ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
23 იანვარი 2023, 14:25
2023-01-23
BBC: 10 წელში სიმსივნის ქირურგიული ოპერაციებისთვის რობოტი გველის გამოყენება იქნება შესაძლებელი
ექსპერტების განცხადებით, სიმსივნის ქირურგიული ოპერაციებისთვის რობოტის გამოყენება, რომელიც ფორმითა და მოქნილობით გველს წააგავს, 10 წელში შესაძლებელი იქნება.
ექსპერტების განცხადებით, სიმსივნის ქირურგიული ოპერაციებისთვის რობოტის გამოყენება, რომელიც ფორმითა და მოქნილობით გველს წააგავს, 10 წელში შესაძლებელი იქნება.
დისტანციური მართვის რობოტი COBRA, ადრე რეაქტიულ ინჟინერიასა და ატომურ ქარხნებში გამოიყენებოდა.
რობოტი ნოტირგემის უნივერსიტეტმა, პროფესორის, დრაგოს აქსინტეს ხელმძღვანელობით შექმნა.
«ჩვენ ტესტები ჩავატარეთ, რათა გაგვერკვია, შეეძლო თუ არა რობოტს ქირურგიული პროცედურების ჩატარება». — თქვა აქსინტემ.
მკვლევრებმა, რომლებიც Rolls-Royce-თან თანამშრომლობენ, განაცხადეს, რომ მათ დაფინანსება საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის საბჭოსგან მიიღეს. COBRA-ს ქირურგიაში გამოყენება ყელის კიბოსა და ტრავმის ქირურგიაში იგეგმება.
ასეთი სამედიცინო პროცედურები ამჟამად ენდოსკოპიური ხელსაწყოებით ტარდება, თუმცა, COBRA ქირურგიულ გუნდებს უფრო მეტ ოსტატობას, სიზუსტესა და მაღალი გარჩევადობის ხედებს შესთავაზებს.
«რობოტი საკმაოდ მოქნილია, ამიტომ მისი ჯოისტიკით მართვა მარტივია. აქამდე რასაც ვაკეთებდით, მხოლოდ რობოტის ძრავებსა და ინჟინერიას ეხებოდა. შემდეგ ლესტერის საავადმყოფოდან რამდენიმე ქირურგი დაგვიკავშირდა, რათა ეს ტექნოლოგია სამედიცინო სფეროში დაგვეტესტა. ვფიქრობ, რობოტს ფართო სპექტრი გააჩნია და მედიცინა ჩვენი კვლევისთვის საინტერესო მიმართულებაა». — განაცხადა აქსინტემ.
მკვლევრების თქმით, ხუთმეტრიანი რობოტი, რომელიც სისქეში მხოლოდ 9 მილიმეტრია, ჩაკეტილ სივრცეებსა და მჭიდრო მოსახვევებში მარტივად გადაადგილდება.
რობოტი ადამიანის იმ ნაწილებზე დატესტეს, რომელიც ამჟამად ინვაზიური ოპერაციის გარეშე მიუწვდომელია. მაგალითად, პირის ღრუს მეშვეობით, ყელის უკანა ნაწილზე. მაღალი გარჩევადობის კამერა ყელის შესანიშნავ ხედსა და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა.
დოქტორი ოლადეჯო ოლაიე, რომელიც წინასწარ ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობდა, ამბობს, რომ სიახლე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია.
«იმედია ტექნოლოგია ჩვენი პაციენტებისთვის ნაკლებ ტკივილს, საავადმყოფოდან უფრო სწრაფად გამოწერას, გადარჩენის მაღალ მაჩვენებელსა და უკეთეს რეაბილიტაციის შედეგებს უზრუნველყოფს». — განაცხადა ოლადეჯომ.
თუ Gen X თაობას წარმოადგენთ ან მილენიალი ხართ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ, თუ ჯენ ზი — ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ქვიზი ნებისმიერ შემთხვევაში სახალისოა!