ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

"ჩემს ტვინს საქმისგან ათავისუფლებს" — პროგრამისტმა დღის ავტომატიზაცია შეძლო

Software-ინჟინერმა, ირტიზა ჰაფიზმა რუტინული დავალებების ავტომატიზაცია შეძლო და აღარ ნერვიულობს იმაზე, რომ ახალი პროდუქტების ყიდვა ან კრედიტის დასაფარად ფულის გადარიცხვა დაავიწყდება. მისი სამუშაო და საშინაო დავალებების სია შეგროვებულია დაიჯესტში, მათ ეფექტურობას (მათ შორის წლიურ პროექციაში) კი ტასკ-მენეჯერში ადევნებს თვალს. ამის შესახებ მან Medium-ზე, თავის ბლოგში დაწერა. dev media-ს პროექტი Bubble მოგიყვებათ მისი ჩანაწერების შესახებ და შეგახსენებთ კიდევ ექვს ინსტრუმენტს, რომელთაც დავალებების ავტომატიზაცია და ცხოვრების შემსუბუქება შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

«ავტომატიზაცია ათავისუფლებს ჩემს ტვინს მუშაობისგან და საშუალებას აძლევს დაკავდეს იმით, რაც კარგად გამოსდის — მოიფიქროს იდეები». — წერს ირტიზა ჰაზიფი.

როგორ დავიწყოთ დილა: საქმეებისა და სიახლეების სია

დილის მოკლე სიის ავტომატიზაციაში Siri Shortcuts დაგეხმარებათ — პროგრამისტის აზრით, Apple-ის ეკოსისტემაში ეს საუკეთესო საშუალებაა ავტომატიზაციის დასაყენებლად. შეგიძლიათ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი აიღოთ. აი, რას მოიცავს Siri ჰაფიზის დაიჯესტებში:

  • დღევანდელი კალენდარული ღონისძიებები;
  • საქმეების სია;
  • ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას;
  • მსოფლიო სიახლეების მოკლე მიმოხილვა;
  • სპორტული სიახლეები და წინა დღის თამაშების შედეგები;
  • საფონდო ბაზრის განახლებები;
  • კრიპტოსამყაროს სიახლეები;
  • მამოტივირებელი ციტატები.

«ამ ყველაფრის მოსაძებნად ბევრი საიტის ნახვა მიწევდა, მაგრამ Siri-ს ნება დავრთე, რთული სამუშაო ჩემს ნაცვლად გააკეთოს. ასევე მომწონს თანმიმდევრულობა და ნორმალურობის შეგრძნება, რომელსაც ეს რუტინა ყოველ დილით მაძლევს». — ამბობს ირტიზა.

ფინანსები

აქ ირტიზა ჰაფიზმა ორი ოპერაციის ავტომატიზაცია მოახერხა. პირველი — ინვესტირება დოლარის საშუალო ღირებულების სტრატეგიის მიხედვით. სამ დღეში ერთხელ მისი საინვესტიციო საბროკერო ანგარიშებიდან გარკვეული თანხა მიდის სხვადასხვა ინდექსის ფონდში, ბაზრის პირობების უგულებელყოფით.

«DCA საუკეთესო საშუალებაა, რათა თქვენი ინვესტიციები ემოციებისგან დაცალოთ.  როგორც დამიკარგავს, ისე შემიძენია. თუმცა ყველაფერი ეს არ ღირს ნერვიულობად».  — წერს პროგრამისტი.

მეორე ავტომატიზებული ოპერაციაა — ხელფასის გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშზე. როდესაც ფული ამ ბარათზე ხვდება, ის ავტომატურად გადამისამართდება შემნახველ, საინვესტიციო, საპენსიო ანგარიშებსა და კრიპტოზე. ამავე დროს, ძირითად ანგარიშზე რჩება საკმარისი ფული, რათა საკრედიტო ბარათების დავალიანებები დაფაროს.

პროდუქტები

დეველოპერის აზრით, პროდუქტების ყიდვის საუკეთესო საშუალებაა ყოველკვირეულად მათი ავტომატური შეკვეთა.

«ავტომატიზაცია მიზოგავს უთვალავ საათს და მაჩერებს იმპულსური შესყიდვებისგან. და ყველაზე მთავარი — არასდროს მავიწყდება ნივთები, რომლების ყიდვაც ყოველკვირეულად მჭირდება». — ამბობს ის.

ამაში მას Python-ზე დაწერილი პროგრამა ეხმარება. აი, რას აკეთებს ის:

  • აანალიზებს საყიდლების სიას ტასკ-მენეჯერიდან;
  • ამატებს პროდუქტებს, რომელთა ყიდვაც აუცილებელია რეგულარული ინტერვალით, მაგალითად, რძე ყოველკვირეულად;
  • პროდუქტების კალათის შექმნა;
  • დასტურს აგზავნის ელექტრონული ფოსტითა და SMS-ით;
  • გთავაზობთ, ნახოთ და დაადასტუროთ არჩეული ნივთები და ღირებულება;
  • აფორმებს შეკვეთას გარკვეული თარიღისთვისა და დროისთვის უახლოეს მაღაზიაში. 

შეკვეთა თავად უნდა აიღოთ.

ფილმები, Instagram და სხვა

მუდმივად ინახავთ ფილმებსა და სტატიებს, მაგრამ შემდეგ არ შეგიძლიათ ამოირჩიოთ, რა ნახოთ თავისუფალ დროს? ისევ Python-ია საჭირო. ამ ენაზე ირტიზამ დაწერა პროგრამა, რომელიც კვირა საღამოს განსაზღვრავს, რომელ პოდკასტებს მოუსმინოს, რომელ ვიდეოებს უყუროს YouTube-ზე და რა წაიკითხოს კვირის განვალობაში.

ის ასევე აგროვებს დეველოპერისთვის პოტენციურად საინტერესო კონტენტს Instagram-ზე და ინტერაქტიური ბმულების გარეშე დაიჯესტს ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნის. გარდა ამისა, ის Raindrop.io-ის ბიბლიოთეკას ათვალიერებს და ინტერესის მიხედვით რამდენიმე სტატიას არჩევს.

სამუშაო ამოცანები

ადრე ირტიზა ჩანაწერებსა და სამუშაო დავალებებს TickTick-სა და Notion-ში აკეთებდა, თუმცა, ClickUp-ზე გადავიდა, რადგან იქ ბევრი ფუნქციის ავტომატიზაცია შეიძლება. თუ ასევე გსურთ, ახალი ტასკ მენეჯერი სცადოთ, მაშინ ClickUp-ს აქვს უფასო გეგმა პირადი მოხმარებისთვის, ხოლო გუნდებისთვის აპლიკაცია თვეში 5$-დან 19$-მდე ღირს.

ირტიზა ამბობს, რომ ClickUp-ში პროექტის ტიპიდან გამომდინარე შესაძლებელია შაბლონების ავტომატურად შექმნა და რეგულარულად გააკეთო ჩანაწერები: მაგალითად, კვირის ბოლოს ყოველკვირეული მიმოხილვისთვის. იქ ასევე არის ინსტრუმენტების პანელი პროდუქტიულობის მონიტორინგისთვის, რომელიც ამოწმებს ამოცანების შესრულების სიჩქარეს, გამოქვეყნებული კონტენტის რაოდენობასა და აქტიურად მომუშავე კონტენტის რაოდენობას. არის ინსტრუმენტების კიდევ ერთი პანელი, რომელშიც შეგიძლიათ გადაიღოთ დასრულებული და სამომავლო ამოცანების სწრაფი სნეფშოტი — გამოსადეგია სამსახურში ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად. ხოლო კვარტალური და წლიური მიზნების ნახვა მოსახერხებელია დაგეგმვის საინფორმაციო პანელზე, სადაც ასევე შესაძლებელია წლის განმავლობაში პროდუქტიულობის მონაცემების ვიზუალიზაცია.

კიდევ 6 ინსტრუმენტი, რომელიც პროცესებს ავტომატურს ხდის და ცხოვრებას აადვილებს

  • ვიდეორედაქტორი Lumen5.com რამდენიმე დაკლიკვაში ქმნის ვიდეოებს სოცქსელებისთვისა და ბლოგებისთვის;
  • beautiful.ai — პრეზენტაციის ინსტრუმენტი მზა შაბლონებით, რომლებიც ერთმანეთს შეესაბამება, რჩება მხოლოდ ტექსტის დამატება;
  • copy.ai — ჩაანაცვლებს კოპირაითერს — საჭიროა საკვანძო სიტყვების მიწოდება და ფორმატის არჩევა, ტექსტების გენერატორი კი მოიფიქრებს პოსტს Facebook-ისთვის, წარწერას Instagram-ისთვის, წერილს დაგზავნისთვის და არა მხოლოდ.
  • ვიზუალს პოსტებისთვისა და პრეზენტაციებისთვის შეარჩევს Hotpot.ai;
  • Profile Pic Maker ნებისმიერი ფოტოსგან ოცნების ავატარს შექმნის;
  • Brandmark.io  — თქვენს ნაცვლად ბრენდის ვიზუალურ კონცეფციას გააკეთებს.  
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება „ჩუმი გათავისუფლება“ პროდუქტიულობის გაზრდას
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას
თემის მიხედვით
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას

ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
10 ვაკანსია IT-ში, რომლებიც ბოლო 1 კვირაში გამოცხადდა
ჩვენ თქვენთვის 10 ახალი ვაკანსია შევაგროვეთ. წარმატებული ქართული და საერთაშორისო ტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, პროფესიონალებს ეძებენ. 
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა თამაში შექმნა და ჯარის დასახმარებლად ფული შეაგროვა
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა თამაში შექმნა და ჯარის დასახმარებლად ფული შეაგროვა
10 წლის კიეველმა პროგრამისტმა თამაში შექმნა და ჯარის დასახმარებლად ფული შეაგროვა
So Many Problems — ქართული პლატფორმა, რომელიც პროგრამისტის კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ
So Many Problems — ქართული პლატფორმა, რომელიც პროგრამისტის კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ
So Many Problems — ქართული პლატფორმა, რომელიც პროგრამისტის კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.