ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

So Many Problems — ქართული პლატფორმა, რომელიც პროგრამისტის კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ

პროგრამირება უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, პოპულარულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება. ადამიანები ცდილობენ, მისი დაუფლების რაც შეიძლება სწრაფი და ხარისხიანი გზა იპოვონ. სტატისტიკურად, ვინც პროგრამირებას ამოცანების ამოხსნით იწყებს, შესაბამისი უნარ-ჩვევები გაცილებით ადრე უყალიბდება. So Many Problems ქართული პლატფორმაა, სადაც პროგრამული ამოცანების ამოსახსნელად და თქვენს თავზე სამუშაოდ კომფორტული გარემო დაგხვდებათ.

კომენტარის დატოვება

So Many Problems 2021 წლის ნოემბერში გიორგი გიუნაშვილმა დააფუძნა. გიორგი პროფესიით დეველოპერია და ამ სფეროში 6-წლიანი კომერციული გამოცდილება აქვს. როგორც dev.ge-სთან ამბობს, ხშირად უწევდა მეგობრებისთვის პროგრამირების სწავლება და უნარ-ჩვევები თავადაც პროგრამული ამოცანების ამოხსნით განივითარა — ამისთვის codeforce-ს იყენებდა, რომელიც მისი ინსპირაციის წყარო გახდა და საბოლოოდ So Many Problems-ის დაფუძნებისკენ უბიძგა.

«ვფიქრობ, რომ პროგრამისტული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად და პრობლემების ლოგიკური გზით გადასაჭრელად ამოცანების ამოხსნა იდეალური გზაა». — ამბობს გიორგი გიუნაშვილი. — «ახალბედებს დღეს პროგრამირების დასაწყებად ერთმანეთისგან განსხვავებული, უამრავი საშუალება აქვთ, რაც ხშირად ქაოსს ქმნის. მგონია, რომ ამ ყველაფრის ცოტახნით გვერდზე გადადება და ყველაფრის მარტივი ამოცანებით დაწყება მათ გასავლელ გზას გაამარტივებს».

So Many Problems-ის შექმნის იდეა მარტივი და საინტერესოა. გიორგის სურდა, პლატფორმა დამწყებებსა და პროგრამირებას შორის ხიდი ყოფილიყო, რომელიც მარტივი პროგრამული ამოცანების ამოხსნით მომხმარებლების უნარ-ჩვევებს განავითარებდა. როგორც თავად ამბობს, უცხოურ, მსგავს პლატფორმებზე ერთ პრობლემას აწყდება — დამწყებისთვის მარტივი პრობლემების გადაჭრაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რაც საბოლოოდ მათ მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.

გიორგი გიუნაშვილი
«თუ დამწყებს თავიდანვე რთულ ამოცანებს შესთავაზებ, დიდია ალბათობა, რომ მოტივაცია დაკარგოს და ხელი ჩაიქნიოს. ამიტომ მსურდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ყველაფერი ძალიან მარტივი ამოცანებით დაწყებულიყო და ნელ-ნელა სირთულე გაზრდილიყო». 

Codeforce-სგან განსხვავებით, So Many Problems-ზე ჩაშენებულ code editor-ს შეხვდებით, რაც ნებისმიერი დეველოპერისთვის, იქნება ის დამწყები თუ გარკვეული გამოცდილების მქონე, დიდი კომფორტია. code editor-ის წყალობით, ლოკალური ფაილების გადმოწერა, დამატებითი შრომა და ზედმეტი დროის დაკარგვა, რაც რეალურად სწავლისას ყველაზე მტკივნეულია, საჭირო აღარ იქნება.

გიორგი გიუნაშვილი
«არ გჭირდება დეველოპმენტის გარემოს გამართვა, ჩვენს ვებსაიტზე არსებული Monaco Editor-ის გამოყენება. Monaco არის Code Editor, რაზეც ყველასთვის ცნობილი VSCode-ია დაშენებული».

So Many Problems-ის დიზაინმა შეიძლება Facebook გაგახსენოთ. ვებსაიტზე შესვლისას «სიახლეების ველი» დაგხვდებათ, სადაც მომხმარებლები თავიანთ ამოხსნილ ამოცანებს პოსტავენ, ერთმანეთს ეხმარებიან და საუბრობენ. ასევე — შეგიძლიათ, უყუროთ პროცესს, თუ როგორ ხსნის ნებისმიერი მომხმარებელი ამოცანას — გიორგის თქმით, ეს ფუნქცია ჭადრაკის მოყვარულთა პლატფორმიდან, lichess.org-დან აიღო, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან თამაშის გარდა, ყურებაც შეუძლიათ.

«მსურდა, რომ პლატფორმის მომხმარებლები ერთმანეთთან ინტერაქციაში ყოფილიყვნენ, ამიტომ მსგავსი feature შევქმენი, რამაც გაამართლა». — ამბობს გიორგი გიუნაშვილი.

So Many Problems-ზე ამჟამად 1996 მომხმარებელია დარეგისტრირებული — პლატფორმას თვეში 100-დან 200-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

პროგრამირების გლობალურობიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, So Many Problems არა მარტო ქართული პლატფორმებისთვის, არამედ უცხოური ვებსაიტებისთვისაც უწევს კონკურენციის გაწევა. გიორგი ფიქრობს, რომ So Many Problems-ის მთავარი ხიბლი, რომელსაც მაგალითად codeforce-ზე ვერ შეხვდებით, დახვეწილი დიზაინი და მარტივი ამოცანებია. ამასთან ერთად, მომხმარებლებთან მუდმივ ინტერაქციაში არიან და მათ რჩევებსაც ითვალისწინებენ.

გიორგი გიუნაშვილი
«თუ მომხმარებელს რაიმეს დამატება ან შეცვლა სურს უბრალოდ უნდა მოგვწეროს — განვიხილავთ და თუ მოგვეწონება აუცილებლად დავამატებთ. მომხმარებელთან საუბარი სიამოვნებას გვანიჭებს». — 

So Many Problems ვითარდება და ჩაფიქრებული მიზნების ასრულებისკენ ეტაპობრივად მიიწევს. როგორც გიორგი ამბობს, აქამდე უფრო ვებსაიტის მოწესრიგებით იყო დაკავებული, ახლა კი აქცენტს პლატფორმის პოპულარობის გაზრდაზე აკეთებს. სურს, რომ მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდოს, რაც ვებსაიტის კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.

«კარგი იქნება თუ ბევრი ისეთი მომხმარებელი გვეყოლება, რომელიც უკუკავშირს გამოგვიგზავნის და პლატფორმის განვითარებაში დაგვეხმარება, რაც ამ ეტაპზე, რეალურად, გვაკლია». — თქვა გიორგი გიუნაშვილმა. — «გვინდა, რომ ამ ვებსაიტის შესახებ ბევრმა დამწყებმა დეველოპერმა შეიტყოს».

გიორგი სამომავლოდ აპირებს, ქართულ სასწავლო დაწესებულებებთან ითანამშრომლოს და მათთვის მოდული, სერვისი შექმნას, რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებენ. 

«იმისთვის, რომ So Many Problems-მა დიდი ხნის განმავლობაში იარსებოს, ვფიქრობ, შემოსავალი აუცილებელია. არ მსურს, რომ ვებსაიტზე მომხმარებლებს ფასიანი სერვისები დახვდეთ და პლატფორმამ სიცოცხლე ამით შეინარჩუნოს. ამიტომ კომრციულ solution-ზე ვმუშაობთ». — ამბობს გიორგი.
უმაღლესი მიზანი, ცხადია, ინგლისური ენის დამატება და პლატფორმის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაა.

გიორგი გიუნაშვილის აზრით, ადამიანი, რომელიც პროგრამირების შემსწავლელ პლატფორმას აკეთებს, მსგავსი ვებსაიტის აქტიური მომხმარებელი თავადაც უნდა იყოს ან წარსულში მაინც ყოფილიყო. 

გიორგი გიუნაშვილი
«სხვაგვარად ვერ მიხვდები, რა სურს მომხმარებელს, რა საჭიროებებია ბაზარზე და სხვა. ამასთან ერთად, იმ ხარვეზებს, რასაც იდეაში საუკეთესო ვებსაიტებზე ხვდები, ეცდები, რომ შენს პლატფორმაზე აღარ გაიმეორო».

So Many Problems მარტში BitCamp-ის პარტნიორი გახდა. ისინი ერთობლივი ძალებით დაინტერესებულ პირებს, დამწყებ დეველოპერებს საინტერესო სასწავლო პროგრამას სთავაზობენ.

«Bitcamp-თან თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით სასწავლო პროგრამა, რომელშიც თავი მოვუყარეთ ძირითად ამოცანებს, რაც ახალბედა დეველოპერებს ასწავლის პროგრამულ აზროვნებას, გააცნობს სინტაქსს და საშუალებას მისცემს, დაინტერესდეს ალგორითმებით და გაეცნოს პროგრამულ ამოცანებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ კონცეფციას». — ამბობს გიორგი გიუნაშვილი. 

ვებსაიტის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ასევე წაიკითხეთ
GitHub Copilot Workspace —  GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
GitHub Copilot Workspace — GitHub-ის ახალი ხედვა, რომელიც დეველოპერების საქმეს გაამარტივებს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.