ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
12 აპრილი 2023, 09:30
2023-04-12
FBI საჯარო USB პორტების გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს
შეერთებული შტატების საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაავრცელა გაფრთხილება და საზოგადოებას სთხოვა, თავი შეიკავოს საჯარო USB პორტების გამოყენებისგან ვირუსების — მავნე პროგრამების (Malware) გავრცელების რისკის გამო.
შეერთებული შტატების საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაავრცელა გაფრთხილება და საზოგადოებას სთხოვა, თავი შეიკავოს საჯარო USB პორტების გამოყენებისგან ვირუსების — მავნე პროგრამების (Malware) გავრცელების რისკის გამო.
FBI-ის დენვერის ოფისმა განაცხადა, რომ საჯარო დამტენის ადგილები სასტუმროებში, აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში შეიძლება ციფრული თავდასხმის სამიზნე იყოს.
ბოროტმა აქტორებმა ისწავლეს საჯარო USB პორტების გამოყენება მოწყობილობებზე «მავნე პროგრამებისა და მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის». — თქვა FBI-მ. მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ საკუთარი დამტენი, USB კაბელი და დამტენის თავი.
Avoid using free charging stations in airports, hotels or shopping centers. Bad actors have figured out ways to use public USB ports to introduce malware and monitoring software onto devices. Carry your own charger and USB cord and use an electrical outlet instead. pic.twitter.com/9T62SYen9T
Apple-ის Iphone-ებსა და Mac-ებს აქვთ USB უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის პორტის გამოყენებას მონაცემთა გადაცემისთვის, როდესაც მოწყობილობის განბლოკვიდან საათზე მეტია გასული. თუმცა, ის ხელს არ უშლის მოწყობილობაში მავნე პროგრამის «შეპარვას».
თუ საჯარო USB პორტი კომპიუტერზე, ტაბლეტზე ან სმარტფონზე მავნე პროგრამების გადასატანად გამოიყენება, ჰაკერებს შეუძლიათ, მიიღონ წვდომა მოწყობილობის მგრძნობიარე მონაცემებზე, მოიპოვონ მომხმარებლის სახელები და პაროლები, მოიპარონ ელექტრონული ფოსტა, ფული ონლაინ ანგარიშებიდან და სხვა.
უსაფრთხოდ დარჩენის ერთადერთი გზა საკუთარი USB კაბელის გამოყენებაა, რაც ეფექტურად აფერხებს თავდასხმის ამ მეთოდს.
FBI ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ საჯარო Wi-Fi სენსიტიური ტრანზაქციებისთვის, არ გახსნან საეჭვო დოკუმენტები, არ გამოიყენონ ერთი და იმავე პაროლი ყველა ანგარიშზე და არ გადავიდნენ გაურკვეველ ბმულებზე ტექსტურ შეტყობინებებსა და ელექტრონულ წერილებში.
TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
TikTok უზარმაზარი ვიდეო პლატფორმაა, რომლის მომხმარებლების ძირითად ნაწილს Gen Z წარმოადგენს. შესაბამისად, ამ თაობასთან დასაკავშირებლად ყველაზე მარტივი გზა სწორედ TikTok-ის გამოყენებაა. მართალია, მოზარდები, ტინეიჯერები და ზრდასრულები პლატფორმას ძირითადად გართობის მიზნით იყენებენ. თუმცა, ხშირად სწორედ TikTok ხდება დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მძლავრი იარაღი.