ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

HT Solutions — ტექნოლოგიების წამყვანი ინტეგრატორი კომპანია ქართულ ბაზარზე

HT Solutions წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ინოვაციებზე და ორგანიზაციების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რათა მათ ციფრულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ. კომპანია 2008 წლიდან მუშაობს და 200-ზე მეტ ორგანიზაციას ეხმარება, ჩართულია ათასზე მეტ პროექტში. 

კომენტარის დატოვება
HT Solutions — ტექნოლოგიების წამყვანი ინტეგრატორი კომპანია ქართულ ბაზარზე

HT Solutions წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ინოვაციებზე და ორგანიზაციების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რათა მათ ციფრულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ. კომპანია 2008 წლიდან მუშაობს და 200-ზე მეტ ორგანიზაციას ეხმარება, ჩართულია ათასზე მეტ პროექტში. 

HT Solutions-ის ღირებულებებზე, მიდგომებზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის გენერალური დირექტორი, ნინო გვაზავა გვესაუბრა.

არის და როდის დაფუძნდა HT Solutions?

HT Solutions 2008 წელს შექმნილი კომპანიაა, რომელიც IT სერვისებს და გლობალურად საუკეთესო enterprise გადაწყვეტილებებს აწვდის ქართულ ბაზარს. HT Solutions ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც არის Google, Cisco, Palo Alto და ბევრი სხვა. Ჩვენი ინჟინრების გუნდი ქართულ კომპანიებს ეხმარებიან, რომ ამ გიგანტი ბრენდების საუკეთესო ტექნოლოგიები თავიანთ ინფრასტრუქურასა და სისტემაში დანერგონ. Მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 4 სხვადასხვა მიმართულება გვაქვს — კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფრასტრუქტურა და Big Data — სწორედ ამ ოთხი მიმართულებით ვპოზიციონირებთ ქართულ ბაზარზე.

ინ არიან თქვენი კლიენტები და საქართველოს გარდა სხვა ბაზრებზეც თუ მუშაობთ

Ამ ეტაპზე სრულად საქართველოს ბაზარზე ვართ კონცენტრირებულნი. ინდუსტრიების მიხედვით რომ დავყოთ, Ჩვენი კლიენტები არიან ბანკები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები და უძრავი ქონების სააგენტოები.

გამოგარჩევთ კონკურენტებისგან

ალბათ, მთავარი, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევს არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, HT Solutions ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ავითარებს, რომელიც მთლიან IT ლანდშაფტს ქმნის. მაგალითად, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც DevOps-ზე კონცენტრირდა. Ეს IT მართვის თანამედროვე პრაქტიკაა, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნის სისწრაფესა და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კიბერუსაფრთხოების კუთხითაც, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც თანამედროვე მიდგომების დანერგვა დაიწყო. Ახლაც ვაკვირდებით გლობალურ ტრენდებს და როგორც კი დანერგვის პოტენციალს ვხედავთ ამის შესახებ ჩვენს კლიენტებს ვესაუბრებით. მოკლედ, მთავარი, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევს ინოვაციების ათვისების სისწრაფეა.

როგორ უწყობს კომპანია ფეხს მუდმივად განახლებად IT გარემოს?

ჩვენს კლიენტებს ყოველთვის აქტიურად ვესაუბრებით და რაც მთავარია ყურადღებით ვუსმენთ. Ამასთან ერთად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გავდივართ კონსულტაციებს, რომლებიც გლობალურად წამყვანი კომპანიები არიან. შესაბამისად, ამ ორის შერწყმით ლოკალურ საჭიროებებს ვიღებთ, რომლებსაც შემდეგ საერთაშორისო გამოცდილებასა და გადაწყვეტილებებს ვარგებთ. 

აქვთ თუ არა გადამზადების პროგრამები, რომლებითაც თქვენს თანამშრომლებს სიახლეებთან ადაპტაციაში ეხმარებით?

ჩვენი თანამშრომლები გადამზადების პროგრამებში მუდმივად არიან ჩართულნი. ამაში ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად გვეხმარებიან. აქედან გამომდინარე, ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ინჟინრები, up to date არიან იმ ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიებისადმი, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი კომპანიები აწარმოებენ.

არის ყველაზე რთული თქვენი კომპანიის საქმიანობაში და რა არის ის მთავარი გამოწვევა, რასაც დაარსებიდან დღემდე გადააწყდით?

HT Solutions-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების ბედნიერებაა, რომლებიც ამ კომპანიის ხელწერასა და კულტურას ქმნიან. Ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიები უყვართ და ამ სფეროში საკუთარი თავების რეალიზება სურთ, ამიტომ მათი ბედნიერების ხარისხის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, თუმცა რთულიც. ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ მათ ტექნოლოგიებში სწორად დაიმკვიდრონ თავები და აკეთონ საქმე, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა პროექტი თუ პროდუქტი ტექნოლოგიურ დახვეწილობასთან ერთად, შინაარსობრივად საინტერესო და ლამაზი იყოს.

აქვთ თუ არა გამორჩეული პროექტი ან პროდუქტი, რომლითაც კომპანია ამაყობს?

ბოლო პერიოდია, რაზეც განსაკუთრებით დიდ აქცენტს ვაკეთებთ არის ის, რომ ყველა ის ინჟინერი, გამოცდილება თუ კომპეტენცია, რომელიც HT Solutions-ს გააჩნია, ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის არის ბოლომდე ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თუ კომპანიას ჩვენთან წარსულში უთანამშრომლია აუცილებლად თვლის, რომ ჩვენი ინჟინრები და კომპეტენცია სანდოა. Ვცდილობთ, რომ მათთან გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა გვქონდეს. Ეს ასპექტი, ბოლო პერიოდია, DevOps-ის მიმართულებით შეინიშნება — კომპანიებს ციფრული პროდუქტების შექმნის ციკლს ვუუმჯობესებთ: წარმადობას ვუზრდით, მეტი ავტომატიზაცია შემოგვაქვს, პროცესებს ვასწრაფებთ და ციფრული პროდუქტების შექმნის ხარისხს ვზრდით.

არის HT Solutions-ის სამომავლო გეგმები?

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ბევრი კუთხით დგას კომპეტენტური სერვისის მიწოდების აუცილებლობა, ვაპირებთ, რომ ბაზარს შევუქმნათ ის კომფორტი, რომ ჰყავდეთ სტაბილური კომპანია, რომელიც მათ კლიენტებს მაღალმდგრად და მაღალხელმისაწვდომ ციფრულ პროდუქტებს შესთავაზებს. ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, DevOps და მონაცემთა დამუშავება.

Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე
Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე
თემის მიხედვით
Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე


ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
ქვიზი — ტექნოლოგიები 1990-იან წლებში
თუ Gen X თაობას წარმოადგენთ ან მილენიალი ხართ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ, თუ ჯენ ზი — ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ქვიზი ნებისმიერ შემთხვევაში სახალისოა! 
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.