ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
17 ნოემბერი 2022, 12:07
2022-11-17
DataFest Tbilisi დაიწყო
დღეს, 17 ნოემბერს DataFest Tbilisi — მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ის მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიების ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი იკრიბება.
დღეს, 17 ნოემბერს DataFest Tbilisi — მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ის მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიების ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი იკრიბება.
მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით:
მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
«წლევანდელ დატაფესტზე ველით, რომ ჩვენი ქომიუნითი, რომელიც ისედაც რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს, კიდევ უფრო გაიზრდება. ვხედავთ ბევრ ახალ სახეს დამსწრეებში, თუმცა, ბევრია ისეთიც, რომლებიც 2017 წლიდან მოყვებიან ჩვენს ფესტივალს და არიან ჩვენი ერთგული წევრები. ახალი სახეები წარმოადგენენ ისეთ განსხვავებულ სექტორებს, რომლებსაც ადრე უჭირდათ იმის დანახვა, როგორ შეიძლებოდა, მონაცემები მათი საქმიანობის ნაწილი ყოფილიყო». — გვეუბნება ორგანიზაცია ForSet-ის ხელმძღვანელი, DataFest Tbilisis-ის ორგანიზატორი, ნინო მაჭარაშვილი.
DataFest Tbilisi მონაწილეებს სთავაზობს ინსპირაციულ გამოსვლებს, სიღრმისეულ ვორქშოფებს და დატათონებს, ანუ ჰაკათონის ტიპის შეჯიბრებებს, რომლებში გამარჯვებულები პრიზებსაც მიიღებენ.
წლევანდელ ფესტივალზე 2 ტიპის დატათონი — შეჯიბრება ჩატარდება — მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი და დემტეკის ჰაკათონი დემოკრატიის გადასარჩენად.
DataFest Tbilisi მასპინძლობს The Glass Room Misinformation გამოფენასაც. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის სამივე დღეს Rooms Hotel Tbilisi მასპინძლობს.
მთავარი პარტნიორები: Bank of Georgia, Grant Thornton, Georgia’s Innovation & Technology Agency, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პარტნიორები: AskGov.ge, Tactical Tech, National Endowment for Democracy, Alliance of Democracies, ევროკავშირი საქართველოსთვის, Open Government Partnership, Impel, DataArt, Kettari Foundation
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
მონაცემები, დიზაინი და ტექნოლოგიები — თანამედროვეობის ეს სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქართულ ორგანიზაციაში, ForSet-ში ერთიანდება და საბოლოოდ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ პროდუქტებად გარდაიქმნება.