ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეროვნული ბანკი: საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც Bloomberg-ის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა. რეპო არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა შემდგომში იმავე ან მსგავსი ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან ყიდვის ვალდებულებით. 

კომენტარის დატოვება

Bloomberg-ის პლატფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში კომპანიის დელეგაცია ჩამოვიდა. 30 ნოემბერს ისინი ეროვნული ბანკის პრეზიდეტს, კობა გვენეტაძეს შეხვდნენ. 

Bloomberg-ის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ.

E-bond პლატფორმა ბაზარს უზრუნველყოფს რეპო გარიგებების დადებისათვის ყველა აუცილებელი მექანიზმით, ფასების კოტირებით, ანალიტიკური მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.

რეპო გარიგებები ამცირებს კონტრაგენტებს შორის საკრედიტო რისკებს, ვინაიდან ნასესხები თანხის არდაბრუნების შემთხვევაში, რეპოს მონაწილეს რჩება ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვითაც მას შეუძლია თავიდან აირიდოს ფინანსური ზარალი.

ასევე, რეპო ბაზარი ხელს უწყობს მეორადი ბაზრის ლიკვიდობას, ვინაიდან ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ შესაძლებელია ფულადი თანხის მობილიზება. შესაბამისად, რეპო ბაზარი ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

პეისერა - ეროვნულმა ბანკმა პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
პეისერა — ეროვნულმა ბანკმა პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
თემის მიხედვით
პეისერა — ეროვნულმა ბანკმა პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

ასევე წაიკითხეთ
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ვალუტაზე მუშაობს. სებ ცდილობს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) ქვეყნების მიერ გამოშვებული ვალუტის ციფრული ფორმაა და არ არის მიბმული ფიზიკურ საქონელთან.  ჩვენ ვეცდებით, აგიხსნათ, რა არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, როგორია მისი მუშაობის მექანიზმი, რას გეგმავს საქართველოს ეროვნული ბანკი და რა გამოცდილებები არსებობს მსოფლიოში. 
Apple-ის პირველი M3 Mac-ები შესაძლოა ოქტომბერში გამოვიდეს
Apple-ის პირველი M3 Mac-ები შესაძლოა ოქტომბერში გამოვიდეს
Apple-ის პირველი M3 Mac-ები შესაძლოა ოქტომბერში გამოვიდეს
პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.