და 100% ფოკუს-პიქსელი.
უმჯობესდება პორტრეტის, ღამის რეჟიმის ფოტო-ფუნქციები.
გაუმჯობესდა სმარტფონის ელემენტის შესაძლებლობები — როგორც ითქვა, ის მთელი დღე გაძლებს.
iPhone 15 იმუშავებს A16 Bionic ჩიპით. ეს ჩიპი კომპანიამ პირველად iPhone 14-ზე გამოიყენა.
ახალი აიფონი USB C დამტენ პორტს გვთავაზობს.
USB C-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალი AirPods-ის დასამუხტადაც.
iPhone 15-ის ფასი $799-დან იწყება, iPhone 15 Plus-ის — $899-დან.
რაც შეეხება iPhone 15 Pro-ს — მას ტიტანის კორპუსი ექნება.
iPhone 15 pro-ს კამერა პროფესიონალ ფოტო და ვიდეოგრაფებს გამოადგებათ.
ეს პირველი სმარტფონი, რომელიც მხარს უჭერს Academy Color Encoding System-ს.
iPhone 15 Pro-ს ფასი $999-ია, iPhone 15 Pro მაქსის — $1199.
გამოვა iOS 17-იც. თარიღი — 18 სექტემბერია.
ახალი თაობის ჭკვიანი საათისთის Apple-მა ახალი, S9 ჩიპი შეიმუშავა — ის ამ ეტაპზე ჭკვიანი საათის ყველაზე ძლიერი ჩიპია. GPU-ს სისწრაფე 30%-ით იზრდება.
Watch-ს ახალი ფუნქციები ექნება, მათ შორის — გაადვილდება მასთან Siri-ით კომუნიკაცია. ხმოვანი ასისტენტის დახმარებით საათი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს მოგაწვდით.
მოგცემთ საშუალებას, გაზომოთ მანძილი თქვენსა და ამა თუ იმ საგანს შორის.
შეგეძლებათ, უპასუხოთ ტელეფონის ზარებს Apple Watch-ზე. ამისთვის საჩვენებელი და ცერა თითის გატკაცუნება დაგჭირდებათ.
საათის სამაჯურების დიზაინი ნაიკთან და ჰერმესთან თანამშრომლობით შეიქმნა.
გამოდის Apple Watch Ultra 2.
ახალი თაობის ჭკვიანი საათის შეძენას მომავალი კვირიდან შეძლებთ.
Apple-ის განცხადებით, მათ გადადგეს ნაბიჯები გარემოს დაცვის კუთხით — მაგალითად, მომავალი წლის ბოლოდან მათი ყველა პორუქცია პოლიეთილენის გარეშე გაიყიდება.
ტყავი კი უკვე არ გამოიყენება არც ერთი აქსესუარისთვის.
კომპანია ამბობს, რომ პროდუქციის ტრანსპორტირება ძირითადად ზღვით და ოკეანით ხდება, რაც ჰაერის დაბინძურებას 95%-ით ამცირებს.
კომპანია გვპირდება, რომ 2030 წლისთვის Apple-ის ყველა პროდუქტს გარემოზე 0 უარყოფითი შედეგი ექნება.