ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Phone 15-ს USB-C დამტენი ექნება, რამაც შესაძლოა დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს

Apple iPhone 15-ს სექტემბერში წარადგენს. ეს იქნება პირველი iPhone type C დამტენის პორტით. ტექ მედიები წერენ, რომ მოწყობილობის Lightning-დან C-ზე გადასვლამ შესაძლოა გაზარდოს მისი დატენვის სიჩქარე. 

კომენტარის დატოვება

9to5Mac-ის თანახმად, iPhone 15-ის ახალი მოდელები 35 ვტ სიჩქარით დაიმუხტება, ამჟამინდელი iPhone 14 Pro კი 27 ვტ სიჩქარით შემოიფარგლება. 

Apple-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ მსგავსი პროგნოზები გასულ წელს გააკეთა. ის პროგნოზირებდა, რომ Apple Lightning-დან USB-C-ზე 2023 წელს გადავიდოდა. 

Kuo-ს თქმით, ეს ცვლილება iPhone 15 Pro-ს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად დაიტენოს, მაგრამ ფუნქციაზე წვდომა მხოლოდ Apple-ის სერთიფიცირებული კაბელებით იქნება შესაძლებელი.

Apple-მა, ელექტრონულ ნარჩენებთან საბრძოლველად, iPhone-ების დენის გადამყვანებით შეფუთვა 2020 წელს შეწყვიტა. თუ დამტენი გინდა, ამისთვის ცალკე უნდა გადაიხადო. 

ამის გამო, კომპანიამ შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს შარშან გამოშვებული 35W დამტენს, ორმაგი USB-C დამტენს და 30W USB-C დამტენს, რომლებიც განკუთვნილია MacBook Air-ისთვის.

დატენვის სიჩქარის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ iPhone 15 იქნება პირველი მოდელი, რომელიც სრულად გადავა USB-C დატენვაზე.

iPhone 15 Pro და Pro Max-ის მოდელები ძალიან გაზრდიან ფასს  iPhone-ის ბოლო რამდენიმე მოდელთან შედარებით. სავარაუდოდ, მას ექნება უფრო თხელი ტიტანის ჩარჩო, ამჟამინდელი უჟანგავი ფოლადის ნაცვლად.

ჯერჯერობით, iPhone 15-ის წარდგენის ზუსტი თარიღი უცნობია. დაუდასტურებელი ცნობებით, ეს 22 სექტემბერს მოხდება.

Apple Iphone 15-ს სავარაუდოდ 22 სექტემბერს გამოუშვებს

თემის მიხედვით
Apple Iphone 15-ს სავარაუდოდ 22 სექტემბერს გამოუშვებს

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია

ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა

18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს

iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან

Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება შედგა — კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.