ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი Apple-ის წინააღმდეგ

ილონ მასკი აცხადებს, რომ, Apple-მა Twitter-ზე რეკლამის უდიდესი ნაწილი შეაჩერა და საერთოდაც, პლატფორმის app store-დან წაშლით იმუქრება, თუმცა, მისივე მტკიცებით, Apple მიზეზს არ ასახელებს. ილონ მასკმა კომპანია «ცენზურის» დაწესებაში დაადანაშაულა. 

კომენტარის დატოვება

«Apple-მა შეწყვიტა რეკლამის განთავსება  Twitter-ზე. სძულთ თუ არა მათ ამერიკაში სიტყვის თავისუფლება?» — დაწერა მან.

საინტერესოა, რომ დედამიწის უმდიდრესმა ადამიანმა «გამოსავალი» უკვე იპოვა. მან განაცხადა, რომ მზადაა Apple-თან ომისთვის და აპირებს, შექმნას ალტერნატიული სმარტფონი იმ შემთხვევაში, თუ ტვიტერს app store-დან წაშლიან. 

მასკსა და ტექნოლოგიურ გიგანტს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხვა Twitter-ზე რეკლამის განთავსება ბევრმა სხვა დიდმა კომპანიამაც შეაჩერა, მათ შორის, General Mills-მა და Volkswagen-მა. 

მედია სააგენტო Omnicom-მა Apple-ს რეკომენდაცია გაუწია, შეეჩერებინა რეკლამის განთავსება Twitter-ზე — მათი აზრით, ბრენდის უსაფრთხოებისთვის სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაა სწორი. 

მიზეზი ილონ მასკის საკამათო გადაწყვეტილებაა, შეამსუბუქოს პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის კონტროლი და იყოს «გამოხატვის თავისუფლების აბსოლუტისტი». მან განაცხადა, რომ Twitter სიძულვილის ენის გამო დაბლოკილი ანგარიშების ამნისტიას მოახდენს. 

მაგალითად, გასულ კვირას მასკმა აღადგინა მუდმივად შეჩერებული Twitter ანგარიშები. უკვე ამოქმედდა დონალდ ტრამპის ექაუნთი, თუმცა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს პლატფორმით ჯერ არ უსარგებლია. 

აღდგენილია კანიე ვესტის ანგარიშიც, რომელიც Twitter-მა ანტისემიტური განცხადებების გამო დაბლოკა. რეპერმა პლატფორმის გამოყენება გააგრძელა. 

ილონ მასკის ამ გადაწყვეტილებამ Twitter-ის პარტნიორი არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებიც შეაშფოთა. 

ამასთან, ნოემბრის დასაწყისში CBS-თან ინტერვიუში Apple-ის CEO-მ, ტიმ კუკმა თქვა, რომ მისი აზრით, არავის უნდა სიძულვილის ენა თავის პლატფორმაზე. 

«იმედი მაქვს, Twitter-ი ამის მოდერაციას გააგრძელებს». — განაცხადა მან. 

ილონ მასკი იმედოვნებს, რომ Twitter ფასიან სააბონენტო სერვისად გარდაქმნის და შემოსავალს ასე მიიღებს, მაგრამ ასევე იცის, რომ პლატფორმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი, ამ ეტაპზე მაინც, სწორედ რეკლამებიდან მოდის.

Twitter-ზე რეკლამის მთავარი განმთავსებელი სწორედ Apple იყო. კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაში 48 მილიონი დოლარი დახარჯა. 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 2022 წლის ოქტომბერში Twitter 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა და კომპანიაში ცვლილებების განხორციელება დაიწყო, რასაც ქაოსი მოჰყვა.  

ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
თემის მიხედვით
ვინ იგებს და ვინ აგებს ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვით
რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.