ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FBI საზოგადოებას ძიების შედეგებში აღმოჩენილ მავნე რეკლამებზე აფრთხილებს

FBI-მ გამოაქვეყნა საჯარო შეტყობინება, რომელიც შეიცავს რჩევებს თაღლითური რეკლამების დაბლოკვის შესახებ, 

კომენტარის დატოვება
FBI საზოგადოებას ძიების შედეგებში აღმოჩენილ მავნე რეკლამებზე აფრთხილებს

FBI-მ გამოაქვეყნა საჯარო შეტყობინება, რომელიც შეიცავს რჩევებს თაღლითური რეკლამების დაბლოკვის შესახებ, 

საიდუმლო არ არის, რომ თაღლითური რეკლამები ინტერნეტის განსაკუთრებული პრობლემაა. გამაღიზიანებელი pop up ფანჯრებიდან და ბანერების სატრიალოდან მოგებული «პრიზებით» დაწყებული, მავნე ბმულებითა და რეკლამებით დამთავრებული, არასდროს ვიცით რა ელოდება ჩვენს ბრაუზერს, როდესაც ამა თუ იმ გვერდს ვტვირთავთ.

FBI-ის გაფრთხილება ეხება ყალბ რეკლამებს, რომლებიც რეალურს ჰგავს და პოტენციური მსხვერპლი უცნობ ადგილებში გადაჰყავს.

კიბერ კრიმინალები იყენებენ საძიებო სისტემების სარეკლამო სერვისებს სხვადასხვა ბრენდების გამოსახულებით და მომხმარებლები გადაყავთ მავნე საიტებზე, რომლებშიც მოქცეულია გამოსასყიდი პროგრამა (ransomware). ამ გზით იპარავენ საიტებზე შესვლის დეტალებს და სხვა ფინანსურ ინფორმაციებს.

ამ ტიპის რეკლამები, ძირითადად, საძიებო სისტემის რეგულარული რეკლამებია, რომლებიც, როგორც წესი, Google ან Binge-ის საძიებო ველის ზედა ნაწილშია მოთავსებული. (გამოყენებული საძიებო სისტემიდან გამომდინარე, რეკლამები გამოყოფილია სიტყვებით «Sponsored» ან «Ad»). რეკლამები, რომლებზეც FBI გვაფრთხილებს და რომლებიც შეიცავს რეალური ბრენდების მიბაძვას მსგავსი დომენური სახელების გამოყენებით, თითქმის იდენტურია იმიტირებული ბიზნესის ოფიციალური ვებგვერდისა.

FBI-ს რჩევები ხალხისთვის:

  • რეკლამაზე დაჭერამდე შეამოწმეთ URL, რათა დარწმუნდეთ, რომ საიტი ავთენტურია. მავნე დომენის სახელი, სავარაუდოდ, რეალური URL-ის მსგავსი იქნება, თუმცა, შეცდომა იქნება ასოებში.
  • იმის ნაცვლად, რომ მოძებნოთ ბიზნესი ან ფინანსური ინსტიტუტი, ჩაწერეთ ბიზნესის URL ინტერნეტ ბრაუზერის საძიებო ზოლში, რათა პირდაპირ შეხვიდეთ ოფიციალურ ვებსაიტზე.
  • გამოიყენეთ რეკლამის დაბლოკვის გაფართოება ინტერნეტში ძიებისას. ინტერნეტ ბრაუზერების უმეტესობა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დაამატოს გაფართოებები, რომლებიც ბლოკავს რეკლამას. ამ სარეკლამო ბლოკატორების ჩართვა და გამორთვა ბრაუზერშივეა შესაძლებელი, რათა დაუშვას რეკლამები ზოგ ვებსაიტზე, ნაწილზე კი — დაბლოკოს.

FBI-ის რჩევები ბიზნესისთვის:

  • გამოიყენეთ დომენის დაცვის სერვისები, რათა შეატყობინოთ ბიზნესს ახალი, მსგავსი დომენის დარეგისტრირებაზე, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გაყალბება.
  • მიეცით მომხმარებლებს გაყალბებული ვებსაიტების შესახებ ინფორმაცია და გაზარდეთ მათი ცოდნა URL-ების სისწორის დადასტურების მნიშვნელობაზე.
  • ასწავლეთ მომხმარებლებს, სად იპოვონ ლეგიტიმური გადმოსაწერი ადგილები ბიზნესის მიერ მიწოდებული პროგრამებისთვის.

გამორჩეული ნაწილი FBI-ის განცხადებაში რეკლამის დაბლოკვის შემოთავაზებაა. როგორც Techspot-მა აღნიშნა, რეკლამების დაბლოკვა საკამათო თემად რჩება. სავარაუდოა, რომ ბევრი საიტი, რომელსაც იყენებთ, ეყრდნობა სარეკლამო ფულს ფუნქციონირებისთვის, გამოწერასა და სხვა დამატებით რესურსებთან ერთად.

ზოგიერთი ადამიანი და ორგანიზაცია იყენებს სპეციალურ ბრაუზერებს რეკლამის დაბლოკვის გაფართოების ფუნქციით. ზოგი ეყრდნობა უსაფრთხოების ინსტრუმენტებს რეკლამების დაბლოკვისა და ექსპულატაციისთვის. ასევე, მავნე რეკლამების აღმოჩენისა და განეიტრალებისთვის.

რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
თემის მიხედვით
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
რა არის როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
თემის მიხედვით
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს


ასევე წაიკითხეთ
ABC News: TikTok-ის რეალური სახე — ტოქსიკურობა, მონაცემთა მოპოვება, რასიზმი და დისკრიმინაცია
ABC News: TikTok-ის რეალური სახე — ტოქსიკურობა, მონაცემთა მოპოვება, რასიზმი და დისკრიმინაცია
ABC News: TikTok-ის რეალური სახე — ტოქსიკურობა, მონაცემთა მოპოვება, რასიზმი და დისკრიმინაცია
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!
შესანიშნავი შეთავაზება dev.ge-სგან ბიზნესისთვის: გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ! 
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა საკვანძო სიტყვების კვლევაა, რაც კონტენტის შექმნას ამარტივებს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.