ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დიდი ოდენობით კრიპტოს მითვისება — პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-დან 2019 წლამდე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარის დატოვება

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

უწყება აცხადებს, რომ ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000 აშშ დოლარს.

პროკურატურის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვის დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

უწყების ცნობით, ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

ბრალდების ცნობით, ამის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის — 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს
ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს
თემის მიხედვით
ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს
Coinbase ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ — რა ხდება
Coinbase ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ — რა ხდება
თემის მიხედვით
Coinbase ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ — რა ხდება

ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.