ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Intel გერმანიასა და ისრაელში მიკროჩიპების ქარხნებს აშენებას გეგმავს

Intel გერმანიასა და ისრაელში ჩიპების ქარხნების აშენებას გეგმავს. გერმანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია — აქ ჩიპების 2 ქარხანა აშენდება და $33 მილიარდი  დაიხარჯება. ისრაელთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინვესტიცია $25-მილიარდიანია. 

კომენტარის დატოვება

როიტერი წერს, რომ Intel-ის ინვესტიცია უმსხვილესი უცხოური ინვესტიციაა გერმანიის ისტორიაში. 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის, როგორც მაღალტექნოლოგიური წარმოების ადგილის გასაძლიერებლად. 

«ამ ინვესტიციით ტექნოლოგიურად ვეწევით მსოფლიოს საუკეთესოებს და ვაფართოებთ ჩვენს შესაძლებლობებს ეკოსისტემის განვითარებისა და მიკროჩიპების წარმოებისთვის». — თქვა შოლცმა. 

გერმანიაში მიკროჩიპების ქარხანა წარმოებას 4 ან 5 წელიწადში დაიწყებს და 7000 ადამიანი დასაქმდება. 

ქვეყანა ქარხნების აშენებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ნახევარგამტარების მწარმოებელ ტაივანურ კომპანია TSMC-სთან და ელემენტების მწარმოებელ შვედურ კომპანია Northvolt-თან. 

რაც შეეხება ისრაელს, Intel ამისთვის $25 მილიარდს გამოყოფს. მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, შეთანხმებით დასრულდება.

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, ეს «მოულოდნელად დიდი ინვესტიცია მომდევნო წლებში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე». 

Intel ჩიპების ქარხნის აშენებას აშშ-ში, ოჰაიოშიც აპირებს. ამას, სავარაუდოდ, $120 მილიარდი დასჭირდება. ქარხანა 1000 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული. მშენებლობისთვის მიწის დამუშავება 2025 წლიდან დაიწყება. 

ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან
Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან
Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან
ბაიდენი ჩინეთისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს
ბაიდენი ჩინეთისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს
ბაიდენი ჩინეთისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს
Вёрстка: რუსეთში ბოლო 6 თვეში $502 მლნ-ის სანქცირებული პროდუქცია — ჩიპები შევიდა
Вёрстка: რუსეთში ბოლო 6 თვეში $502 მლნ-ის სანქცირებული პროდუქცია — ჩიპები შევიდა
Вёрстка: რუსეთში ბოლო 6 თვეში $502 მლნ-ის სანქცირებული პროდუქცია — ჩიპები შევიდა
რუსული გამოცემა «ვიორსტკას» ცნობით, რუსეთი ახერხებს, სანქციებს თავი აარიდოს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა სანქცირებული პროდუქტი შედის, ტექნოლოგიური პროდუქტების ჩათვლით. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.