ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google Play ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპების მიმართ პოლიტიკას ცვლის

Google-მა თავისი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის პოლიტიკა განაახლა, რათა აპლიკაციის შემქმნელებს Play App Store-ის მეშვეობით ისეთი ციფრული აქტივების ინტერგაციის საშუალება მისცეს, როგორიცაა NFT-ები. ამის შესახებ  კომპანიის პროდუქტების მენეჯერმა, ჯოზეფ მილსმა განაცხადა. 

კომენტარის დატოვება

მილსის თქმით, აპლიკაციები «მომხმარებლებთან ტოკენიზებული ციფრული აქტივების შესახებ გამჭირვალე უნდა იყოს». ამასთან ერთად აღნიშნა, რომ დეველოპერებს «სათამაშო ან სავაჭრო აქტივობებიდან მოგების მიღება არ შეუძლიათ».

აპებს, რომლებიც Google Play-ის პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნებიან, ციფრული აქტივების ინტეგრაციის საშუალება არ ექნებათ. ეს შეზღუდვა პოტენციურად NFT ახალწვეულების მოტყუების შანსს, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ ტოკენიზებული აქტივების შეძენამ შეიძლება მათ მოგება მოუტანოს, საგრძნობლად შეამცირებს — ეს აპრობირებული მარკეტინგული ტაქტიკაა, რომელსაც სხვადასხვა პროექტებისთვის იყენებენ.

მილსმა აღნიშნა, რომ ცვლილება მომხმარებლის საკუთრებაში არსებული კონტენტის ხელახალ კონცეპტუალიზაციას მოახდენს, რათა უნიკალური NFT ჯილდოების მეშვეობით მომხმარებლების ლოიალურობა გაზარდოს.

Reddit, რომელმაც თავისი კრიპტო საფულეებით და NFT ავატარებით წარმატებას მიაღწია, Google-თან აქტიურად თანამშრომლობდა, რათა მათი პოლიტიკის განახლებაში დახმარებოდა.

მომავალში, Google Play ინდუსტრიის პარტნიორებთან მუშაობას გეგმავს, რათა ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების მხარდაჭერა გააუმჯობესოს — მეორადი ბაზრების ჩათვლით.

სანამ Google თავის პოლიტიკას ცვლის, აპების კიდევ ერთი მაღაზია, App Store სტაბილურობას ინარჩუნებს. ზოგადად, Apple-მა ციფრული აქტივების ეკოსისტემასთან დაკავშირებით NFT გაყიდვებზე დამატებითი გადასახადების დაწესებით ფრთხილი პოზიცია აირჩია, რასაც NFT შემქმნელების უმეტესობა არ ეთანხმება.

ოქტომბერში Apple-მა განაცხადა, რომ აპებს უფლება აქვთ მომხმარებლებს თავიანთი NFT-ების ნახვის უფლება მისცენ. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ აპებს შეუძლიათ, მომხმარებლებს სხვა კოლექციების დათვალიერების უფლება მისცენ, მათ NFT-ების შესაძენად გარე ბმულების შემოტანა, დამატებითი ღილაკების ჩვენება ან მოქმედებისკენ მოწოდება ეკრძალებათ.

მომხმარებლებს NFT-ების შეძენა მხოლოდ Apple-ის შიდა გადახდის სისტემის მეშვეობით შეუძლიათ — კომპანიის ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად.

Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
თემის მიხედვით
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
NFT — მომავალი თუ წარსული?
NFT — მომავალი თუ წარსული?
თემის მიხედვით
NFT — მომავალი თუ წარსული?

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.