ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ექსპერტების თქმით, 2033 წლისთვის რობოტები საყოფაცხოვრებო საქმეების 39%-ს შეასრულებენ

ექსპერტების თქმით, 10 წლის შემდეგ საყოფაცხოვრებო საქმეების დაახლოებით 39% შეიძლება ავტომატიზირებული გახდეს.

კომენტარის დატოვება
ექსპერტების თქმით, 2033 წლისთვის რობოტები საყოფაცხოვრებო საქმეების 39%-ს შეასრულებენ

ექსპერტების თქმით, 10 წლის შემდეგ საყოფაცხოვრებო საქმეების დაახლოებით 39% შეიძლება ავტომატიზირებული გახდეს.

მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთიდან და იაპონიიდან ხელოვნური ინტელექტის (AI) 65 ექსპერტს სთხოვეს, საერთო საყოფაცხოვრებო საქმეებში ავტომატიზაციის წილი დაეთვალათ.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე მეტი ავტომატიზაცია სასურსათო საყიდლებს შეეხებოდა, ხოლო ახალგაზრდებზე ან მოხუცებზე ზრუნვა AI-ის გავლენას ყველაზე ნაკლებად განიცდიდა.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და იაპონიის ოჩანომიზუს უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ რობოტებმა ისეთ საქმიანობებზე, რომლის გაკეთებისთვისაც ფულს არ ვიღებთ: «რობოტები ჩვენ სამსახურებში ჩაგვანაცვლებენ, მაგრამ ნაგავსაც გადაყრიან?» — იკითხეს მათ.

მკვლევრების თქმით, რობოტები, რომლებიც სახლის საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, რობოტი მტვერსასრუტი, მსოფლიოში ყველაზე ფართოდ წარმოებული და გაყიდული რობოტები გახდნენ.

მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგია იმ დროის 60%-ს შეამცირებს, რომელსაც ჩვენ სასურსათო საყიდლებზე სიარულის დროს ვხარჯავთ.

მაგრამ პროგნოზებს, რომ მომდევნო ათ წელში რობოტები საშინაო საქმეებისგან გაგვათავისუფლებენ, დიდი ხნის ისტორია აქვს, ამიტომ შეიძლება გარკვეული სკეპტიციზმი გამართლებულიც იყოს. 

1966 წელს სატელევიზიო შოუ Tomorrow’s World-მა სიუჟეტი გააკეთა საყოფაცხოვრებო რობოტის შესახებ, რომელსაც სადილის მომზადება, ძაღლის გასეირნება, ბავშვის მოვლა, საჭმლის გაკეთება და სხვა ბევრი დავალების შესრულება შეეძლო. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და საზოგადოების ასოცირებული პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ეკატერინა ჰერტოგი პარალელს იმ ოპტიმიზმთან ავლებს, რომელიც თვითმართვად მანქანებს უკვე დიდი ხანია თან სდევს.

«ხალხს თვითმართვად მანქანებს უკვე ათწლეულებია ვპირდებით და ისინიც ოპტიმისტურად ელოდებიან — და მაინც, რობოტების სრულყოფილად ფუნქციონირებას ვერ ვახერხებთ». — თქვა მან.

ლონდონის კინგს კოლეჯის წარმომადგენელი, დოქტორი ქეით დევლინი,  რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული, ვარაუდობს, რომ ტექნოლოგია ადამიანებს უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე მათ ჩაანაცვლებს.

«რთული და ძვირია რობოტის შექმნა, რომელსაც მრავალი რამის გაკეთება შეუძლია. სამაგიეროდ, უფრო ადვილი და სასარგებლოა ტექნოლოგიების შექმნა, რომლების ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება». — თქვა მან.

პროფესორი ჰერტოგის თქმით, ქალებზე დაკისრებული საოჯახო სამუშაოების არაპროპორციული ტვირთი მათ შემოსავალზე, დანაზოგსა და პენსიებზე უარყოფითად აისახება. მკვლევრების თქმით, ავტომატიზაციის გაზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას. 

The Economist: ჰუმანოიდი რობოტები  სულ უფრო რეალურები ხდებიან
The Economist: ჰუმანოიდი რობოტები სულ უფრო რეალურები ხდებიან
თემის მიხედვით
The Economist: ჰუმანოიდი რობოტები სულ უფრო რეალურები ხდებიან
McDonalds-ის თბილისის ფილიალებში რობოტი თანამშრომელი ქეთო გამოჩნდა
McDonald’s-ის თბილისის ფილიალებში რობოტი თანამშრომელი, ქეთო გამოჩნდა
თემის მიხედვით
McDonald’s-ის თბილისის ფილიალებში რობოტი თანამშრომელი, ქეთო გამოჩნდა
BBC: 10 წელში სიმსივნის ქირურგიული ოპერაციებისთვის რობოტი გველის გამოყენება იქნება შესაძლებელი

ასევე წაიკითხეთ
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
დოქტორი პიერ კრისტოფორო ჯულიანოტი UI Health-ის ზოგადი, მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგიის ხელმძღვანელია. ის რობოტული ქირურგიის სფეროში პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქირურგია. ჯულიანოტი იყო პირველი მსოფლიოში, ვინც რობოტული პროცედურების მნიშვნელოვანი სერია დაიწყო რთული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდ და რობოტის დახმარებით უამრავი ოპერაცია ჩაატარა.
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს
ვინ არის ელიზაბეტ ჰოლმსი — ბიოტექის ვარსკვლავობიდან პატიმრობამდე
ვინ არის ელიზაბეტ ჰოლმსი — ბიოტექის ვარსკვლავობიდან პატიმრობამდე
ვინ არის ელიზაბეტ ჰოლმსი — ბიოტექის ვარსკვლავობიდან პატიმრობამდე
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.