ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს

Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან, Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს. ახალი პარტნიორობა ორივე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შესაძლებლობა.

კომენტარის დატოვება

2024 წლის იანვარში, Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორის მონაწილე 9 შერჩეული გუნდი ტალინში, ესტონეთში გაემგზავრება და Startup Wise Guys-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრება. გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ და ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას გაეცნონ.

მონაწილე სტარტაპები:

  • Bitpulse — კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
  • Connect — მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორება.
  • Gakvetilo.ge — უნარების განმავითარებელი ლაივ კურსების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი ინტერესების ინტერაქციულ კურსებს.
  • Helio.AI — რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
  • KidNest — საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • Roommate — პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
  • TourTour — სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • Wenroll — ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Wisp — ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაცია.

«ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ გამოცდილება, რომელსაც ჩვენი პრე-აქსელერატორის მონაწილე გუნდები მიიღებენ Startup Wise Guys-ის მენტორობით, ფასდაუდებელი იქნება მათი მომავალი წარმატების ფორმირებაში», — აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ლოკალური აქსელერაციის პროგრამა ჩამოაყალიბა. რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში, პროგრამაში ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა,  მთლიანობაში 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

აქსელერატორის მხარდამჭერები არიან: Entreprenership Academy და სტარტაპერი.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
თემის მიხედვით
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.