ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძეეკონომიკა
18 ივლისი 2023, 16:31
2023-07-18
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ვალუტაზე მუშაობს. სებ ცდილობს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) ქვეყნების მიერ გამოშვებული ვალუტის ციფრული ფორმაა და არ არის მიბმული ფიზიკურ საქონელთან.
ჩვენ ვეცდებით, აგიხსნათ, რა არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, როგორია მისი მუშაობის მექანიზმი, რას გეგმავს საქართველოს ეროვნული ბანკი და რა გამოცდილებები არსებობს მსოფლიოში.
CBDC არის ციფრული ვალუტა, რომელიც გამოშვებულია ცენტრალური ბანკების მიერ. მათი ღირებულება დაკავშირებულია გამომშვები ქვეყნის ოფიციალურ ვალუტასთან.
CBDC ჰგავს, მაგრამ არ არის იგივე, რაც სტაბილკოინი. სტაბილკოინი არის კერძო, სტაბილიზებული კრიპტოვალუტის სპეციფიკური ტიპი, რომელიც დაკავშირებულია სხვა ვალუტასთან, საქონელთან ან ფინანსურ ინსტრუმენტთან, რათა დროთა განმავლობაში შეინარჩუნოს შედარებით სტაბილური ღირებულება. კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომლებიც დეცენტრალიზებულია, CBDC-ს სახელმწიფო უშვებს და ოპერირებას უზრუნველყოფს.
CBDC ყველა ქვეყანაში, სადაც მის დანერგვას ცდილობენ, სხვადასხვანაირად მუშაობს.
ერთი ტიპი არის ანგარიშზე დაფუძნებული მოდელი, ანუ DCash. ის კარიბის ზღვის აღმოსავლეთ აუზში მოქმედებს. DCash-ის საშუალებით მომხმარებლები ფლობენ სადეპოზიტო ანგარიშებს პირდაპირ ცენტრალურ ბანკში.
ამისგან განსხვავებულია ჩინური e-CNY, საცდელი CBDC — ის ეყრდნობა კომერციულ ბანკებს, ჩინეთში ციფრული ვალუტის ანგარიშებს მომხმარებლები სწორედ კერძო ბანკებში ფლობენ. 2022 წლის ბეიჯინგის ოლიმპიადის დროს ვიზიტორებს და სპორტსმენებს შეეძლოთ e-CNY-ის გამოყენება ოლიმპიური სოფლის შიგნით.
კიდევ ერთ მოდელზე ევროპის ცენტრალური ბანკი განიხილავს. მასში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტები ამუშავებენ ბლოკჩეინის ქსელის ნებადართულ ქსელს, როგორც ციფრული ევროს განაწილების მიმწოდებელს.
მეოთხე ვარიანტი კი კრიპტოს მოყვარულებს შორის არის პოპულარული, თუმცა, არ არის გამოცდილი ცენტრალური ბანკების მიერ — ფიატური ვალუტა გაიცემა ცვალებადი ტოკენების მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვის სანაცვლოდ.
დღესდღეობით მსოფლიოს 87 ქვეყანა მუშაობს CBDC-ზე. მათ შორის არის საქართველოც.
რა მიზნები აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს?
საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია საფინანსო სექტორის ზედამხედველობაა. მას აქვს ექსკლუზიური უფლება, გამოუშვას სავალუტო კუპიურები, უფლებამოსილია, აწარმოოს მონეტები და ბანკნოტები.
უწყების განცხადებით, ციფრული ლარის შექმნა მათ შემდეგი მიზნებით სურთ:
ახალი გადახდის ქსელის დანერგვა ინოვაციური ფუნქციებით;
ალტერნატიული გადახდის სისტემის შემოღება, რომელიც შეამცირებს ხარჯებს ბიზნესისთვის;
ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სმარტ კონტრაქტები და შემდგომი ინტერფეისები პერსონალიზაციის ვარიანტების გაფართოების მიზნით, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას მორგებული პირობების განსაზღვრაში, რომლებშიც უნდა მოხდეს ტრანზაქციის გაშვება;
სმარტ კონტრაქტების ინსტრუმენტის დანერგვა, რომელიც ქმნის საფუძველს ბიზნესისთვის ავტომატიზაციის, დაჩქარების და ხარჯების შესამცირებლად მრავალ ოპერაციულ ადგილებში;
[სმარტ კონტრაქტი არის ელექტრონული პროტოკოლი, რომელიც იწერება კომპიუტერული კოდის გამოყენებით. მისი მიზანია ორივე მხარის მიერ ინფორმაციის გადაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა. მას ასევე ეძახიან ჭკვიან კონტრაქტს].
პროგრამირებადი ფულის ფუნქციის დანერგვა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ ძირითადი ან დამხმარე წინასწარ განსაზღვრული მიზანმიმართული გადახდები, წინასწარ დაპროგრამებული პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ფულის გამოყენებას წინასწარ შერჩეული პროდუქტებისთვის;
ქონდეს მაღალი ხარისხის სისტემა, რომელიც მხარს უჭერს ატომურ გადახდებს, რაც შესაძლებელს გახდის პოტენციურ გადასვლას ნივთების ინტერნეტზე და ახალ ბიზნეს მოდელებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ CBDC/DGEL ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რათა გააუმჯობესოს მოხერხებულობა, ეფექტურობა, მოქნილობა და კონფიგურირებადი გადახდა.
გარდა ამისა, ადგილობრივი ფინტექს ინდუსტრიის ზრდის სტიმულირების მიზნით, DGEL უზრუნველყოფს, ტექნოლოგიით განბლოკილი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის.
ეროვნული ბანკი ამბობს, რომ Blockchain-ისა და DeFi-ის ეკოსისტემების განვითარებისა და ათვისების ტემპის გათვალისწინებით, ინოვაციებისადმი მიდრეკილი პლატფორმის დანერგვა საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ DGEL გააერთიანებს ახალ ფუნქციებს.
უწყების განცხადებოთ, ეროვნული ბანკის მანდატი უზრუნველყოფს, რომ ცენტრალური ბანკის ფულზე წვდომა ყველა ფორმით არ იქნება უგულებელყოფილი, რადგან თანაარსებობა აუმჯობესებს ფინანსური ინკლუზიის ხარისხს და ამავდროულად აფართოებს საზოგადოების ფართო საჭიროებებზე დაფუძნებული ვარიანტების სპექტრს.
სებ-ი ამბობს, რომ საბოლოოდ, DGEL-ის პროექტი არ არის მხოლოდ ახალი გადახდის სისტემის დანერგვა — ის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გაზრდის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იქნება, თუ როგორ იმუშავებს DGEL, გადახდების ანგარიშსწორების დროს, ჭკვიანი ტოკენების წარდგენის დროს და ტოკენიზაციისა და პროგრამირებადი ფულის დანერგვისას.
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.