ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
17 ოქტომბერი 2023, 09:30
2023-10-17
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
Justpay — გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
Kiddos — საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
KidNest — საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
MaxHP — კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
My Traders — ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.
Rollycks — ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
Roommate Georgia — პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
Sanolink — პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.
TourTour — სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
UBIQ — სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
com.ge— დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
Wenroll — ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
Wisp — ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
Woofio — პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.
პრე-აქსელერატორიჩატარდებაჰიბრიდულფორმატში(ფიზიკურიდაონლაინშეხვედრები), გაგრძელდება3 თვეს (ოქტომბერი 2023 — იანვარი 2024) დაშედგება8ძირითადიკომპონენტისგან:
2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
ნეთვორქინგი — P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
დემო დღე — მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.
პრე-აქსელერატორში მონაწილესტარტაპებიგაიღრმავებენცოდნასრამდენიმემიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP — ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.