ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 აპრილი 2023, 13:21
2023-04-07
Cash App-ის დამფუძნებელი, ბობ ლი სან-ფრანცისკოში სასიკვდილოდ დაჭრეს
მრავალმილიარდიანი ტექნოლოგიური კომპანიის, Cash App-ის დამფუძნებელი, ბობ ლი, 4 მარტს სან-ფრანცისკოს ცენტრთან ახლოს სასიკვდილოდ დაჭრეს. პოლიციამ 43 წლის კაცი მძიმე ჭრილობებით იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.
ბობ ლის მამამ, რიკ ლიმ დაადასტურა, რომ მისი შვილი მოკლეს.
სან-ფრანცისკოს ოფიციალური პირები ბოლო წლებში ძალადობრივი დანაშაულების მომრავლების გამო გააკრიტიკეს. უახლესი მონაცემებით, სან-ფრანცისკო საცხოვრებლად აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება.
«მე საუკეთესო მეგობარი დავკარგე»
პოლიციის თანამშრომლებმა 4 მარტს, ადგილობრივი დროით 02:35 საათზე (10:35 BST) დაჭრის შესახებ ცნობა მიიღეს.
CCTV-მ კადრები აჩვენა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლი უკაცრიელ ხეივანში მიდის და თითქოს დახმარებას ითხოვს.
ლი გაჩერებული მანქანისკენ ნელა მიდის და მძღოლს ჭრილობას ანახებს, მაგრამ მანქანა მიდის და Cash App-ის დამფუძნებელი მიწაზე ეცემა.
სან-ფრანცისკოს საინფომაციო გამოშვების თანახმად, პოლიციამ ლი უგონო მდგომარეობაში რინკონ ჰილის რაიონში იპოვა. მას მკერდზე დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. პოლიციამ ბიზნესმენს საავადმყოფოში გადაყვანამდე პირველადი დახმარება გაუწია.
ლის მამამ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: «მე ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგ, ჩემი ვაჟი ბობ ლი, ის ქუჩაში სამშაბათს, გამთენიისას მოკლეს».
CBS News-ის ცნობით, ლი მაიამიში ცხოვრობდა და სან ფრანცისკოში ლიდერთა სამიტზე იმყოფებოდა.
Facebook-ზე პოსტი ლის ძმამ, ტიმ ოლივერ ლიმაც გამოაქვეყნა: «ის ნამდვილად საუკეთესო იყო. ძალიან გამიმართლა, რომ მასთან გავიზარდე და ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის რაღაც ნაწილი დავკარგე».
გარდაცვალებამდე ლი კრიპტოვალუტის კომპანიის, MobileCoin-ის პროდუქტების მთავარი ოფიცერი იყო.
«ის გულუხვი და წესიერი ადამიანი იყო, რომელიც მოკვლას არ იმსახურებდა». — დატვიტა კრიპტოვალუტის კომპანიი,ს Abra-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ ბარჰიდტმა.
Cash App სმარტფონზე დაფუძნებული გადახდის აპლიკაციაა, რომელიც პირადი გადარიცხვების შესრულების საშუალებას იძლევა. Forbes-ის თანახმად, ახლა ის 40 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.
Cash App 2013 წელს გამოვიდა. მომხმარებელთა რაოდენობამ 2017 წელს შვიდ მილიონს მიაღწია, ხოლო 2020 წელს რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა.
Tesla-ს ხელმძღვანელმა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ლის მიმართ პატივისცემა გამოხატა და თქვა, რომ სან ფრანცისკოში დანაშაულის მიმართ მიდგომა საშინელია და მაშინაც კი, თუ თავდამსხმელებს იჭერენ, მალევე ათავისუფლებენ.
სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორმა, ბრუკ ჯენკინსმა თქვა, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებს და მსგავსი შემთხვევების შემცირებაზე იზრუნებს.
გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის შემდეგ Kernel-ის CEO კოლინ მ. დონოჰიუ გახდა
გიორგი ტუხაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული სტარტაპის, Kernel-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ მ. დონოჰიუ გახდა.