ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
8 მარტი 2023, 00:48
2023-03-08
გეგა წურწუმია: რუსულ კანონს წინააღმდეგობა ყველამ უნდა გაუწიოს
ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენელი გეგა წურწუმია ამბობს, რომ რუსულ, რეპრესიულ კანონს, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია გეგმავს, წინააღმდეგობა აბსოლუტურად ყველამ უნდა გაუწიოს, რადგან ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ევროპული და დემოკრატიული ფასეულობებისგან.
ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენელი გეგა წურწუმია ამბობს, რომ რუსულ, რეპრესიულ კანონს, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია გეგმავს, წინააღმდეგობა აბსოლუტურად ყველამ უნდა გაუწიოს, რადგან ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ევროპული და დემოკრატიული ფასეულობებისგან.
გეგა წურწუმია
«სავარაუდოდ, შეიზღუდება მედია. საერთაშორისო მედია აღარ დაინტერესდება ქვეყნით, შესაბამისად, IT სექტორს ბევრად ნაკლები გაშუქება ექნება. თუ კანონში გავა IT სექტორისთვის პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ან დაფინანსების შემთხვევაში აგენტის სტატუსის მინიჭება, ეს დამღუპველი იქნება.
წინააღმდეგობა, ალბათ, ყველამ უნდა გაუწიოს, მარტო IT სექტორმა — არა, რადგან არსებობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პოტენციალი. ამ კანონის შემოტანა არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ დემოკრატიული თუ ევროპული ფასეულობებისკენ, რომლისკენაც მივისწრაფვით».
რა ხდება
საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება.
ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა».
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.
ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს.
მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას.
მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.
EU NEIGHBOURS EAST: ქართველი ქალები IT სფეროდან — გზა სირთულეებიდან წარმატებამდე
წლების განმავლობაში, IT სფეროში სრული პატრიარქატი სუფევდა. იშვიათად შეხვდებოდით ქალს, რომელიც წამყვან კომპანიაში, მოწინავე პოზიციაზე მუშაობდა. ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში გენდერული მრავალფეროვნება გაცილებით შესამჩნევია. ქალების ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეცვალა, რომელიც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც IT სფეროს დღის წესრიგს ქმნიდნენ.
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.