ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება

წლევანდელი DataFest Tbilisi 2023,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია. 

კომენტარის დატოვება

ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან — მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. 

ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს,  200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.

ორგანიზატორი ორგანიზაცია ForSet გეგმავს, რომ გასული წლების მსგავსად,  ფესტივალის სცენა გამოიყენოს მნიშვნელოვან პლატფორმად, მწვავე გლობალური თუ ლოკალური პრობლემების წარმოსაჩენად. 

წლევანდელი ფესტივალის თემებია:

  • მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი მისი ეთიკურად გამოყენება;
  • მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა;
  • დეზინფორმაცია და არჩევნები;
  • კლიმატი და გარემოსდაცვითი მონაცემები. 

ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet —  არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.  

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.

პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnership.

მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, ტერმინალი, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა.

მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge

DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
თემის მიხედვით
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
თემის მიხედვით
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან

ასევე წაიკითხეთ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესმა ფესტივალმა, DataFest Tbilisi 2023-მა აიღო სტარტი, რომელიც 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა. 
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი DataFest Tbilisi-ის წლევანდელი ჰაკათონები — ინტერვიუ ვერო მელუასთან
2023 წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. DataFest Tbilisi 9-11 ნოემბერს გაიმართება.  ფორსეტის პროექტების კოორდინატორი, დათაფესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ვერო მელუა dev.ge-ს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელაპარაკა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.