ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მას შემდეგ აღარ არის, რაც ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მას შემდეგ აღარ არის, რაც ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.
Forbes-ისა და Bloomberg-ის მიხედვით, მასკს ფრანგული ფუფუნების პროდუქტების ჯგუფის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაასწრო.
ილონ მასკი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და უმსხვილესი აქციონერია. მისი წილი დაახლოებით 14% შეადგენს.
Forbes-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება ახლა დაახლოებით 178 მილიარდი აშშ დოლარია, ბერნან არნო კი 188 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
ანალიტიკოსები მილიარდელის ქონების შემცირებას Twitter-თან განვითარებულ ბოლო მოვლენებს უკავშირებენ
საინვესტიციო ფირმა Wedbush Securities-ის წარმომადგენელმა, დენ აივზმა თქვა, რომ Twitter-ის გარიგების გარშემო არსებული «ცირკი» Tesla-ს აქციების ფასზე დიდ გავლენას ახდენდა.
«Twitter-ის შოუმ მასკის ბრენდს დიდი ზიანი მიაყენა. Tesla-ს აქციები ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. რაც არ უნდა იყოს, მასკი არის Tesla და Tesla არის მასკი.» — ამბობს აივზი
ილონ მასკმა მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, რათა Twitter შეესყიდა, რამაც Tesla-ს აქციების ფასის ვარდნას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
ინვესტორები ასევე შიშობენ, რომ შესაძლოა კომპანიის ელექტრომობილებზე მოთხოვნა შენელდეს, რადგან ეკონომიკა სუსტდება, სესხის აღების მაღალი ხარჯები ხელს უშლის მყიდველებს, ამასთან, ხარისხიან ელექტრომობილებს მომხმარებლებს უკვე სხვა კომპანიებიც სთავაზობენ.