ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Future Agro Challenge - 23 დეკემბერს პროგრამის დემო დღე გაიმართება

Future Agro Challenge გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.

კომენტარის დატოვება

2022 წელს, Future Agro Challenge Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპ ბიურომ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდჭერით, სამი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი) და აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა განახორციელა.

23 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ფაბრიკის Jungle Room-ში (ნინოშვილის 8, თბილისი) პროგრამის დემო დღე გაიმართება.

ღონისძიებაზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ ის აგროტექნოლოგიური სტარტაპები, რომლებიც აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციებიც. შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე, თარგმანის გარეშე.

ღონისძიება ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ, Agro Solutions-თან პარტნიორობითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), თბილისის მერიისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და ელ. ფოსტაზე დაელოდეთ რეგისტრაციის დასტურს. 

რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
თემის მიხედვით
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში

ასევე წაიკითხეთ
Omedia-მ Java-ს გაზაფხულის ბუთკემპზე რეგისტრაცია დაიწყო
Omedia-მ Java-ს გაზაფხულის ბუთკემპზე რეგისტრაცია დაიწყო
Omedia-მ Java-ს გაზაფხულის ბუთკემპზე რეგისტრაცია დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე სტარტაპ ბიურო გამოჩნდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორთან, რათა მათი ჩართულობით ქვეყანაში წარმატებით დანერგონ ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების  სხვა პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
ProductTank Tbilisi სტარტაპ აქსელერატორის ზრდასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.