ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

iPhone 15 მალე გამოვა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

სავარაუდოდ 12 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს, უფრო ზუსტად, iPhone 15-ის ოთხ ვარიანტს. კომპანია ასევე განაახლებს Apple Watch-ს. არსებობს მცირე შანსი, რომ ვიხილოთ ახალი iPad-ები და AirPods-ები.

არაფერია ოფიციალური მანამ, სანამ Apple ამას არ დაადასტურებს, მაგრამ არაერთი გაჟონილი საფუძველზე კარგი წარმოდგენა შეგვექმნა, თუ რას უნდა ველოდოთ წელს.

კომენტარის დატოვება

როდის უნდა ველოდოთ წარდგენის ივენთს?

Apple-მა ღონისძიება უკვე დააანონსა — ის, სამშაბათს, 12 სექტემბერს გაიმართება. 

ივენთი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება და სავარაუდოდ Apple-ის ვებსაიტზე და YouTube-ზე გადაიცემა. 

რაც შეეხება სავარაუდო სიახლეებს: 

Dynamic Island შეიძლება სტანდარტული iPhone 15-ის ოთხივე ვერსიაზე იყოს ხელმისწავდომი. 

გასულ წელს Apple-მა გააკვირვა ყველა iPhone-ის Dynamic Island-ით. ეს არის ფუნქცია, რომელიც ჭკვიანურად აქცევს ეკრანის სხვა «მკვდარ ზონებს» სახალისო და მრავალმხრივ ფუნქციად.

მაგრამ დინამიური კუნძული ხელმისწავდომი იყო მხოლოდ Pro მოდელებისთვის, რის გამოც iPhone 14 და iPhone 14 Plus ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საინტერესო მოდელად დარჩა.  წელს ეს შეიცვლება.

წყაროები ამბობენ, რომ iPhone-ის ოთხივე ახალ მოდელს — iPhone 15-ს, iPhone 15 Plus-ს, iPhone 15 Pro-სა და iPhone 15 Pro Max-ს (რომელსაც შეიძლება დაერქვას Ultra) ექნება Dynamic Island.

გარდა ამისა, ახალი iPhones საკმაოდ ჰგავს შარშანდელ მოდელს. თუმცა, იქნება დახვეწილი განსხვავებები, მათ შორის ახალი, «მოქმედების» ღილაკი, ოდნავ უფრო მოხრილი წინა შუშა და ტიტანის შასი Pro მოდელებზე.

ასევე, უდიდესი ალბათობით, iPhone-ებს ექნებათ USB-C დამტენი.

სხვა გაუმჯობესებები მოიცავს ახალ A17 ჩიპებს (მხოლოდ Pro მოდელებისთვის), პერისკოპის სტილის ტელეფოტო კამერას iPhone 15 Pro Max-ზე, დატენვის უფრო სწრაფ სიჩქარეს და ყველა ახალი მოდელის კამერის საერთო გაუმჯობესებას.

Phone 15-ს USB-C დამტენი ექნება რამაც შესაძლოა დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს
Phone 15-ს USB-C დამტენი ექნება, რამაც შესაძლოა დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს
თემის მიხედვით
Phone 15-ს USB-C დამტენი ექნება, რამაც შესაძლოა დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს

Apple Watch-ის განახლებები

გასულ წელს Apple-მა განაახლა Apple Watch Series 8-მდე, გამოუშვა ახალი Apple Watch SE და წარადგინა სრულიად ახალი Apple Watch Ultra.

SE ჩვეულებრივ ნაახლდება ხლდება ყოველ მეორე წელს, ამიტომ, წელს ახალი არაფერი გველოდება, თუმცა, სავარაუდოად გამოვა Apple Watch Series 9 და მეორე თაობის Apple Watch Ultra.

Ჩვენ ვიცით, რომ, საათებს სავარაუდოდ, ექნება ახალი ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და (პოტენციურად) ელემენტის გაუმჯობესებულ ხანგრძლივობას, მაგრამ ამის გარდა, არაფერი ვიცით.

Apple განიხილავს Apple Watch-ში ახალი სენსორების დამატებას, მათ შორის არტერიული წნევის სენსორს, მაგრამ ეს შეიძლება მომავალ წლამდე არ მოხდეს. ერთი წყარო ამტკიცებს, რომ საათი ხელმისაწვდომი იქნება სრულიად ახალ ვარდისფერ ფერში.

AirPods, iPads და სხვა

გასულ წელს გამოვიდა ახალი AirPods Pro, რომელიც ჩვეულებრივ სამ წელიწადში ერთხელ ახლდება, ამიტომ, სავარაუდოდ, წელს მათი ახალი ვერსია არ გველოდება. AirPods Max არ 2020 წლის შემდეგ არ განახლებუბლა, ამიტომ არის (მცირე) შანსი, რომ სექტემბერში ვიხილოთ ახალი ვერსია.

Apple-ის Vision Pro-ის ვირტუალური რეალობის ყურსასმენი ჯერ კიდევ არ არის გამოსული (ის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს 2024 წლის დასაწყისში), მაგრამ Apple-მა შესაძლოა მის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიაროს. 

Apple ჩინეთში წარმოების დივერსიფიკაციის მიზნით iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთში იწყებს
Apple ჩინეთში წარმოების დივერსიფიკაციის მიზნით iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთში იწყებს
თემის მიხედვით
Apple ჩინეთში წარმოების დივერსიფიკაციის მიზნით iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთში იწყებს
iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება
iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს, რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება
თემის მიხედვით
iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს, რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.