ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Forbes: რბილი უნარები, რომლებიც IT-ში წარმატების მისაღწევად გჭირდებათ

მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში თანამშრომლების უნარებს დიდი ყურადღება ეთმობა. კოდირების ცოდნის, შესაბამისი სერტიფიკატებისა და პროფესიული ლიცენზიების მქონე ადამიანებზე დიდი მოთხოვნაა. მაგრამ ბოლო წლებში დამსაქმებლების ყურადღება რბილ უნარებზეც გამახვილდა. ეს დროის მენეჯმენტს, თანაგრძნობასა და სიკეთეს მოიცავს.

კომენტარის დატოვება

Forbes ამ სტატიაში განიხილავს, რა არის რბილი უნარები და როგორ დაგეხმარებათ, გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი.

რა არის რბილი უნარები?

რბილი უნარები თვისებებია, რომლებიც სხვებთან კარგად და ეფექტურად ურთიერთობის საშუალებას გაძლევთ. ამ განმარტების გათვალისწინებით ადვილია იმის დანახვა, თუ რატომ არის ეს უნარები ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა უნარები, მაგალითად, კოდირება, მათემატიკა და პროექტის მენეჯმენტი.

რატომ აქცევენ დამსაქმებლები რბილ უნარებს განსაკუთრებულ ყურადღებას?

სამსახურში გატარებული დროის უმეტესი ნაწილი გუნდთან ერთად მუშაობაში იხარჯება. კომპიუტერულ პროგრამისტებსაც კი, რომლებიც ხშირად მარტო მუშაობენ, გარკვეული მიზნების მისაღწევად გუნდში მუშაობა უნდა შეეძლოთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამსაქმებლები უფრო მეტად აფასებენ რბილ უნარებს ახალი თანამშრომლების დაქირავებისას.

რბილი უნარები თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს ცოდნა ეფექტურად გაუზიარონ, ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს მენტორობა გაუწიონ და რთულ საკითხებს პოზიტიური განწყობით გაუმკლავდნენ. კრიტიკული რბილი უნარები სხვების მიმართ თანაგრძნობასა და მოთმინებას მოიცავს.

აქვს თუ არა მნიშვნელობა რბილ უნარებს ტექნოლოგიურ სამუშაოებში?

სანამ ტექნოლოგიურ სამუშაოებზე ადამიანები მუშაობენ, რბილი უნარები მნიშვნელოვანია. კომპანიის კულტურა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და კეთილი სამუშაო გარემო შექმნას. რბილი უნარები ყველა ინდუსტრიაში ამ ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საუკეთესო რბილი უნარები

ახლა ჩვენ საუკეთესო რბილ უნარებზე ვისაუბრებთ. თქვენ ჩამოთვლილი რბილი უნარების უმეტესი ნაწილი დაგჭირდებათ, რათა კონკურენტუნარიან, სწრაფ ინდუსტრიაში განვითარდეთ.

კომუნიკაცია

იმისთვის, რომ წარმატებული იყოთ მხოლოდ კომპიუტერთან «კომუნიკაცია» არ კმარა. თქვენ თქვენს გუნდელებთან და კომპანიის სხვა წევრებთან კომუნიკაციაც დაგჭირდებათ.

ორივე, სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანია. შეხვედრები, ელფოსტა და ბლოგპოსტებიც კი ადგილებია,  სადაც შეგიძლიათ, ივარჯიშოთ და ეს უნარები დახვეწოთ.

კრიტიკული აზროვნება

ანალიტიკური აზროვნება ნებისმიერი ტექნოლოგიური პოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ტექნიკურ პროფესიონალს, თქვენ რთული პრობლემების მოგვარება ჭკვიანი, ინოვაციური გადაწყვეტილებებით მოგიწევთ. თუ ეს ბუნებრივად არ გაქვთ, არ იდარდოთ: ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავი გაწვრთნას, რათა უფრო კრიტიკულად იფიქროს.

კრიტიკული აზროვნება ჩარჩოს მიღმა ფიქრსა და პრობლემების შემოქმედებითი კუთხით გადაჭრაში გეხმარებათ. თუ ამ სფეროში ძლიერი ხართ, შეამჩნევთ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.

თანაგრძნობა

თანაგრძნობას შეუძლია, ყველა სამუშაო და კარიერის გზა გააუმჯობესოს. ეს გადამწყვეტი რბილი უნარი საშუალებას გაძლევთ, საკითხები და პრობლემები სხვა ადამიანების თვალსაზრისით გაიგოთ და გაიაზროთ. თუ თქვენ მენეჯმენტისკენ მიისწრაფვით, ან თუ გსურთ, რომ ერთ დღეს უმცროსი თანამშრომლების მენტორი გახდეთ, თანაგრძნობა უმნიშვნელოვანესი უნარია.

პრობლემის გადაჭრა

ეს უნარი კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად მოდის. პრობლემების გადაჭრის უნარი ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოსადეგია და ტექნოლოგიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რბილი უნარია, რადგან ტექნიკური თანამშრომლები პრობლემების გადაჭრაში დიდ დროს ხარჯავენ. საკითხების სხვა კუთხით შეხედვის უნარი ნებისმიერ ტექნოლოგიურ სამუშაოში გამოდგება.

დროის მენეჯმენტი

დროის მენეჯმენტი გავრცელებული ფრაზაა, რომელიც, ალბათ, სკოლის პერიოდიდან გესმით და ის სამსახურშიც მნიშვნელოვანია. მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები ხშირად დიდი მოქნილობის გარეშე შეზღუდულ ვადებში მუშაობენ. ამიტომ თანამშრომლებს დროის სწორი აღქმისა და გადანაწილების უნარი უნდა ჰქონდეთ.

როგორ გააუმჯობესოთ თქვენი რბილი უნარები

ამ სტატიაში თქვენ რამდენიმე საუკეთესო რბილ უნარს გაეცანით. თუ რომელიმე მიმართულება გაკლიათ, აუცილებელია, გარკვეული დრო ამ უნარების განმტკიცებას დაუთმოთ. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას.

იპოვეთ მენტორი. მენტორი შეიძლება ნებისმიერი იყოს: თანამშრომელი, თქვენი უფროსი ან უბრალოდ თქვენზე უფროსი ადამიანი. თუ მენტორს სამსახურში ეძებთ, აირჩიეთ ის, ვინც დავალების შესრულებისთვის მზად არის.

წაიკითხეთ სასარგებლო წიგნი. ჯონ სონმეზის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის ცხოვრების სახელმძღვანელო (The Software Developer’s Life Manual) და დოქტორ ევგენი ჰაბეკერის ლიდერობის რბილი მხარე (The Softer Side of Leadership)

გაიარეთ კურსი. უამრავი ონლაინ ვარიანტია, როგორიცაა, მაგალითად, Udemy და Team Treehouse.

შეამოწმეთ ცოდნის დონე გაიუმჯობესეთ უნარები —ყველაფერი ISTQB ტესტის შესახებ
შეამოწმეთ ცოდნის დონე, გაიუმჯობესეთ უნარები —ყველაფერი ISTQB ტესტის შესახებ
თემის მიხედვით
შეამოწმეთ ცოდნის დონე, გაიუმჯობესეთ უნარები —ყველაფერი ISTQB ტესტის შესახებ
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
თემის მიხედვით
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად

ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
GitHub Copilot Workspace —  GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.