ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Facebook-ს სურს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია

Facebook ამბობს, რომ არ მომკვდარა. ამას 3 მილიარდი მომხმარებელიც ამტკიცებს. კომპანიას სურს, იცოდეთ, რომ პლატფორმა მხოლოდ «ხანში შესული ადამიანებისთვის» არ არის, როგორც ამას ახალგაზრდები ამტკიცებენ.

კომენტარის დატოვება
Facebook-ს სურს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია

Facebook ამბობს, რომ არ მომკვდარა. ამას 3 მილიარდი მომხმარებელიც ამტკიცებს. კომპანიას სურს, იცოდეთ, რომ პლატფორმა მხოლოდ «ხანში შესული ადამიანებისთვის» არ არის, როგორც ამას ახალგაზრდები ამტკიცებენ.

ახლა, როცა ყველაზე პოპულარული პლატფორმა, TikTok გაძლიერებული მთავრობის კონტროლის წინაშე დგას შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, Facbook-ს საინტერესო პოზიციონირება შეუძლია — ეს შანსია, რომ პლატფორმა მომხხმარებლებს საჭირო ალტერნატივად მოევლინოს.

მხოლოდ ერთი პრობლემაა: ახალგაზრდები, როგორიცაა დევინ უოლში, რომელმაც Facebook უკვე დიდი ხანია მიატოვა.

«არც კი მახსოვს ბოლოს როდის შევედი. ეს წლების წინ უნდა ყოფილიყო». — თქვა 24 წლის უოლშმა, რომელიც მანჰეტენში ცხოვრობს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს.

ამის ნაცვლად, ის Instagram-ს, რომელიც ასევე Facebook-ის მშობელ კომპანია Meta-ს ეკუთვნის, დღეში ხუთი-ექვსჯერ ამოწმებს. შემდეგ არის, რა თქმა უნდა, TikTok, სადაც ის ყოველ დღე დაახლოებით ერთ საათს ატარებს. 

«ალგორითმს ნებას ვაძლევ, შემომთავაზოს ისეთი რამ, რაც არც კი ვიცოდი, რომ მაინტერესებდა». — ამბობს ის.

უოლშს ვერ წარმოუდგენია სამყარო, რომელშიც Facebook, რომელსაც იგი მე-6 კლასში სწავლის დროს შეუერთდა, კვლავ მისი ცხოვრების რეგულარული ნაწილი გახდება.

«ეს არის ბრენდინგი, არა? როდესაც Facebook-ზე ვფიქრობ, თვალწინ ხანდაზმული ადამიანები წარმომიდგებიან, მაგალითად მშობლები, რომლებიც შვილების სურათებს აქვეყნებენ. ასევე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე განუწყვეტლივ კამათობენ». — თქვა უოლშმა.

ოდესღაც საუკეთესო სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც iPhone-მდე დაიბადა, ორ ათწლეულს უახლოვდება. იმ დროს, როდესაც მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის ოთახიდან facebook.com გაუშვა, პლატფორმა უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

Facebook განსაკუთრებით უცნაური გამოწვევის წინაშე დგას. დღეს მას ყოველთვიურად 3 მილიარდი ადამიანი ამოწმებს. ეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტია. ხოლო 2 მილიარდი მომხმარებელი ყოველდღიურად შემოდის. მიუხედავად ამისა, ორი ათწლეულის შემდეგ შესაბამისობისთვისა და მომავლისთვის ბრძოლა უწევთ.

ახალგაზრდებისთვის — მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესში არიან, Facebook კომფორტული ადგილი არ არის. ამ ტენდენციური, მრავალფეროვანი დემოგრაფიის გარეშე, პლატფორმა, რომელიც Meta-სთვის ჯერ კიდევ მთავარი შემოსავლის წყაროა, მოსაწყენი გახდება.

ყოველთვის ასე არ იყო. თითქმის ათი წლის განმავლობაში, Facebook იყო საუკეთესო ადგილი, კულტურული გამოცდა, ის, რასაც ყოველდღიურ დიალოგებში და გვიან ღამით ტელევიზიაში იხსენიებდნენ, მისი დაარსება ჰოლივუდური ფილმის თემაც კი იყო. კონკურენტი MySpace, რომელიც მხოლოდ ერთი წლით ადრე ამოქმედდა, სწრაფად მოძველდა, რადგან Facebook-ზე მაგარი (cool) ბავშვები შეიკრიბნენ. 

«ეს უცნაური კომბინაცია იყო… არავინ იცოდა, როგორ მუშაობდა ტექნოლოგია, მაგრამ იმისათვის, რომ MySpace გამოგვეყენებინა, ჩვენ ყველა პატარა კოდერებად უნდა ვქცეულიყავით. ეს ძალიან სტრესული იყო». — თქვა 28 წლის მოირა გეინორმა. Facebook-მა Myspace-ს გაასწრო იმიტომ, რომ მასთან შედარებით, ეს ლამაზი, ინტეგრირებული, მშვენიერი ზონა იყო, რომელიც აქამდე ნანახი არ გვქონდა». 

ცუკერბერგმა ყველაფერი იდალურად გააკეთა, Facebook-ის გაყიდვაზე უარი თქვა და თავისი კომპანია მობილური რევოლუციისკენ მიმართა. შემდეგ რამდენიმე კონკურენტი გამოჩნდა — გახსოვთ Orkut? — ისინი მალევე გაქრნენ, კერძოდ მაშინ, როდესაც Facebook გაიზარდა. მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სკანდალების მიუხედავად, 2015 წელს პლატფორმამ ყოველდღიურ მილიარდ მომხმარებელს მიაღწია.

Insider Intelligence-ის ანალიტიკოსი, დებრა აჰო უილიამსონი, რომელიც Facebook-ს თვალყურს ადრეული დღეებიდან ადევნებდა, აღნიშნავს, რომ საიტის ახალგაზრდა მომხმარებლების რაოდენობა მცირდება, მაგრამ პლატფორმის გაქრობის საშიშროებას ვერ ხედავს, ყოველ შემთხვაში, ახლო მომავალში.

«ფაქტი, რომ ჩვენ Facebook-ზე 20 წლის ასაკში ვსაუბრობთ, ვფიქრობ, იმის დასტურია, თუ რა განავითარა მარკმა, როდესაც ის კოლეჯში სწავლობდა. ეს წარმოუდგენელია.”- თქვა მან. «Facebook ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი პლატფორმაა».

AOL ოდესღაც ძლიერი იყო. თუმცა, მისი მომხმარებელთა ბაზა დაძველდა და ახლა aol.com ხუმრობაა, რომელიც გარკვეული ასაკის ტექნოლოგიურად გაუნათლებელი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენება.

ტომ ელისონი, რომელიც Facebook-ის ხელმძღვანელად მუშაობს (ცუკერბერგის ტიტული ახლა Meta-ს აღმასრულებელი დირექტორია), ოპტიმისტურად საუბრობდა, როდესაც საზოგადოებას Associated Press-თან ინტერვიუში პლატფორმის სამომავლო გეგმებს ამცნობდა.

«Facebook-ზე პატარა გუნდი გვყავდა, რომელიც ახალგაზრდა კოჰორტებზე იყო ორიენტირებული». — თქვა ალისონმა. «და დაახლოებით ორი წლის წინ ჩვენ ვთქვით — არა მთელი ჩვენი პროდუქციის ხაზი უნდა შეიცვალოს და ახალგაზრდების საჭიროებებს მოერგოს». 

ის ამ პერიოდს «სოციალური აღმოჩენების» ეპოქას უწოდებს.

«ჩვენი მოტივაცია არის, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები იდეალურ სოციალურ ქსელს» — ამბობს ალისონი.

ხელოვნური ინტელექტი ამ გეგმის მთავარი აღმასრულებელია. TikTok ხელოვნურ ინტელექტსა და ალგორითმს კონკრეტულ მომხმარებლებზე მორგებული ვიდეოების საჩვენებლად იყენებს. Facebook იმედოვნებს, რომ თავის ძლიერ ტექნოლოგიას ახალგაზრდების გულებისა და თვალების დასაბრუნებლად გამოიყენებს.

Facebook მომხმარებელთა დემოგრაფიის გამჟღავნებაზე გამუდმებით უარს ამბობს, რაც ახალგაზრდებს შორის პლატფორმის მდგომარეობას ნათელს მოჰფენს. მაგრამ გარე მკვლევრები ამბობენ, რომ მათი რიცხვი მცირდება. 

«ახალგაზრდები კომუნიკაციის მომავალს აყალიბებენ. ვგულისხმობ, რომ Facebook ასე აღორძინდა — ახალგაზრდების ყურადღება და ენერგია ამ პლატფორმისკენ იყო მიმართული. ჩვენ ვხედავთ, რომ ტენდენცია თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე ვრცელდება, რომელიც Facebook-ის შემდეგ გამოჩნდა». — თქვა უილიამსონმა. წელს, Insider-ის შეფასებით, TikTok-ის მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი 12-დან 24 წლამდე ასაკისაა.

ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
თემის მიხედვით
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?


ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.