ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Facebook და Instagram დონალდ ტრამპის ანგარიშებს აღადგენს

დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლება ექნება, მას შემდეგ რაც Meta-მ გამოაცხადა, რომ 2-წლიანი შეჩერების შემდეგ მის ანგარიშებს აღადგენს. ეს უახლოეს კვირებში მოხდება. 

კომენტარის დატოვება

2021 წლის 6 იანვარს ადამიანთან ჯგუფის კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშები განუსაზღვრელი ვადით შეუჩერეს.

ეს ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის ძალადობაში ჩართული ადამიანები შეაქო.

Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა, განაცახადა, რომ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, მოისმინოს, რას ამბობენ პოლიტიკოსები.

«ანგარიშების შეჩერება საგანგებო ვითარებაში მიღებული საგანგებო გადაწყვეტილება იყო». — თქვა ნიკ კლეგმა.

მისი თქმით, მიმოხილვამ დაადგინა, რომ ტრამპის ანგარიშები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკი აღარ არის. მაგრამ, წარსულში «დარღვევების» გამო, განმეორებითი დანაშაულისთვის ახლა უფრო მკაცრი სასჯელი ემუქრება.

რესპუბლიკელები ტრამპის Facebook-ზე დაბრუნებას ითხოვდნენ, რადგან ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპმა საპასუხოდ საკუთარ საიტზე — Truth Social დაწერა, რომ Facebook-მა «მილიარდები დაკარგა» მას შემდეგ, რაც აკრძალა ხალხის «საყვარელი პრეზიდენტი, მე».

«ასეთი რამ აღარასოდეს უნდა დაემართოს მოქმედ პრეზიდენტს ან ნებისმიერ სხვას, ვინც არ იმსახურებს ანგარიშსწორებას!» — წერს დონალდ ტრამპი.

Meta Facebook-იდან ახალი ამბების ამერიკული მედიების წაშლით იმუქრება

თემის მიხედვით
Meta Facebook-იდან ახალი ამბების ამერიკული მედიების წაშლით იმუქრება

ასევე წაიკითხეთ
BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს

NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ

WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.