ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს. ბრძანება ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და რეგულირებას ეხება და ძალაში 2023 წლის 1-ლი ივლისიდან შედის. 

კომენტარის დატოვება

ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში ოპერირება სურთ, ლიცენზირებას და შესაბამისად, რეგისტრაციას ავალდებულებს.

შესაბამისი სტანდარტები კომპანიებმა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დააკმაყოფილონ. კრიტერიუმები ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი. 

დოკუმენტის პირველ მუხლის თანახმად, «დაუშვებელია ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა». 

თავად ეროვნული ბანკისვე განმარტებით, ვირტუალური აქტივის მომსახურებებია: 

  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.

გარდა ამისა, ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ აუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული და არ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება. გაწერილია რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და უარის თქმის საფუძვლები. 

ასევე წაიკითხეთ
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.